კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათო ხუჯაძის ანეკდოტები

– ვისკი დალიე, სარა.
– ერთხელ გავსინჯე, ბოს და არ მომეწონა.
– მაშინ, ბურგუნდიული ღვინო მიირთვი.
– ერთხელ დავლიე და არ მომეწონა.
– და, ჩაის ხომ არ დალევ?
– ეგეც ერთხელ გავსინჯე და არ მომეწონა.
– სარა, ერთი შვილი გყავს, ხო?
– კი, ბოსს, როგორ მიხვდით?
– ჰმ!
***
სვანი დედა შვილს კარადის თავზე დააწვენს. ქმარი ეკითხება:
– რას აკეთებ?
– აბა, ლოგინიდან რომ ვარდება, ხმა არ მესმის და...

ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები
ჭიჭიკიას ქუჩაში ძაღლმა უკბინა. ძაღლის პატრონი ეცა და შეწუხებული ეკითხება:
– ვაიმე, ბატონო, შარვალი ხომ არ გაგიხიათ?
– არა, ქალბატონო, შარვალი ამიკაპიწა და ისე მიკბინა!
***
ექიმი პაციენტს:
- რამდენი წლის ხარ?
- სამ თვეში ორმოცის გავხდები.
ექიმმა ანალიზების პასუხებს ჩახედა და ჩაილაპარაკა:
– ჩემს ფეხებს გახდები!
***
სვანი სტუმარს ასეირნებს სოფელში, კოშკებს ათვალიერებენ. უცებ სტუმარი ამბობს:
– ვაიმე, იმ კოშკიდან ვიღაც კაცი თოფს მიმიზნებს!
– ჰო, მე მაგას ძმა მოვუკალი და, ეტყობა, სისხლის აღება უნდა,  უხსნის მასპინძელი.
– მერე, რა მეშველება?
– შენ არაფერი აღარ გეშველება, მაგრამ, ნუ გეშინია, მაგასაც ჩამოუვა სტუმარი და...
***
 პირველი სექტემბერია. პირველკლასელი მიხო სკოლიდან ბრუნდება. დედა კარებში მიეგება და ჰკითხა:
– რა გითხრეს, მიხო, სკოლაში?
– ეჰ, თორმეტი წელი მომარჭვეს!
***
პალატის კარზე აკაკუნებენ. შემოდის მედდა, გადახდის პაციენტს საბანს, ჩახდის საცვალს, ჩაბანს, გადააბრუნებს, ოყნას გაუკეთებს, უკანალზე ნემსს დაარჭობს – მოკლედ, მთელ პროცედურებს ჩაუტარებს, მორჩება და მიდის. პაციენტი ეკითხება:
– ისა და... ხომ ვერ მეტყვით, შემოსვლისას რაღაზე აკაკუნებდით?
***
გატიალებული მთვრალი გურული სახლში მიდის. ცოლი ქოქოლას აყრის:
– ე, მაი ღვინო და არაყია შენი მტერი და მომასპობელი!
– გაჩუმდი, ცა! რა გინდა მერე, ჩემს მტერს გინდა, შევუშინდე?
***
სომხის ცოლი ტირილით უყვება დაქალს:
– კარენამ ისე გამაბრაზა, ვუთხარი, შენი დანახვა აღარ მინდა-მეთქი.
– მერე, რა ქნა?
– ადგა და შუქი ჩააქრო – დენს მაინც დავზოგავო.

скачать dle 11.3