კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მამა ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენს
ყოველთვის მეამაყებოდა ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლების ურთიერთობა. მიხაროდა, რომ დედას და მამას ასე უყვარდათ ერთმანეთი ქორწინებიდან ამდენი წლის შემდეგაც კი. მამა ისე ანებივრებდა დედას, ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი, რომ მეც ასეთი ქმარი ვიქნებოდი ჩემი ცოლისთვის. დედას ვაღმერთებდი, მაგრამ ერთი რამ არ მომწონდა: როცა მამა ყვავილებს ან საჩუქრებს მოუტანდა, თითქმის არ გამოხატავდა სიხარულს, თითქოს მადლობელიც არ იყო. ისე მეჩვენებოდა, რომ ზრდილობის გამო გამოართმევდა საჩუქარს სევდიანი და ოდნავ ირონიული ღიმილით, მერე კი შეინახავდა და არასდროს ხელს აღარ ახლებდა. მამას ნაჩუქარი ტანსაცმელიც ბევრი ჰქონდა და სამკაულიც, მაგრამ თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე ეცვა და მხოლოდ საქორწინო ბეჭედი (რგოლი) ეკეთა. იმ მომენტში შემეცოდებოდა ხოლმე მამა, რადგან, მეგონა, რომ ის ყველანაირად ცდილობდა, ცოლისთვის ესიამოვნებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
ერთხელ (მაშინ უკვე 12 წლის ვიყავი), ღამით ძილში ჩამესმა მათი კამათი და იმ ამბის მერე სულ სხვანაირად ვუყურებდი მათ ურთიერთობას, რადგან, პატარა ვიყავი და ძალიან დავიბენი – აღარ ვიცოდი, რა მეფიქრა. კამათი კი სწორედ იმ საჩუქრებს ეხებოდა, მამამ დედაჩემს რომ მოუტანა. იმ ღამეს მამაჩემმა საკმაოდ უხეშად უსაყვედურა, უმადური და დაუნახავი ქალი ხარ, რაც არ უნდა მოგიტანო, ღიმილს ვერ დაინახავს კაცი შენს სახეზე, სულ ცხვირ-პირი ჩამოგტირის; აზრზე არა ვარ, რა მაჩერებს შენთანო. ეს სიტყვები რომ გავიგონე, აღელვებისგან კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ დედაჩემის პასუხმა ლამის ბოლო მომიღო – მთლიანად დაანგრია ჩემი ბედნიერი ბავშვობა: მერე, რატომ ჩერდები. იმის ვაჟკაცობაც არ გყოფნის, იმ შენს ბოზანდარასთან წახვიდე, მეტის ღირსი მაინც არა ხარ. რაში მჭირდება შენი ზიზილ-პიპილები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ მოგაქვს, რომ დანაშაული გამოისყიდო. ჩემგან კი იმიტომ არ მიდიხარ, რომ ეს სახლიც, აგარაკიც და მანქანაც მამაჩემისგან მაქვს, შენი სამსახური და ბიზნესიც მამაჩემის დამსახურებაა და დაკარგვის გეშინიაო.
– შენ რაღა გაჩერებს ჩემთან, ასეთ საშინელ ქმართან? – ჰკითხა მამამ ირონიულად, – ხომ ვგრძნობ, რომ დასანახავად ვერ მიტან?
– მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის გამო, იმას უყვარხარ ძალიან, კაცი ჰგონიხარ და, არ მინდა, გული გავუტეხო, – უპასუხა დედამ და ოთახიდან გავიდა.
მეორე დილიდან გადავწყვიტე, მამასთვის მეთვალთვალა. ვფიქრობდი, რომ დედა ცდებოდა და ამაში დარწმუნება მინდოდა. თითქმის ოთხი დღე ვდიე კუდში ჩუმად და ბოლოს თავზე წავადექი, თავის მდივანს რომ ხდიდა ტანსაცმელს თავისსავე კაბინეტში. რომ დამინახა (ეტყობა, კარის ჩაკეტვა დაავიწყდათ), კინაღამ ინფარქტი მიიღო. მერე ის ქალი კაბინეტიდან გააგდო, მე გამომეკიდა, მანქანაში ჩამისვა და დაბნეულმა დამიწყო ლაპარაკი მამაკაცურ გადაცდომებზე და მსგავს სისულელეებზე, ბოლოს კი მითხრა, დედაშენთან არაფერი წამოგცდეს, თორემ, ხომ იცი ქალების ამბავი, რამე სერიოზული ეგონებაო. მე ვუთხარი, დედას არ ვეტყვი, მაგრამ შენ აღარ მიყვარხარ, შენი დანახვაც აღარ მინდა და, შეგიძლია, იმ ქალთან წახვიდე, არ ვინერვიულებ-მეთქი.
მამა ჩვენგან არ წასულა, მაგრამ მასთან პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა აღარ მქონდა. დედამ ერთი ასჯერ მაინც გვკითხა ხან ერთს, ხან მეორეს, რატომ არ ელაპარაკებით ერთმანეთსო, მაგრამ სიმართლე არცერთმა არ ვუთხარით, თუმცა, მგონი, რაღაცას თვითონვე ხვდებოდა.
მას შემდეგ ორი წელი გავიდა. არ ვიცი, მამაჩემი ისევ ხვდება თუ არა იმ ქალს, მაგრამ ეს უკვე აღარ მაინტერესებს. მამა, რომელიც ჩემთვის კაცობის იდეალი იყო, იმ დღიდან აღარაფერს წარმოადგენს, რადგან თურმე ამდენი წელი ორივეს გვატყუებდა და გვღალატობდა – მეც და დედასაც.
გოგიტა, 14 წლის.

скачать dle 11.3