კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქორწინა რესტორანში ახალგაცნობილმა წყვილმა და რატომ უყვართ „სეიდაბადი“ თბილისში

 რესტორან „სეიდაბადში“ მომხდარი ამბავი აღმოსავლური ზღაპრის სიუჟეტს ჰგავს, ერთი შეხედვით – ლეგენდას, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ჩვენ გვერდით, ძველი თბილისის გულში მომხდარი ნამდვილი ისტორიაა: რესტორნის ხშირი სტუმარი, საქართველოში დიპლომატიური მისიით მყოფი ალი ქართველი გოგონათი მოიხიბლება, რომელიც მან რესტორან „სეიდაბადში“ გაიცნო. ყველაფერი წუთებში და ელვის სისწრაფით განვითარდა: უცხოელმა დიპლომატმა, რომელიც „სეიდაბადის“ ხშირი სტუმარი იყო, იქვე სთხოვა ხელი ახალგაცნობილ გოგონას, რომელიც „სეიდაბადში“ მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. ნამდვილი „ათას ერთი ღამის“ ისტორიაა, თუმცა რეალურად  დღემდე ახსოვთ არა მხოლოდ  რესტორნის  პერსონალს, არამედ  „სეიდაბადის“ ერთგულ  კლიენტებსა და მეგობრებს.
რესტორანი „სეიდაბადი“ ძველი თბილისის სახეა, მასავით კოლორიტული, ლამაზი და სტუმართმოყვარე. ძველი თბილისის გულში, გორგასლის ქუჩაზე  მდებარე რესტორანში შესვლისთანავე თავს ძველ აღმოსავლეთში წარმოიდგენთ: ინტერიერი, გარემო, გემრიელი კერძები, ტკბილეულობა, აღმოსავლური ცეკვები და მუსიკა – ყველაფერი ეს ერთ რესტორანშია თავმოყრილი და მომხმარებელს განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს.
 ჰოდა, აღმოსავლეთი რისი აღმოსავლეთია, თუ იქ მისულ სტუმარს ნამდვილი სასახლის პრინცივით დახვედრა არ მოუწყვეს. სამზარეულო მართლაც რომ მეფურია: განსაკუთრებული გემოვნებით, შეზავებითა და აღმოსავლური დელიკატესებით გამორჩეული მენიუ. საოცარი კერძებია: საჯი – ხბოს ხორცით; შემწვარი ბოსტნეული; ლავანჯი; ჩანახი... სასმელებიდან – ცოცხალი კენკრით  მომზადებული  შერბეთი და ასე შემდეგ. გამორჩეული და მრავალფეროვანი მენიუს გარდა, რესტორანში კერძების მოსამზადებელ პროდუქტს საგულდაგულოდ, ყოველდღე იძენენ. აქ ყველაფერი ახალი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით მზადდება და სწორედ ესაცაა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ თბილისში ცნობილი და პოპულარული ძალიან ბევრი ადამიანი „სეიდაბადის“ განუყრელი მეგობარია.
 აღმოსავლეთი სიმღერის, ცეკვებისა და მოლხენის გარეშე არაფერია: აღმოსავლური ცეკვების დედოფლად აღიარებული ელენ ორიენტალი კი „სეიდაბადში“ თქვენთვის ზღაპრულად იცეკვებს – ეს უნდა ნახოთ!
დავით შენგელია (ბიზნესმენი): „სეიდაბადი“ არის თბილისში გამორჩეული რესტორანი და ადგილი, სადაც ძალიან კარგი ამბიეტეა, აბსოლუტურად შეესაბამება აზიურ განწყობას როგორც მუსიკითა და მენიუთი, ასევე შიდა დიზაინით. ყველაფერი აღმოსავლურ განწყობას უქმნის სტუმარს. განსაკუთრებით მომწონს, რომ მენიუში აღმოსავლური კერძების ფართო ასორტიმენტია, რომელიც მოიცავს აზერბაიჯანული, ირანული, ქართული და სხვა ქვეყნების სამზარეულოს განუმეორებელ კერძებს. „სეიდაბადი“ ნამდვილი აღმოსავლეთია, იქ მისვლისას სულ სხვა ემოციები და განწყობა გექმნება და ამიტომაც ვარ მისი ხშირი სტუმარი”.
ანრი ჯოხაძე (მომღერალი): „სეიდაბადი“ ეგზოტიკაა თავიდან ბოლომდე. შარშან იქ შევხვდი ახალ წელს და ეს დღე არ დამავიწყდება. საოცარი ჟრიამული გვქონდა, მენიუზე აღარაფერს ვამბობ. იმდენად გემრიელი კერძებია, რომ მზარეულისგან რეცეპტებს ვითხოვ ხოლმე. ყველა კერძის გასინჯვა მიყვარს და საოცარი აღმოსავლური ხიბლი აქვს ამ კერძებს. მუსიკა და ზღაპრული გარემო ხომ წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აღმოსავლურ ცეკვებზე ვგიჟდები. „სეიდაბადში“ ერთხელ თუ მიხვალ, მერე სულ გინდა, რომ იქ იარო!“
 თამარ ბურდული (მაღაზია „ლაგერფილდის“ დამფუძნებელი): „სეიდაბადის“ ხშირი სტუმარი ვარ. რესტორანი ამაღლებულ განწყობას მიქმნის, რადგან იქ კარგი გარემო და მომსახურების მაღალი სერვისია. ყველაზე მთავარი კი ის გახლავთ, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ამზადებენ კერძებს, რომლებიც უგემრიელესია. ყველას ვურჩევ, ეწვიოს „სეიდაბადს“, იქ ნამდვილ აღმოსავლურ სილამაზესა და სამზარეულოს მრავალფეროვნებას შეიგრძნობს.“   
გინდათ, წარმოიდგინოთ თავი ზღაპრულ აღმოსავლეთში, გასინჯოთ დაუვიწყარი კერძები და იხილოთ აღმოსავლური მასპინძლობა? – ეწვიეთ „სეიდაბადს“!                                                                                       
რესტორან „სეიდაბადის“ მისამართია: თბილისი, გორგასლის ქუჩა ¹¹1.
ტელ: 2 43-90-31
www.info-tbilisi.com/seidabadi

скачать dle 11.3