კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შექმნა თბილისში ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფამ“ ყველაზე კომფორტული ამბულატორიული კლინიკა მთელი ოჯახისთვის

თანამედროვე ადამიანისთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება ჯანმრთელობაზე ზრუნვა. პაციენტზე სრულიად ორიენტირებულია ჰოსპიტალური ქსელი „მედალფას“ ახალი ამბულატორიული კლინიკა, რომელმაც ქალაქის ცენტრში, ინფექციური საავადმყოფოს ეზოში დაიდო ბინა. „მედალფა“ არის კლინიკა, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ ადამიანსაც კი კმაყოფილს დატოვებს, რადგან აქ პრიორიტეტი პაციენტი და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

 კახი მუხიგულაშვილი (ჰოსპიტალური ქსელის, „მედალფას“ გენერალური დირექტორი): ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ ამ ეტაპისთვის აერთიანებს ოთხ სამედიცინო ცენტრ-ჰოსპიტალს რეგიონებში და ერთ ამბულატორიულ ცენტრს თბილისში. ზოგადად, ამბულატორიულ სერვისზე დიდი მოთხოვნილებაა და ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი. მოგეხსენებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახადა ამბულატორიული სერვისი მოთხოვნადი.
– დაგეთანხმებით, რომ კარგი, სანდო და პაციენტზე ორიენტირებული ამბულატორიული კლინიკა თბილისში ბევრი არ არის.
– სწორედ ეს გავითვალისწინეთ ჩვენც, როცა გადავწყვიტეთ „მედალფას“ ამბულატორიული ცენტრის გახსნა. პაციენტს რიგში საათობით დგომა არ უნდა უწევდეს და არ უნდა შეექმნას დისკომფორტი. საბურთალოს რაიონი საკმაოდ მჭიდროდაა დასახლებული და შესაბამისად, მომართვიანობაც ექიმთან თუ სხვა სამედიცინო კვლევებზე, მაღალია. რა სურს მიიღოს თანამედროვე ადამიანმა ამბულატორიულ კლინიკაში – მომსახურების მაღალი ხარისხი, ზუსტი და კვალიფიციური კვლევები, პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში უნდა იყოს განთავსებული მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში. ჩვენი გუნდი ყველანაირად შეეცადა, „მედალფას“ ამბულატორიული ცენტრი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და სასურველი ყოფილიყო. ჩვენ ერთ სივრცეში გავაერთიანეთ ყველა სამედიცინო სერვისი მთელი ოჯახისთვის. ეს არის თანამედროვეობის გამოწვევა და „მედალფა“ მთლიანად პასუხობს მას. ამ ცენტრში მისულ ნებისმიერი ასაკის პაციენტს დახვდება ყველა სპეციალისტი და ყველანაირი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების ხელმისაწვდომობა, ანალიზების სრული სპექტრის ჩათვლით.
– რაც შეეხება „მედალფას“ ქსელის მაღალ სანდოობას, რამ განაპირობა ეს?
– „მედალფას“ ჰოსპიტალურმა ცენტრმა ფუნქციონირება რეგიონებში 2011 წლიდან დაიწყო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მალე მოიპოვა პაციენტთა ნდობა. ამას მოწმობს მზარდი მოთხოვნა ჩვენს სამედიცინო სერვისზე. მოსახლეობა კმაყოფილია და ადგილზე იღებს ყველა საჭირო მომსახურებას. რაც შეეხება თბილისში გახსნილი „მედალფას“ ამბულატორიულ ცენტრს – ამ შემთხვევაშიც, ნდობის ფაქტორი საკმაოდ მაღალია. ყოველდღიურად ხედავენ პაციენტები, როგორ ზრუნავს თითოეულ მათგანზე მთელი პერსონალი. ხარისხს განაპირობებს ის აპარატურაც, რომლითაც აღიჭურვა ცენტრი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამბულატორიულ ცენტრში წარმოდგენილია მხოლოდ ულტრათანამედროვე, 2015 წლის მსოფლიო ბრენდების წარმოებული აპარატურა. სათანადოდ მომზადებულ და საგანგებოდ გადამზადებულ სპეციალისტებთან ერთად, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ცდომილება დიაგნოზის დასმისას. ხშირ შემთხვევაში კი, საერთოდ გამორიცხავს მას.
ქეთავან ჩახნაშვილი (კლინიკა „მედალფას“ მენეჯერი): რა სერვისებიც შეიძლება მოიცვას პირველადმა ჯანდაცვამ, აბსოლუტურად ყველაა წარმოდგენილი „მედალფაში“. ანუ, პაციენტს შეუძლია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემით მოგვმართოს და მიიღოს კვალიფიციური მომსახურება. არა მხოლოდ ოჯახის ექიმის, არამედ სხვა ნებისმიერი ექიმი-სპეციალისტის კონსულტაციის ჩათვლით. ვემსახურებით ყველას, როგორც საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართულ დაზღვეულებს, ასევე სხვა სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულ და დაუზღვეველ პაციენტებსაც. ამას გარდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადმოპორტირდეს ჩვენს კლინიკაში და ამას დასჭირდება მინიმალური დრო. მთავარია, ხელთ ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. თუ არასოდეს გისარგებლიათ ამ პროგრამით, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, იმ ამბულატორიული კლინიკიდან მოიხსნათ, სადაც ხართ დარეგისტრირებული და მოხვიდეთ ჩვენთან.
– თანაც, მოვიდეთ მთელი ოჯახით...
– დიახ, ჩვენ ვიზრუნეთ ამაზე. „მედალფა“ ემსახურება ნებისმიერი ასაკის პაციენტს – როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს. გვაქვს ძალიან კარგი პედიატრიული სამსახური და იმუნიზაციის კაბინეტი. სტომატოლოგიური კაბინეტიც ემსახურება ნებისმიერი ასაკის პაციენტს. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სტომატოლოგიური სამსახური გვაქვს. ასევე, გვყავს გასტროენტეროლოგი, თავისი გასტროსკოპიით და შესაბამისი კვლევებით. ბავშვთა ნერვოპათოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, რევმატოლოგი, ანგიოლოგი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კვალიფიციური რეპროდუქტოლოგი გვყავს.  „მედალფას“ გინეკოლოგიურ კაბინეტში ძალიან მაღალ დონეზე კეთდება ინსემინაციაც და წარმატებით ვმუშაობთ უშვილო წყვილებთან.  ჩართულები ვართ ორსულთა მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში, ასევე გვყავს ენდოკრინოლოგი და გავერთიანდით დიაბეტის სახელმწიფო პროგრამაში. შესაბამისად, ყველა რესურსი გვაქვს, რომ შევძლოთ ინსულინდამოკიდებული პაციენტების პატრონაჟი.
მაღალ დონეზეა აღჭურვილი ოფთალმოლოგიური კაბინეტი. მასში წარმოდგენილია თვალის დიაგნოსტიკისთვის საჭირო უახლოესი აპარატურა. ფუნქციონირებს რენტგენის კაბინეტი – ციფრული აპარატით. ექოსკოპია, დოპლეროგრაფია, კარდიოექოსკოპია და ჰოლტერის 24-საათიანი მონიტორინგი ასევე ყველაზე თანამედროვე აპარატურით ხორციელდება. ვამაყობთ ჩვენი ლაბორატორიით, სადაც ყველა სახის ანალიზის ჩატარებაა შესაძლებელი და, ფაქტობრივად, დიაგნოსტიკური მიმართულებით საკმაოდ ძლიერები ვართ. უროლოგიური კაბინეტიც სრული დატვირთვით მუშაობს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან სერიოზულად კონტროლდება. „მედალფა“ საშუალებას აძლევს საშუალო შეძლების მქონე პაციენტებს, მიიღონ ევროპული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ფასები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია.
ცხელი ხაზი: 250 00 16.
მის.: ყაზბეგის ¹16.

скачать dle 11.3