კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმი პროდუქტები – პლუსები და მინუსები

თუ პროდუქტებს თერმულად არ დავამუშავებთ, ის შეინარჩუნებს თავის კვებით ღირებულებას და სიცოცხლის გახანგრძლივების პირობასაც მოგვცემს. მაგრამ, დიეტოლოგები პროდუქტების ამ სახით მიღებას ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ.
ლოგიკურად მართლაც ასეა: უმ ხილსა და ბოსტნეულში მეტი ვიტამინია, ვიდრე მოხარშულსა და შემწვარში. მართალია, მათი დეფიციტის ანაზღაურება საკვები დანამატებით შეიძლება, მაგრამ ორგანიზმი მათ გაცილებით უფრო ძნელად ითვისებს. გარდა ამისა, ტაბლეტებს სხვა მინუსებიც აქვს: სამედიცინო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, მათ, ვისაც შთამომავლობითი მიდრეკილება აქვთ სიმსივნეების მიმართ, A და E ვიტამინების დამატებით მიღება 10-30 პროცენტით უზრდის ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს.
თერმული დამუშავების დროს საკვებში წარმოიშობა არცთუ სასარგებლო ქიმიური ნაერთები, მაგალითად, კანცეროგენები – შებოლვის, შეწვის ან მოხრაკვის დროს. თუმცა, გამოცხობა და მოშუშვა ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად უსაფრთხოა.
უმი ხილი და ბოსტნეული აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ხელს უწყობს ცხიმების წვას, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და ზედმეტი სითხისგან და, შესაბამისად, ადამიანიც  ჯანმრთელი ხდება. უმი ხილ-ბოსტნეულით კვებისას გამორიცხულია ნაჯერი ცხიმები და კანცეროგენები; ამიტომ, ის კურნავს ჰიპერტონიასა და თირკმელების ზოგიერთ დაავადებას.
მათ, ვინც იკვებება ვეგეტარიანულად და ჭამს უმ პროდუქტებს, გაცილებით იშვიათად ემართებათ კატარაქტა.
დაბალკალორიული უმი მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით, რომელსაც ორგანიზმი ნელა ინელებს, მაგრამ ის სწრაფად იწვევს დანაყრების შეგრძნებას. გარდა ამისა, უმარილო და უსანელებლო საკვები თავისთავად წყვეტს ზედმეტი ჭამის პრობლემას. ყველაფერ ამასთან ერთად, უმი პროდუქტი იწვევს ენერგიის მომატებას (ეიფორიის ეფექტი). იგივე ხდება შიმშილობის რაღაც ეტაპზე, რაც იხსნება ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის თავისებურებით, რომელიც გამოწვეულია კვების მკაცრ რეჟიმზე გადასვლით.
თერმულად დაუმუშავებელი და უჯრედისით მდიდარი პროდუქტები ახდენს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და, საერთოდაც, კარგად წმენდს სისხლძარღვებს. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს პექტინები და უჯრედისი, რომლებიც დიდი რაოდენობით მოიპოვება უმ ხილსა და ბოსტნეულში. გარდა ამისა, ხილში დიდი რაოდენობით შედის C ვიტამინი, რომელიც თავისთავად გამოდევნის ორგანიზმიდან ქოლესტერინს, პექტინებთან ურთიერთობისას კი ამას 2-ჯერ სწრაფად აკეთებს. მეცნიერები გვირჩევენ, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და წონაში გეგმაზომიერი დაკლების მიზნით, მიირთვათ დღეში მინიმუმ 400 გრამი, ანუ 5 ულუფა ხილი და ბოსტნეული. კვლევის თანახმად, ეს 15 პროცენტით დაბლა სწევს ცუდი ქოლესტერინის დონეს.
ზემოთქმულის მიუხედავად, უმი ბოსტნეულის მიღება იწვევს უკუჩვენებას ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში. ამიტომ, სანამ ამ სახის დიეტის დაცვას დაიწყებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
ასეთი დიეტა, თუ მას მკაცრად და ხანგრძლივად იცავთ, იწვევს ამენორეას (მენსტრუაციის ხანგრძლივი პაუზა), ოსტეოპოროზს (რაც კალციუმის ნაკლებობის გამო ხდება) და ცილების დეფიციტს.
ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი გაცილებით უფრო სასარგებლოა თერმული დამუშავების შემდეგ; მაგალითად, ლიკოპინის რაოდენობა (უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელიც ახდენს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას) პომიდორში რამდენჯერმე იმატებს, მისი სწრაფი მოთუთქვის ან გამოცხობის შედეგად.
მეორე ანტიოქსიდანტი – ბეტაკაროტინი – უკეთ აითვისება, თუ სტაფილოს შეწვავთ, გამოაცხობთ ან მოშუშავთ 1 სადილის კოვზ კარაქთან ან ზეთთან ერთად.
უმი ხილისა და ბოსტნეულის დიდხანს ღეჭვა ძალიან სასარგებლოა კბილებისა და ღრძილებისთვის, მაგრამ მათში არსებული მჟავები უარყოფითად მოქმედებს კბილების მინანქარზე.
მხოლოდ უმი ხილ-ბოსტნეულის ჭამა კატეგორიულად არ შეიძლება ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან ზრდის პერიოდში ორგანიზმისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება. ამავე მიზეზის გამო ეკრძალებათ ასეთი დიეტა ორსულ ქალებს.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოგვაქვს დასკვნა, რომ ჩვენი ორგანიზმისთვის უმი ხილი და ბოსტნეული აუცილებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თერმულად დამუშავებული პროდუქტი მთლიანად ამოვიღოთ რაციონიდან.
მსოფლიოს დიეტოლოგთა კვლევების თანახმად, აბსოლუტურად საკმარისია დღეში 3-4 ულუფა უმი ბოსტნეული და 1-2 ულუფა ხილი – ასეთ შემთხვევაში, მიიღებთ მათ ყველა პლუსს და თავს აარიდებთ ყველა მინუსს.
მეორე ჭკვიანური გამოსავალია სეზონური კვება: ზაფხულში უმმა ხილ-ბოსტნეულმა უნდა შეადგინოს თქვენი მენიუს ძირითადი ნაწილი, შემოდგომა-ზამთარში კი, ისინი ცხელი კერძებით ჩაანაცვლეთ.
მაგრამ, თუ არ გაქვთ დრო, სრულფასოვნად ისადილოთ, უფრო სასარგებლოა, წაიხემსოთ ვაშლით ან ბანანით, დესერტად კი ნამცხვარს ცოცხალი კენკრა ჩაანაცვლოთ.

скачать dle 11.3