კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

შრომისმოყვარეობის შესახებ
სინას მთაზე ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვართან, სილოვანესთან, ვინმე ბერი ლოცვა-კურთხევის მისაღებად მივიდა და როდესაც დაინახა, რომ იმ მონასტრის ბერები შრომობდნენ, მიმართა:
– ნუ შრომობთ დამღუპველი საჭმლისთვის, მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩია.
ამის გამგონე წინამძღვარმა ეკონომოსს უბრძანა:
– სტუმარს ცალკე ოთახი მიეცი და იქ დატოვე.
ეკონომოსმა წინამძღვრის ბრძანება შეასრულა. მცირე ხნის შემდეგ მუშაობით დაღლილი ბერები სადილად დასხდნენ, სტუმარი ბერი კი თავისი ოთახის სარკმლიდან გასცქეროდა მათ პურობას და მიპატიჟებას ელოდა, მაგრამ მამებმა სადილი ისე დაასრულეს, სტუმარს არც კი შესიტყვებიან.
როდესაც შიმშილმა კარგად შეაწუხა, სტუმარი წინამძღვართან მივიდა და ჰკითხა:
– დღეს ბერებმა ჭამეს რამე?
– ჭამეს, – მიუგო წინამძღვარმა.
– კი მაგრამ, მე რატომ არ შემატყობინეს? – იკითხა სტუმარმა ბერმა.
– შენ სულიერებასა შინა მყოფი კაცი ხარ და საზრდო არ გესაჭიროება, ჩვენ კი ხორცში მყოფნი ვართ და გვინდა ჭამა, ამიტომაც ვშრომობთ კიდეც. შენ კი კეთილი ნაყოფი გამოირჩიე: იკითხე წიგნები და ისაზრდოვე სულიერი საზრდელით.
სტუმარი წინამძღვრის წინაშე მუხლებზე დაეცა და შენდობა ითხოვა. სილოვანემ დაჩოქილი სტუმარი ფეხზე წამოაყენა და უთხრა:
– ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო! როგორც გსურს, საქმეს იმ მხრიდან შეხედე, მაგრამ შრომა კი ყოველთვის სასარგებლო და საჭიროა. მარიამმაც თავისი დის – მართას გამო დაიმსახურა მაცხოვრისგან ქება. უქმად ყოფნა ხშირად ბიწიერების მიზეზი ხდება, ვინაიდან უქმად მყოფი კაცი ცუდ გულისთქმასა და საქმეებს მიეცემა, რომელნიც მას დაღუპვის კარამდე მიიყვანს.

პატრიარქს ანგელოზები გამოეცხადნენ
კონსტანტინეპოლის პატრიარქი კირილე მეხუთე (1747-1757) თურქებმა და ზოგიერთმა თვითნება მღვდელმთავარმა შეავიწროეს. მან საპატრიარქო ტახტი დატოვა და 1757 წელს ათონის წმინდა მთისკენ გაემართა, სადაც უბრალო ბერის სახით, წმინდა ანას სკიტის წმინდა მოციქულთა კალივში მოღვაწეობდა.
ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, პატრიარქი სხვა ბერებთან ერთად, მოთმინებით ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, სადაც ზეთისხილის ბაღი ზღვის ნაპირას მდებარეობდა. მოსაგრეს ყოველდღიურად დიდი მანძილის გავლა უხდებოდა, თან მძიმე თოხი და ფოცხი მიჰქონდა. სკიტის მამებს შეებრალათ ბერი და სახედარი მისცეს, რითაც მისი შრომა მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს.
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს სამუშაოს დამთავრების შემდეგ პატრიარქი თავისი სახედრით კალივში ბრუნდებოდა. უეცრად გზის ყველაზე ძნელ მონაკვეთზე ორი ნათლით მოსილი ახალგაზრდა დაინახა, რომლებიც ვიწრო ბილიკზე ამავალ ბერებს ოფლს სწმენდნენ. როდესაც ბერი მათ მიუახლოვდა, ახალგაზრდებმა მის სახედარს მოსწმინდეს ოფლი. ბერს ეწყინა. „საოცარია! გაიფიქრა მან, – ცხოველს მოსწმინდეს ოფლი, მე კი – არა. ნუთუ მე მასზე უარესი ვარ?“ ასკეტმა ვერც კი მოასწრო ამის გაფიქრება, რომ ნათლით შემოსილებმა უპასუხეს:
– ჩვენ იმიტომ არ მოგწმინდეთ სახე, რომ შენ კი არ დაღლილხარ, არამედ სახედარი.
ამის შემდეგ პატრიარქმა უარი თქვა ცხოველის სამსახურზე. იმისთვის, რომ ღირსეულად მიეღო ჯილდო თავისი შრომისთვის, მან სხვა მამებივით თვითონ დაიწყო თოხის ტარება. პატრიარქი კირილე 1775 წელს გარდაიცვალა ისე, რომ თავისი აღსასრულის დღე იწინასწარმეტყველა. სიცოცხლის უკანასკნელ დღეს სიხარულით გაბრწყინებული ბერი წმიდანებისა და ანგელოზების ხილვის ღირსი გახდა.

скачать dle 11.3