კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

კომახიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კომახი. კომახი, კომახიტი უძველესი ფეოდალური საგვარეულოა ტრაპიზონში.
გადმოცემის მიხედვით, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ლესაში მცხოვრები კომახიძეები გადასახლებულნი არიან ქობულეთის რაიონიდან. მათ შორეულ წინაპარს გურიაში რაღაც დაუშავებია და ერთი ოჯახი ქობულეთის რაიონის სოფელ ჯახათში ჩასახლებულა, იქიდან კი სოფელ აჭყვისთავში გადასულა. ამ გვარის ერთი წარმომადგენლისთვის რომელიღაც გურიელს აზნაურის წოდება უბოძებია, ასევე, მიწებიც მიუცია სოფელ ჩეხედანაში და ის მიწები დღესაც კომახიძეების მიწებად იწოდება.
გვარის წინაპართაგან შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, კომახიძეების წინაპრები მესხი დიდებულები ყოფილან და ტრაპიზონის იმპერიის მიდამოებში ცხოვრობდნენ, საიდანაც გამოიქცნენ ოსმალების მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ.
ორი საგვარეულო – ჭანიხიდები და კომახიძეები მძლავრობდნენ და სწორედ მათგან წარმოშობილად მიიჩნევა დღეს არსებული ჭანიშვილებისა და კომახიძეების გვარი.
კომახიძეებმა აჭარაში ოსმალების ბატონობის 300 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს პირვანდელი გვარი. ხახუტა კომახიძის შთამომავალნი კი დღემდე ხახუტაიშვილებად იწერებიან. ისინი სოფელ აჭყვისთავში ჩასახლებულან. ეს ადგილს ამჟამად კომახიძეებისა და ხახუტაიშვილების ქედს უწოდებენ.
საქართველოში 1 353 კომახიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 354, ბათუმში – 233, თბილისში – 193. არიან სხვაგანაც.
რევაზიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რევაზი, რომელიც არაბულ-სპარსული წარმოშობისაა და ქართულად კმაყოფილს ნიშნავს.
თავადი რევაზიშვილები ბარათაშვილების გვარისანი არიან.
გვარი რევაზიშვილი ძირითადად ქართლში გვხვდება. ქვემოქართლელი რევაზიშვილები ისტორიულად ამილახვართა შთამომავლები არიან, კერძოდ, ამილახვარი რამდენიმე გვარად გაიყო: რევაზიშვილებად, ქაიხოსროშვილებად, ბეჟანიშვილებად, ერასტიშვილებად და გივიშვილებად – „ამათგან პირველი თავადობისა ადგილია და ამილახვრობა სპასპეტობა იყო რევაზიშვილთა, რომელნი უფრო იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვათა აქვნდათ მეორისა და მესამისა თავადის ხარისხი და პატივი“.
ისტორიულ წყაროებში ასევე გვხვდება ცნობები, რომ ქვემოქართლელი გურჯირევაზიშვილები ბარათაშვილთა შტო-გვარია.
„თავადი გურჯირევაზიშვილები ბარათიაანთ გვარისანი არიან. გაუგვარდათ სახელი სიმხნევის გამო, რომელ გურჯ რევაზად სახელდეს თათართაშორის ბრძოდნენ მათ და რომელიც ითარგმნების გურჯი რევაზ – ქართველი რევაზ და ესე გვარი მიიღო რევაზმან დროსა მეფისა ვახტანგისა, წელსა 1703-სა და მუნითგან იწოდებიან გურჯირევაზიშვილებად მისნი შთამომავალნი და არიან რაოდენსამე სახელად სომხითსა შინა“.
1721 წლის ისტორიული აღწერით, ავთანდილ რევაზიშვილი იყო მემამულე, ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში.
ზემოქართლში რევაზიშვილები ციციშვილების აზნაურებიც იყვნენ. საციციანოში, ტრაქტატის სიით, 34 სააზნაურო სახლია. ციციშვილთა ზოგიერთი სააზნაურო სახლი რამდენიმე კომლად იყოფა. მეთვრამეტე საუკუნეში ორ ან რამდენიმე კომლად იყოფიან კლიმიაშვილები, ალექსიძეები, ბუნიათიშვილები, მუჩაიძეები, რევაზიშვილები და სხვები.
შიდა ქართლში მცხოვრები რევაზიშვილების ერთი შტო მაჩაბლებისგან არის წამოსული.
ასე რომ, რევაზიშვილების გვარი მომდინარეობს ამილახვარ-ბარათაშვილ-ციციშვილებისა და მაჩაბლების გვარებიდან.
საქართველოში 2 155 რევაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 819, გორში – 194, მცხეთაში – 154. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3