კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ ქმარი

  52 წლის კახა ლ-ძე საკუთარი ცოლის მსხვერპლი გახდა. მამაკაცი ბარძაყის არეში დანით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა,  არტერიაში მიყენებული დაზიანება მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.  41 წლის ეკატერინე ლ-ძე საკუთარი ნებით ჩაჰბარდა სამარათალდამცეველებს და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
 საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა კახა ლ-ძის მიერ მალულად ნაქირავებ ბინაში მოხდა, სადაც ის მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა. სასურსათო მაღაზიების ბიზნესით დაკავებული კახა ლ-ძე ამ ბინაში ექვს თვეზე მეტხანს  კონფიდენციალურად  ცხოვრობდა, რის შესახებაც მოგვიანებით მისი მეუღლისთვისაც გახდა ცნობილი.  ინციდენტი ნაქირავებ  ბინაში, გვიან ღამით მოხდა, რის შესახებაც სამართალდამცველებისთვის ბინის მეპატრონისგან გახდა ცნობილი. მან საკუთარ ბინაში პოლიციასთან ერთად სასწრაფოც თავად გამოიძახა. ამონაწერი ლილე კ-შვილის ჩვენებიდან: „კახას და მის მეგობარ ქალს ბინა ექვსი თვის წინ მივაქირავე.  მითხრეს, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ, ბინას იშენებდნენ და თავიდან თქვეს, ერთი წლით ვიქირავებთო. მალევე მივხვდი, რომ ცოლ-ქმარი არ იყვნენ და მატყუებდნენ, მაგრამ გამოძიებას ხომ არ დავიწყებდი. ქირას პატიოსნად მიხდიდნენ, ბინაშიც წყნარად იყვნენ და პრობლემები არ მქონდა. იმ ღამეს, მკვლელობა რომ მოხდა, კახა და მისი მეგობარი ქალი საღამოს მოვიდნენ. ორივე სახლი ერთ ეზოშია და ყოველთვის ვხედავდი, როდის მოდიოდნენ, მიდიოდნენ. უკვე 12 საათი იქნებოდა, როცა ბინიდან წივილ-კივილი მოისმა. ორი ქალი კიოდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. სანამ საწოლიდან ავდექი და მესამე სართულიდან ქვემოთ ჩავედი,  იქ უკვე მომხდარი იყო ტრაგედია. როცა ბინაში შევედი,  შესასვლელიდანვე დავინახე ჩემთვის უცნობი ქალი. განერვიულებული, ალეწილი სახე ჰქონდა. კახა და მისი მეგობარი ქალი ნახევრად შიშვლები იყვნენ. კახას ფეხიდან სისხლი შადრევანივით ასხამდა. კახას მეგობარი ქალი, საწოლთან იყო ჩაცუცქული, კახა კი იატაკზე იწვა და შველას ითხოვდა. გვიან დავინახე, რომ ჩემთვის უცნობ ქალს ხელში დანა ეჭირა.  მე იმ ქალს მივვარდი და დანა წავართვი. მერე კარი გამოვაღე და დანა ეზოში მოვისროლე. ხმაურზე  მეზობლები შემოცვივდნენ. მე სასწრაფოში დავრეკე – კახას მეგობარი ქალი აპროტესტებდა, ჩვენ თვითონ მივხედავთ დაჭრილსო, მაგრამ არ დავუჯერე.  არტერია იყო დაზიანებული, სისხლი არ ჩერდებოდა, სანამ სასწრაფო  დახმარება მოვიდა, კახა უკვე გარდაიცვალა. ჩვენ ჩაგვაკვდა ხელში.” 
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, რაც დადასტურდა დანაშაულში ბრალდებულ ეკატერინე  ლ-ძისგანაც მას შემდეგ, რაც ქალმა ეჭვი აიღო, რომ მეუღლე მალულად სხვა ქალს ხვდებოდა, ის რამდენჯერმე ჩუმად აედევნა ქმრის ავტომობილს, მაგრამ უშედეგოდ, გზა დაკარგა.    ამის შემდეგ ეკატერინე ლ-ძემ დაიქირავა კერძო დექტექტივი, კოტე კ-ია, რომლის მეშვეობითაც ქალმა ნაქირავებ ბინას მიაგნო. იმ ღამეს ქალი  მკვლელობის ადგილას მარტო წავიდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქმრისგან შეიტყო, რომ ღამით საქმეების გამო სახლში ვერ დაბრუნდებოდა. ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან: „როდესაც კახამ მითხრა, რომ ღამით სახლში არ მოვალო, მივხვდი, სადაც უნდა მომეძებნა. ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როცა იმ სახლთან მივედი. ჭიშკართან დავინახე კახას ავტომობილი. ხელჩანთაში დანა მქონდა, რომელიც სახლიდან წავიღე, თუმცა კახას მოკვლა არც მიფიქრია, იმ ქალის დაჭრა მინდოდა, მაგრამ, როცა საწოლში კახა დავინახე, გონება დამიბნელდა. ის ხელებში მეცა, რომ დანა წაერთმია. მე კი იატაკზე დავვარდი. კახა დანის წართმევას ცდილობდა, მე კი ბარძაყში დავარტყი.” 
გამოძიებით დადასტურდა, რომ ეკატერინე ლ-ძეს მოღალატე ქმრის მოკვლა არ ჰქონდა განზრახული და მხოლოდ მისი მეგობარი ქალის შეშინებას ცდილობდა. საპირისპიროს ამტკიცებდა გარდაცვლილის და, რომლის ჩვენების მიხედვით, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ისეთი დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ ეკატერინე ლ-ძეს შესაძლოა, ქმრის მოკვლაზეც ეფიქრა. გარდაცვლილის დის ჩვენების მიხედვით, ეკატერინე ლ-ძის მიერ ქმრის მოკვლის მოტივი მისი ქონების დაუფლება იყო, რაც არ დაადასტურა გამოძიებამ. თვითმხილველმა შემთხვევის ადგილიდან – ნაქირავები ბინის მეპატონემ ჩვენებაში აღწერა, რა მდგომარეობაში იყო ქალი ქმრის მკვლელობის შემდეგ: „გონება დაკარგა, თუმცა იქამდე ისეთ შოკში ჩავარდა, ისეთი ისტერიკა დაემართა ნერვიულობისგან, რომ ვიფიქრე, ჭკუიდან შეიშალა-მეთქი. ის ფეხებში ჩაუვარდა მომაკვდავ ქმარს. მერე კი მე მომვარდა ფორთხვით და მთხოვდა, დაჭრილი გადამერჩინა. მომაკვდავი ქმრის სისხლით მოთხვრილი საშინელ მდგომარეობაში იყო“ – განაცხადა სასამართლოზე დაკითხვის დროს  ლილე კ-შვილმა. სასამართლომ ეკატერინე ლ-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. თუმცა, გაითვალისწინა, მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3