კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მამა ერთადერთი შვილის მსხვერპლი

58  წლის ზურა ფ-ძე  ერთადერთი შვილის მსხვერპლი გახდა – ის თავის არეში მიყენებული დაზიანებებით  შემთხვევის ადგილზე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. საქმის მასალების მიხედვით, დაზიანება მას შვილმა მიაყენა, დანაშაულის იარაღი კი აღმოჩნდა ნაჯახი, რომლითაც შვილმა მამას თავი გაუხეთქა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ნაჯახი, რომელზეც მკვლელობის კვალი იყო დარჩენილი.  
სისხლის სამართლის საქმე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, იმის მიუხედავად, რომ ბრალდებულის დედა და თავად ბრალდებული მოითხოვდნენ მუხლის გადაკვალიფიცირებას  და  აცხადებდნენ, რომ ვაკო ფ-ძეს მამა შემთხვევით შემოაკვდა და განზრახ არ მოუკლავს, მაგრამ სასამართლომ არ გაიზიარა ეს შუამდგომლობა და  გარდაცვლილის შვილს, 23 წლის ვაკო ფ-ძეს, მამის განზრახ  მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  სასამართლომ მიიღო დანაშაულის თვითმხილველის,  გარდაცვლილის მეზობლის, მალხაზ კ-ძის ჩვენება, რომელიც გამოძიებისთვის დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში იყო მიცემული. ამ ჩვენების მიხედვით, შვილი მამას მოკვლით ბოლო სამი თვის განმავლობაში არაერთხელ დაემუქრა.  
საქმის მასალების მიხედვით, მამა-შვილის დაპირისპირებისა და ოჯახური კონფლიქტის მთავარი მიზეზი  ვაკო ფ-ძის დაოჯახება აღმოჩნდა. ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად და ოჯახის სარჩენად, ვაკო ფ-ძის დედა, მანანა შ-შვილი, სამუშაოდ თურქეთში წავიდა, თუმცა ამით ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ვერ შეიცვალა. ზურა ფ-ძე ხშირად ახსენებდა შვილს, რომ, მათი გაჭირვებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოლის შერთვის დრო არ იყო.  ამონაწერი  გარდაცვლილის მეგობრის, მალხაზ კ-ძის  ჩვენებიდან: „ზურა ჩემი ახლო მეგობარი იყო და მათთან ოჯახში ხშირად მიწევდა ყოფნა, თან მეზობლებიც ვართ, ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ. როცა ვაკომ ცოლი შეირთო, ეს ოჯახისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა – ძალიან უჭირდათ და, არათუ ოჯახის ახალი წევრის, საკუთარი პრობლემების მოგვარებასაც ვერ ახერხებდნენ. ვაკო დაჟინებით ითხოვდა მშობლებისგან, რომ მისი ახალშერთული  ცოლისთვის    უკეთესად ეპატრონათ და ამის გამო მანანა სამუშაოდ თურქეთში წავიდა.  მამა-შვილს შორის კონფლიქტი ჩვეულებრივ ამბად იქცა, თუმცა ვაკოს მანამდეც რთული ხასიათი ჰქონდა, ხან რა პრობლემებს უქმნიდა ოჯახს, ხან – რას. მე თავად არაერთხელ გავხდი მომსწრე, როგორ დაუპირისპირდა მამას, ერთი-ორჯერ ფიზიკური შეუარცხყოფაც კი მიაყენა და ზურა ამაზე ძალიან დარდობდა. დაახლოებით ერთი თვის წინ  შევნიშნე, რომ ზურას თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. როცა ვკითხე, რა დაგემართა-მეთქი, მითხრა, თავი რაღაცას მივარტყიო, თუმცა, მივხვდი, რომ ეს ვაკოს ნახელავი იყო. იმ დღეს, როდესაც მათ ოჯახში ეს ტრაგედია  დატრიალდა, მანანამ დამირეკა და მათთან მისვლა მთხოვა – ვაკო ძალიან გაღიზიანებულია და, ეგებ ზურა სახლიდან გაარიდოო. მე ჩემი საქმეები მქონდა და ვუთხარი, რომ ერთ საათში მივიდოდი. როცა მათთან მივედი, მამა-შვილს შორის კონფლიქტი უკვე გამწვავებული იყო. ინციდენტს მე და ზურას მეუღლე – მანანა შევესწარით. ზურა ეზოში შეშას ჩეხდა, როცა ვაკომ ჩხუბი დაუწყო – ჯერ სიტყვიერად აგინა, მერე კი სახეში გაარტყა. ორჯერვე მივვარდი და გავაშველე. ზურაც აჰყვა ჩხუბში, უცებ, ისე, რომ ვერცერთმა რეაგირება ვერ მოვასწარით, ვაკომ ნაჯახს მოჰკიდა ხელი, ზურგიდან მიეპარა ზურას და ორჯერ ჩაარტყა თავში. ზურა ადგილზე გარდაიცვალა. თავიდან სისხლი შადრევანივით ასხამდა. ზურას რძალმა სასწრაფო სამსახურში დარეკა, მე და მანანა კი სისხლის შეჩერებას ვცდილობდით, მაგრამ, არ გამოგვივიდა. კაცი ხელში ჩაგვაკვდა.”
 სამართალდამცველებმა ვაკო ფ-ძე იმავე დღეს, მეგობრის სახლში დააკავეს. პირველივე ჩვენებაში მან  დაადასტურა მამასთან არსებული კონფლიქტი, მკვლელობის შესახებ კი განაცხადა, რომ ნაჯახი მამას შესაშინებლად მოუქნია და მისი მოკვლა განზრახული არ ჰქონია,  თუმცა, გამოძიების მიერ მანამდე დაკითხული მალხაზ კ-ძის ჩვენება აღმოჩნდა გადამწყვეტი:   „მანანამ მალევე მთხოვა – ზურას არაფერი ეშველება და ვაკოს გადასარჩენად ვთქვათ, რომ შემთხვევით მოუხვდა მამაზე ნაჯახიო. ამაზე ძალიან გავბრაზდი. ახალგაზრდა კაცის, თანაც, მამის მკვლელს ხელს ვერ დავაფარებდი. მერე რა, რომ მისი შვილი იყო.” 
გამოძიებამ დაკითხა ბრალდებულის დედაც, რომელმაც ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა, ჯერ განაცხადა, რომ შვილს მამა შეთხვევით შემოაკვდა, მერე თქვა, რომ მკვლელობა შემთხვევითი არ იყო, ბოლოს კი ის მაინც ბრალდებულის ბანაკში აღმოჩნდა პირველად მიცემული ჩვენებით, თუმცა მამის  მკვლელობაში  ბრალდებულ შვილს ვერც  დედის ჩვენებამ  უშველა.

скачать dle 11.3