კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ მოხვდა ნინა ფოცხიშვილი „სამსუნგის” რეკლამაში და სად არ უშვებს მას მამა

16 წლის ქართველი მოდელი ნინა ფოცხიშვილი „სამსუნგის” რეკლამაში გადაიღეს. ნინა თავისი უცხო გარეგნობით მაშინვე იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. მოდელს მამა ქართველი ჰყავს, დედა კი – ჩინელი. ის, როგორც ქართულ სამოდელო ბაზარზე, ასევე უცხოეთშიც მოთხოვნადია. მისით დაინტერესებულნი არიან  სინგაპურიდან და ასევე, მილანიდან. ეს მცირე ინფორმაციაა მის შესახებ, უფრო დაწვრილებით კი, სტატიიდან შეიტყობთ.
ნინა ფოცხიშვილი: მოდის სამყაროში შემთხვევით მოვხვდი.  ჩემი ბიძაშვილის მეგობარი ფოტოგრაფია და რომ გაიგო, აზიელის გარეგონობა მქონდა, გადამიღო ფოტოები. შემდეგ, „ნატალის” სააგენტოში მივედი და იქიდან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერაც. პირველად რომ გამოვედი ჩვენებაზე, 13 წლის ვიყავი. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არც სიარული ვიცოდი და არც არაფერი.  როგორ გავიარე ქასთინგზე და რატომ ამარჩიეს, არ ვიცი. ქუსლებზე საერთოდ ვერ დავდიოდი (იცინის). საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– „სამსუნგის” რეკლამაში როგორ მოხვდი?
– ზუსტად 2 თვის წინ  წავედი ჰონკონგში. თუმცა, საერთოდ ვერ ვიმუშავე, ალბათ იმიტომ, რომ აზიელის გარეგონობა მაქვს. იქ ისედაც ბევრი აზიელი გოგონაა. ვიდრე რეკლამაში გადამიღებდნენ, გადაწყვეტილი მქონდა, მეორე დღეს  საქართველოში დავბრუნებულიყავი, რადგან იქ მაინც ვერაფერს ვაკეთებდი. ამის შესახებ ჩემი სააგენტოს ბუქერსაც ვესაუბრე. დილით გამაღვიძა ტელეფონის ზარმა. ბუქერი მირეკავს და მეუბნება გაგიჟებული: სამუშაო გამოჩნდა, შანხაიში მიდიხარ, „სამსუნგის” რეკლამაში გიღებენო.  ცოტა გული დამწყდა, თბილისში რომ ვერ ვბრუნდებოდი, მაგრამ რა უნდა მექნა. იმ საღამოსვე გავფრინდი შანხაიში. ორ დღეში გადავიღეთ კლიპი. ეს იყო ძალიან რთული სამუშაო. თითქმის 24-საათიანი სამუშაო გრაფიკი მქონდა, დღის განმავლობაში მხოლოდ 3-4 საათი თუ მეძინა. დილით 4-ზე ვდგებოდი, ვბანაობდი, მაკიაჟს მიკეთებდენენ და მაშინვე იწყებოდა გადაღება. კადრები ბუნებაშია გადაღებული, დღის შუქი სჭირდებოდათ და ამიტომ დილიდანვე სამუშაო პროცესში ვიყავით ჩართულები.
– როგორ აგარჩიეს?
– ჩვეულებრივად, როგორც ხდება ხოლმე.  იქ ვიდეოთი ირჩევენ სასურველ კანდიდატს. ჰონკონგში რომ ჩავედი, ვიდეო გადამიღეს, რომელიც მათ უნახავთ. როგორც შემდეგ გავიგე, თურმე, ჩემში განსაკუთრებით მოსწონებიათ სიცილი. ზოგადად, აზიაში ძალიან მოსწონთ, როცა გოგონა იღიმის. ქუჩაში ნებისმიერ პოსტერს რომ შეხედოთ, სულ გაღიმებული სახეები აქვთ მოდელებს. საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან კარგი გამოვიდა. სიმართლე გითხართ, ეს ამბავი თუ გაშუქდებოდა და ასეთი მნიშვნელოვანი იქნებოდა, არც მეგონა.
– როგორი იყო ჰონკონგში გატარებული დღეები? საკუთარი სურვილით წახვედი, თუ მათი დაინტერესება იყო?
– ჰონკონგში ჩემი სურვილით წავედი. მამამ და მე გადავწყვიტეთ, რომ უცხოეთშიც მეცადა ბედი. ძალიან მინდოდა, საზღვრებს გარეთაც გავსულიყავი. ამიტომ ავირჩიეთ ჰონკონგი. ადრე ვერ მივდივოდი. იმიტომ რომ, პასპორტს არ მიკეთებდნენ. დედა უცხოეთში ცხოვრობს და მისი ხელმოწერა იყო საჭირო. ეს პრობლემა რომ მოგვარდა, სააგენტოში ვთქვი, პასპორტი მაქვს-მეთქი. ნინო ცქიტიშვილმა იმ დღესვე დაიწყო მუშაობა ჩემს უცხოეთში წასვლაზე. ასე გავემგზავრე.  თავიდან ძალიან მეშინოდა, მარტო რომ მივდიოდი. იმის განცდა არ მქონია, რომ თავს ვერ მოვუვლიდი, საჭმელს ვერ გავიკეთებდი ან რაიმე მსგავსი. პირიქით, პატარაობიდანვე თვითონ ვზრუნავ საკუთარ თავზე, უბრალოდ, რაღაცის შიში მქონდა. თუმცა, ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდა, ისე, რომ არც მოველოდი.  სახლში ვცხოვრობდით ექვსი გოგო, ძალიან კარგი გოგონები შემხვდა – მხიარულები და საყვარლები. ჰონკონგში  ერთადერთი ცუდი ის იყო, რომ ძალიან ძვირი ქალაქია და ცივი ხალხი ცხოვრობს – უფრო ისეთი, საკუთარ თავზე ორიენტირებულები რომ არიან.  ჩემთვის ეს უცხო იყო, ალბათ, იმიტომ რომ, ქართველი ვარ და მსგავსი რამ ჩვენთან არ ხდება.
– ქართველს არ ჰგავხარ. მშობლებზე გვიამბე...
– დედა ჩინელი მყავს და მამა – ქართველი. მშობლები გაშორებულები არიან. დედა ამერიკაში ცხოვრობს, ამიტომ მასთან ხშირი შეხება არ მაქვს. მყავს პატარა და, ნახევარ დებიან-ძმებიანად, სულ ექვსნი ვართ. ბავშვობიდან საქართველოში ვიზრდები. სამი თვის წინ, დედა იყო ჩამოსული და ვნახე. 
– ალბათ, ბევრს ჩინელიც ჰგონიხარ. რა რეაქცია გაქვს ხოლმე?
– ბევრს კი არა და ვინც არ მიცნობს, ყველას ჩინელი ვგონივარ. სულ მეკითხებიან: შენ ქართველი ხარ? ახლა უკვე შევეჩვიე ამ ყოველივეს, მაგრამ პატარა რომ ვიყავი, ძალიან ცუდი რეაქცია მქონდა – მწყინდა და ვბრაზდებოდი. ცუდი ემოცია მოდიოდა ხოლმე, ჩინელს რომ მეძახდნენ (იცინის).
– დედასთან არ აპირებ, ამერიკაში წასვლას?
– ჯერჯერობით, არა. ბევრი საქმე მაქვს. უპირველეს ყოვლისა, გამოცდები უნდა ჩავაბარო. თუ, ნიუ-იორკში წავალ, აუცილებლად ვნახავ, მაგრამ ისე, რომ მასთან ჩავიდე, არა.
– მამას უნდოდა, რომ მოდელი ყოფილიყავი?
– ოჯახის წევრები დადებითად შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. მამა ყველაფერში მეხმარება. სავარჯიშოდ ერთად დავდივართ, დიეტაზე როცა ვარ, მაკონტროლებს (იცინის). კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, მეგობრები უფრო ვართ, ვიდრე მამა-შვილი. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება, გვქონდეს, ეს არის ის, რომ გვიან არ წავიდე გადაღებაზე. მაინც 16 წლის ვარ და ღამე არ მიშვებს გადაღებებზე. თუ რაიმე აუცილებლობაა, მაშინ თვითონ რეკავს და რომ რწმუნდება, ნამდვილად გადაღებაზე მივდივარ, მერე მიშვებს (იცინის). არასოდეს მქონია მასთან პრობლემა ჩაცმაზე, ან რაიმე მსგავს დეტალზე.
– სკოლაში პოპულარული გოგო იქნები?
– არა, ძალიან ჩვეულებრივი გოგო ვარ. სულ კაპიშონით და სპორტულად დავდვარ. კერძო სკოლა „ხიხანში” ვსწავლობ. მეც ისეთივე ჩვეულებრივი ბავშვი ვარ, როგორიც დანარჩენი ჩემი სკოლელები.  პოპულარული უფრო პატარაობაში ვიყავი.
– შეყვარებული გყავს? ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება...
– პირად ურთიერთობაში არაფერი ხდება, არც თაყვანისმცემლები მყავს დიდად. წარსულშიც არაფერი ყოფილა სერიოზული. თუმცა, არის ხალხი, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩემით. 
– ეგ დაინტერესებული ხალხი სიურპრიზებს არ გიკეთებს ხოლმე?
 – არა. ჩვეულებრივად, ყვავილებს, სუნამოებს, სამკაულებს და მსგავს რაღაცეებს მჩუქნიან. 
– უხერხული მომენტი თუ გქონია პოდიუმზე?
– კი, თან რამდენჯერმე (იცინის). ერთ-ერთ ჩვენებაზე ფეხზე გვეცვა ძალიან მაღალი, ოთხ რკინაზე ფეხსაცმელები. მე მაქვს მაღალი ტერფი და ფეხსაცმელი თუ მჭიდროდ არ მაქვს,  მძვრება. მოკლედ, გამოვედი ამ ჩვენებაზე და ლამის თავით დავასკდი იატაკს (იცინის). ძალიან ვინერვიულე ამ ფაქტზე.  შარშან იყო შოუ-რუმი. ეს ისეთი რაღაცაა, სერიოზული სახე უნდა გქონდეს სულ, არ უნდა გაიღიმო. ჩემი მეგობრები იდგნენ გარეთ და მეჭყანებოდნენ, იმდენი ვიცინე იქ, ორგანიზატორი გადავრიე, თან ჩემი განწყობა სხვა მოდელებსაც გადავდე (იცინის). კარგი საყვედური მივიღე ამის გამო.  
– სამომავლოდ რას აპირებ?
– მილანიდან და სინგაპურიდან არის დაინტერესება, მათ უნდა გავუგზავნო ვიდეოები. თუ სინგაპურში წავედი, მერე მილანშიც გადავალ. ჯერ მე-11 კლასში ვარ და საატესტატო გამოცდები მაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბარო. მეთორმეტეში ვიდრე გადავალ, ნიუ-იორკშიც მინდა წასვლა და ვნახოთ, რა იქნება.  მინდა, სწავლაც გავაგრძელო, მაგრამ თუ სამოდელო კარიერა კარგად ამეწყო, მაშინ ცოტა მოგვიანებით ჩავაბარებ უნივერსიტეტში.

скачать dle 11.3