კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დამატებით შემოსავალს იღებს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია და რა ოდენობის თანხას იღებდა წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან როგორც სახელმწიფო მოხელე

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ როლანდ ახალაია 1950 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და კვალიფიკაციით იურისტია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1978 წელს დაიწყო ლანჩხუთის რაიპროკურატურაში, სადაც 1979 წლამდე მუშაობდა სტაჟიორად. 1981 წელს ზუგდიდის რაიონის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც 2001 წლამდე იმუშავა და დაწინაურდა, ჯერ – პროკურორის მოადგილედ, შემდეგ – პროკურორადაც. 2001 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გადავიდა და სამი წლის განმავლობაში გამოიცვალა შემდეგი თანამდებობები: მთავარი სამმართველოს მრჩეველი, სამმართველოს უფროსი, გენინსპექციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი. 2004 წელს საქართველოს პროკურატურაში გადაინაცვლა, კერძოდ, იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორი. 2008   წლიდან 2012-მდე კი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად დაინიშნა, ხოლო 2012 წლიდან საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია.
ბ-ნი ახალაიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, როდესაც ის ზუგდიდის რაიონის პროკურორი იყო. იმხანად ოჯახის წევრებად მიუთითებდა: მეუღლეს, ნანი გაბედავას და ორ ვაჟს, 1980 წელს დაბადებულ ბაჩანას და 1981 წელს დაბადებულ დავითს.
ახალაიების ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონება კი შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: ნანი გაბედავასა და როლანდ ახალაიას საკუთრება იყო მიწის ნაკვეთი ზუგდიდში (9 000 ლარად ღირებული) და, ასევე, საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში, 80 000 ლარად ღირებული, ხოლო ოჯახის წევრი სამივე მამაკაცი ერთობლივად, ფლობდა 10 000 ლარად ღირებულ საცხოვრებელ ბინას თბილისში.
მაშინ, როდესაც როლანდ ახალაია ზუგდიდის რაიონის პროკურორი იყო, მისი მეუღლე ზუგდიდის ნომერ პირველი გიმნაზიის პედაგოგად მუშაობდა. შესაბამისად, 1998 წელს ბ-ნი ახალაიას საპროკურორო წლიური შემოსავალი 411 ლარი იყო. ქ-ნი გაბედავას პედაგოგიური – 477 ლარი.
ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა ახალაიამ 2015 წელს შეავსო, ბუნებრივია, როგორც პარლამენტის წევრმა და ამჯერად ოჯახის წევრად მხოლოდ მეუღლე მიუთითა.
რაც შეეხება უძრავ ქონებას: ნანი გაბედავას საკუთრებაა (50-პროცენტიან წილს ფლობს) საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში, სარაჯიშვილის ქუჩაზე (ფართობი – 123 კვ.მ.) და იმავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი (ფართობი – 410 კვ.მ.). ხოლო როლანდ ახალაია და ნანი ნაბედავა ერთობლივად ფლობენ მიწის ნაკვეთს ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე (365 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთს საჯიჯაოში (ფართობი – 3 000 კვ.მ.). ავტომანქანა კი მხოლოდ დეპუტატის ცოლს ჰყავს – 2011 წლის „ტოიოტა რავ 4“. სამაგიეროდ, როლანდ ახალაიას დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად 7 000 ლარი ჰქონდა.
დასაქმებულიც მხოლოდ დეპუტატია და მისი წლიური ანაზღაურება 2014 წლის განმავლობაში 35 064 ლარი ყოფილა (რთული სათქმელია, რატომ ასე ცოტა), სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან კი მას, დამატებით, 5 000 ლარი მიუღია.
რაც შეეხება სხვა წლების შემოსავლებს: 1999 წელს როლანდ ახალაიას წლიური სახელფასო შემოსავალი 332 ლარი იყო; 2001 წელს – 2 981 ლარი; 2002 წელს – 2 791 ლარი; 2003 წელს – 2 800 ლარი; 2004 წელს – 10 000 ლარი; 2005 წელს – 35 000 ლარი და 10 200 აშშ დოლარი (გრანტის სახით); 2006 წელს – 56 500 ლარი; 2007 წელს – 77 790 ლარი; 2008 წელს – 90 860 ლარი; 2009 წელს – 93 160 ლარი; 2010 წელს – 98 810 ლარი; 2011 წელს – 94 560 ლარი; 2012 წელს – 60 390 ლარი; 2013 წელს – 36 118 ლარი.

скачать dle 11.3