კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რით არის გამორჩეული „ახალი ქართული სკოლა“ და რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი მასზე

„ახალი ქართული სკოლა“  – ეს ის ადგილია, სადაც თქვენი შვილები სასურველ ცოდნას მიიღებენ და დროის უმეტესი ნაწილი, რომელსაც სკოლაში გაატარებენ, სწორედ მათ განათლებას უზრუნველყოფს. უფრო დეტალურად კი სკოლის დირექტორს, ქალბატონ მადონა ლანჩავას გავესაუბრეთ, რომლისგანაც ბევრი საინტერესო ფაქტი შევიტყვეთ.
– როდის დაარსდა „ახალი ქართული სკოლა“ და რამდენ საფეხურს მოიცავს ის?
– ახალი ქართული სკოლა 2011 წელს გაიხსნა. ახალა ჩვენთან მეხუთე კლასის ჩათვლით სწავლობენ ბავშვები. მომავალ წელს ვგეგმავთ საფეხურების დამატებას და  მე-12 კლასის ჩათვლით გვექნება კლასები.
– რამდენი ბავშვი სწავლობს თქვენს სკოლაში?
- რაც შეეხება წლევანდელ წელს, დაწყებითი კლასის საფეხურზე და მოსამზადებელ ჯგუფში 115 ბავშვი გვყავს.
– თითქმის ყველა კერძო სკოლას სწავლების განსხვავებული მეთოდი აქვს. თქვენთან როგორია?
– სავალდებულო ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად, სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ დამატებით სასწავლო პროგრამას გადიან. ისინი შეისწავლიან ქართულ ცეკვას, ქართულ ხალხურ სიმღერებსა, ჭადრაკსა და მეტყველების კულტურას.
ინგლისურ ენასთან ერთად „ახალი ქართული სკოლის” მოსწავლეები პირველივე კლასიდან სწავლობენ რუსულ ენას.  უცხო ენებს ჩვენ მეტ ყურადღებასა და საათებს ვუთმობთ.
მოსწავლეებს კომფორტულ სასწავლო გარემოსა და  საინტერესო სასკოლო ცხოვრებას ვთავაზობთ. ჩვენი მიზანია, მოსწავლისთვის სწავლა  სასიამოვნო გავხადოთ. ასევე, ბავშვები დღის განმავლობაში ორჯერადი კვებით არიან უზრუნველყოფილნი. საშინაო დავალების 80 პროცენტს ბავშვები სკოლაშივე ამზადებენ.
– ჭადრაკი უკვე სავალდებულო ხდება ყველა სკოლაში და სასწავლო პროგრამაში შედის.
– დიახ, სამინისტრომ სავალდებულო გახადა უკვე ჭადრაკის შესწავლა საჯარო სკოლებში. ჩვენს სკოლაში მისი გახსნისთანავე ისწავლება. მიგვაჩნია, რომ ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის ჭადრაკი ყველაზე კარგი თამაშია. შიდა სასკოლო ტურებს ხშირად ვაწყობთ, რამდენიმე ჩვენი მოსწავლე საქალაქო ტურზეც გავიდა და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. წელს მოსამზადებელ ჯგუფშიც დავამატეთ ეს საგანი.
– დროის რა ნაწილს ატარებენ ბავშვები სკოლაში?
– ბავშვები სკოლაში 9 საათდან 5 საათამდე არიან.
– სავალდებულოა 5 საათამდე ბავშვის სკოლაში დარჩენა?
– დიახ. რჩებიან და დავალების 80 პროცენტს  აქ ამზადებენ. თუ მშობელს სურვილი აქვს, შეუძლია, ბავშვი  სამი საათის შემდეგ გაიყვანოს.
– რამდენი ბავშვი ზის კლასში?
– ძირითადად, კლასში 15 ბავშვი მეცადინეობს. ერთი კლასი გვყავს, რომელშიც 19 ბავშვია და მასაც ქართულის, მათემატიკის, ინგლისურისა და რუსულის გაკვეთილებზე ვყოფთ, რათა სწავლების ხარისხი მაღალი იყოს და ბავშვები არ დაზარალდნენ.
– მხოლოდ ორი უცხო ენა ისწავლება თქვენს სკოლაში?
– ჯერჯერობით, კი. ზედა კლასებში გერმანული ენის დამატებას ვგეგმავთ.
– რა მისამართზე მდებარეობს თქვენი სკოლა?
– ჩვენი სკოლა საბურთალოზეა, ალექსანდრე ყაზბეგის ¹47-ში.
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 551 633-000.
ვებ-გვერდი: Mozardebi 2@mail.ru

скачать dle 11.3