კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „გაასუხარა“ მილიციის სტაჟიორმა ნივთმტკიცებები „ტალკუჩკაზე“

ეს დაუჯერებელი ამბავი სინამდვილეში მოხდა: მილიციის კრიმინალურ განყოფილებაში, სადაც მე ვმუშაობდი, ერთი სტაჟიორი მომამაგრეს. მას პეტა ერქვა, იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და პირადად მილიციის სამმართველოს უფროსის გამოგზავნილი იყო.
პეტას პირველივე სამუშაო დღეს ქურდების მსხვილი ბანდა ავიყვანეთ და მათგან ბლომად ძვირფასეულობა ამოვიღეთ. მათ შორის იყო ბრილიანტისთვლებიანი 25 ცალი ოქროს ბეჭედიც. მე სტაჟიორს ვუხმე და ვუთხარი, რომ ბეჭდები შესაფასებლად ექსპერტთან ჩაეტანა, შემდეგ ბეჭდები  სეიფში შეენახა და ჩემთან დასკვნა ამოეტანა.
სტაჟიორი წავიდა. მაქსიმუმ ერთ საათში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ ის ორი საათის შემდეგაც არ ჩანდა. უკვე ექსპერტთან დარეკვას ვაპირებდი ამბის გასაგებად, რომ პეტაც გამოჩნდა. მან გვერდით გამიხმო და მითხრა:
– ბატონო კლაუს, უფროსს წილს თქვენ მიუტანთ თუ მე ავუტანო?
– რა წილს, ბიჭო? – ავიჩეჩე მხრები.
 სტაჟიორმა პეტამ გაკვირვებით შემომხედა, შემდეგ ფულის დასტა ამოიღო, რომელიც სამ ნაწილად ჰქონდა გაყოფილი და მითხრა:
– აი, აქ სულ 25 ათასი მანეთია. აქედან 5 ათასი ჩემია, 10-10 ათასი კი – თქვენი და სამმართველოს უფროსის... – პეტამ გამიღიმა და დაამატა: – ისე, როგორც წესია მილიციაში, ბატონო კლაუს...
უცებ ყველაფერს მივხვდი, წელში გამაცია და გავფითრდი. როდესაც ექსპერტმა პეტას ნაქურდალი ბეჭდები შეუფასა და დასკვნა მისცა, სტაჟიორმა სეიფის ადგილმდებარეობა იკითხა, ერთ-ერთი ექსპერტი კი მას ეხუმრა და უთხრა:
– ბიჭო, „სეიფი” პირობითი სიტყვაა, სინამდვილეში ეს ბეჭდები ტალკუჩკაზე უნდა წაიღო და იაფად – თითოეული ათას მანეთად მიჰყიდო ვაჭრებს. ცოტა შენთვის დაიტოვო, დარჩენილი თანხა კი შუაზე გაყო და შენს კურატორსა და სამმართველოს უფროსს გაუნაწილო...
მილიციას ისე ჰქონდა სახელი გატეხილი, რომ, როგორც ჩანს, პეტაც ფულის საკეთებლად იყო ჩვენთან მოსული, ამიტომ, ეს სიტყვები სიმართლედ მიიღო და ბეჭდები „ტალკუჩკაზე“ ებრაელებს „მიასუხარა“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ებრაელებიც „ავყარეთ“, ბეჭდებიც ჩამოვართვით მათ და არც ის 25 ათასი მანეთი დაგვიბრუნებია. პეტა კი პირველივე დღეს თვითონ მისმა პროტეჟემ დაითხოვა სამსახურიდან.
კლაუს ბილიხოძის მონათხრობის მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3