კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გვირილა“ დაჯილდოვდა ოლიმპიადის სიგელით

კლუბმა „ქალაქურმა“ უმასპინძლა ფილმის პრეზენტაციას, რომელიც ანსამბლმა „გვირილამ“ ბულგარეთში გადაიღო. ფილმში მონაწილეობას იღებდა ანსამბლი „ხარება“ გურჯაანიდან  და მომღერალი ტატო გოდერძიშვილი. საღამოზე დიპლომი გადაეცა „საოჯახო ქვევრის“ ღვინის მწარმოებელს, ბატონ ზურაბ ბეროზაშვილს, რომელმაც ბულგარეთში აიღო უმაღლესი ჯილდო.
ღონისძიება გაიხსნა ანსამბლ „გვირილას“ დაჯილდოებით. „გვირილა“ დაჯილდოვდა,  როგორც  თბილისი „2015-ის ახალგაზრდული ოლიმპიადის” საპატიო მონაწილე. დიპლომი ანსამბლს გადასცა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა ბატონმა დავით ოქიტაშვილმა.
საღამოზე საპატიო ნომინაციები საზეიმო  ვითარებაში გადასცა ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატიის“ პრეზიდენტმა,  ქალბატონმა ნინო ანდრონიკაშვილმა. ამგვარად დაჯილდოვნენ: მუსიკოსი ქალბატონი მანანა ჩიქოვანი-ათანელი, ქალბატონი თამარ ნადირაძე, ქალბატონი  ია შოთაძე. როგორც ხელოვნების დიდ ქომაგს კი, ქალბატონ ერნა წიფურიას გადაეცა ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის საპატიო  ჯილდო „ესტა“, რომელიც „ოსკარის“ ანალოგია. ჯილდო ქალბატონ ერნას ასოციაციის პრეზიდენტმა ქალბატონმა ევა ბაბალაშვილმა გადასცა.
საღამოს ესწრებოდა უამრავი სტუმარი, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი ბატონი დავით ოქიტაშვილი, მსოფლიო ბარიტონი ლადო ათანელი, მუსიკოსი მანანა ჩიქოვანი-ათანელი, ლეგენდარული კომენტატორი ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე ბატონი გოგი ფაცაცია, გივი სიხარულიძე, ომარ მხეიძე, რეჟისორი გოჩა კაპანაძე, ბორის ბედია, თამარ ნადირაძე, ია შოთაძე, რუსა ბარამიძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი  ვანო ბერიძიშვილი, დალი თუშიშვილი, ნონა თოდუა.
ღონისძიებას უძღვებოდა „ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის“ პრეზიდენტი, ქალბატონი ევა ბაბალაშვილი და პროექტის ავტორი ნინო ჩიხლაძე.
ერნა წიფურია (სტუდია „გვირილას“ ხელმძღვანელი): ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ პატარებს ჰყავს ამდენი თანამდგომი. მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანიებს: „კულას“„ზედაზენს“, „ორიფლეიმს“, „საფილოსა“ და „მარიგოლდს“ ჩვენი ბავშვების თანადგომისთვის. 
ლადო ათანელი (მომღერალი): მე არაერთხელ ვიმყოფებოდი „გვირილას” კონცერტებზე. საოცარი ბავშვები არიან და რასაკვირველია, მათ უნდა გავუღვივოთ სიყვარული კლასიკისადმი. 
ნინო ჩიხლაძე (პროექტის ავტორი): კარგი ნათქვამია: სიკეთე ის ღირებულებაა, რომელიც ადამიანმა შეიძლება, დაისახოს როგორც საკუთარი ცხოვრების თვითმიზანი. წარმატებები გვირილებს!

скачать dle 11.3