კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ შევთხოვო უფალს, რომ ჩემი სანუკვარი სურვილი ამისრულოს?
პასუხი: ასეთ დროს მნიშვნელოვანია, თუ რა სურვილები გვაქვთ. ხშირად ჩვენი სურვილები ჩვენი ცხონების საწინააღმდეგოა, რადგან უფალს ისეთ რამეს ვთხოვთ, რაც ჩვენს სულს სარგებლობას არ მოუტანს. ხოლო, თუ ჩვენი თხოვნა სათნოა უფლისთვის, უნდა ვთხოვოთ მთელი გულით და უფალი შეგვეწევა.
კითხვა: ჩემმა წინაპარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამაზე ბევრს ვფიქრობ და მაწუხებს. გადადის თუ არა ეს ცოდვა შთამომავლობაზე?
პასუხი: წინაპრის ცოდვა, თუნდაც ისეთი მძიმე, როგორიც თვითმკვლელობაა, შთამომავლობაზე არ გადადის. მაგრამ, თქვენი სულის ცხონებისთვის იცხოვრეთ ქრისტიანულად. ილოცეთ, იმარხულეთ, ეზიარეთ და აკეთეთ ბევრი სიკეთე.
კითხვა: როგორ უნდა მივიღო საქებარი სიტყვები, რომლებიც ჩემთვის გამოიმეტეს?
პასუხი: წმინდა მამათა გადმოცემით: როდესაც გაქებენ, გაიხსენეთ თქვენი ნაკლოვანებები, რათა არ ჩავარდეთ ხიბლში.
კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვების საძინებელ ოთახში მოვაწყოთ ხატების კუთხე?
პასუხი: ეს აუცილებელიც კია. მართლმადიდებლურ ოჯახებში წინათ არსებობდა ტრადიცია – ბავშვის საწოლის თავზე მისი მფარველი წმინდანის ხატი ეკიდა. პატარებს სულ მცირე ასაკიდან აჩვევდნენ ხატთან დამოკიდებულებას, მასთან მოწიწებით მიახლოებას, მთხვევას და ლოცვას.

скачать dle 11.3