კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცდილობდა რუსეთის იმპერია პირველი ქართული საფოსტო მარკის – „ტფილისის უნიკის“ შავ მაგიასთან დაკავშირებას და როგორ მიაღწია მარკის ღირებულებამ 700 000 დოლარს

 მსოფლიოს 40 უიშვიათეს და 10 უძვირფასეს საფოსტო მარკას შორის ერთ-ერთი ქართულია – ესაა 1857 წელს გამოშვებული „ტფილისის უნიკა“. ამ მარკის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისაა პირველი საფოსტო მარკა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით. გარდა ამისა, ისაა პირველი საფოსტო მარკა, რომელიც დაიბეჭდა წნეხით და აქვს რელიეფური გამოსახულება. სწორედ აქედან იწყება მარკების ისტორია საქართველოში. „ტფილისის უნიკის“ ალტერნატიული სახელებია „ტფილისის მარკა“ და „კოჯრის მარკა“.
აკაკი სიორიძე (საქართველოს კოლექციონერთა ეროვნული ასოციაციის წევრი): საფოსტო მარკების შექმნის იდეა მეცხრამეტე საუკუნეში, კონკრეტულად 1840 წელს, ინგლისში გაჩნდა და ის მალე გავრცელდა მთელ ევროპაში, მათ შორის რუსეთის იმპერიაშიც. 1856 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად თავადი ალექსანდრ ბარიატინსკი დანიშნა. ბარიატინსკი საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო და მის სახელს რამდენიმე პროგრესული რეფორმა უკავშირდება. მათ შორისაა თანამედროვე დროის შესაფერისი ტფილისის საქალაქო ფოსტა. ერთი წლის შემდეგ ტფილისის საქალაქო ფოსტამ მიმოქცევაში გამოუშვა პირველი საფოსტო მარკა. მარკა გამოიყენებოდა ტფილისისა და კოჯრის საფოსტო გზავნილებისთვის. გენერალ-გუბერნატორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში, მაგრამ კოჯორში მდებარეობდა მისი საზაფხულო რეზიდენცია. ქალაქის შიგნით საფოსტო გზავნილებისთვის ერთი მარკა იყო საკმარისი, ხოლო კოჯორში გასაგზავნად და პირიქით, სამი მარკა. ამ დროს კავკასიის ოლქის ფოსტის მმართველი კახანოვი იყო და, სავარაუდოდ, მარკის დაბეჭვდის ინიციატორი სწორედ ის უნდა ყოფილიყო.
ერთი ვერსიით, მარკა გამოიყენებოდა 1857 წლის 20 ივნისიდან – თბილისის მასშტაბით და, 15 ივლისიდან კოჯორში გასაგზავნი ფოსტისთვის. მისი ხმარებიდან ამოღება კი 1858 წლის 1 მარტს მოხდა. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც „ტფილისის მარკა“ 1865-1866 წლებში გამოიყენებოდა. ამ ვერსიას თავისი მიზეზები აქვს. საქმე ისაა, რომ „ტფილისის უნიკა“ – მარკა, რომელიც თბილისში გამოვიდა, იყო პირველი საფოსტო მარკა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. ცენტრალურ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ მოსწონდა, რომ ამ სიახლის შემომტანი თბილისის გუბერნია იყო და არა რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარკები მხოლოდ თბილისის გუბერნიაში მოქმედებდა. მაგრამ მარკაზე თბილისის გუბერნიის გერბი იყო გამოსახული და ამიტომ მისი რუსულად გასაღება ვერ მოხერხდებოდა. გაყალბება შეუძლებელი იყო, რადგან რუსეთის იმპერიაში შემავალ ყველა გუბერნიას და, მათ შორის – თბილისსაც, თავისი გერბი ჰქონდა. ეს გერბი შექმნილი იყო რუსების მიერ, რუსული ჰერალდიკის ტრადიციებით, მაგრამ ქართული სიმბოლიკის გათვალისწინებით. რუსეთის იმპერიაში გადაწყდა, რომ გამოეშვათ საფოსტო მარკა, რომელიც იქნებოდა პირველი ოფიციალური რუსული მარკა და, მართლაც, 1857 წლის 7 დეკემბერს  გამოვიდა პირველი რუსული საფოსტო მარკა, რასაც „ტფილისის უნიკის“ ხმარებიდან ამოღება და განადგურება მოჰყვა. ხმარებაში ჩაშვებული მარკების სრულად გასანადგურებლად მათ რამდენიმე ხერხს მიმართეს: გაავრცელეს ხმები, თითქოს კონვერტებმა, რომლებზეც ეს მარკები იყო დაწებებული, ხელი შეუწყო ქოლერის ეპიდემიის გავრცელებას, რაც მისი გამოშვების დროს ზაფხულის პერიოდში მოედო თბილისს. შეშინებულმა მოსახლეობამ ეს აზრი მალევე აიტაცა და მარკები დაწვა. მეორე ვერსიით, ამ მარკებს კავშირი ჰქონდა შავ მაგიასთან, რამაც გამოიწვია ეპიდემია და, გადარჩენილ სამიოდე მარკას, თითქოს დღემდე უბედურება მოაქვს მათი მფლობელებისთვის. მიუხედავად „ტფილისის უნიკის“ ფიზიკური განადგურებისა, მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია უკვე ფართო მასებისთვის გახდა ცნობილი. რუსული ისტორიოგრაფია ყველანაირად ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ ქართული მარკა დეკემბრის ბოლოს, რუსულის შემდეგ იყო გამოშვებული, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, თუმცა, ამას დღემდე იმეორებენ ან საერთოდ გვერდს უვლიან ამ თემას.  
„ტფილისის უნიკა“ არის 6-კაპიკიანი ნომინალი, რომლის ბეჭდვის ღირებულებაც ერთი კაპიკი იყო.
პირველ მსოფლიო ომამდე მოძიებული იყო „ტფილისის უნიკის“ სამი ეგზემპლარი, სამივე გამოუყენებელი. პირველი 1913 წელს შეიძინა კოლექციონერმა შმიდტმა, რომელიც პროფესიით არქიტექტორი იყო. 1910-1920 წლებში სამივე ეგზემპლარი შეიძინა ფილატელისტმა აგაფონ ფაბერჟემ, რომელიც იყო რუსეთიდან ემიგრირებული ცნობილი იუველირისა და კოლეციონერის, პეტერ კარლ ფაბერჟეს ვაჟი. ეს მარკები ფაბერჟემ 1928 წელს ჰელსინგფორსში (ფინეთი) ფილატელისტთა გამოფენაზე და 1933 წელს მის მიერ ორგანიზებულ ხმაურიან გამოფენაზე ვენაში გამოფინა. სახელი „ტფილისის უნიკა“ შემოთავაზებული იქნა ბაქოელი ფილატელისტის, სერგეი კუზოვკინის მიერ. 1936 წელს „ტფილისის მარკა“ ევროპის წამყვანი მარკების კატალოგში შევიდა, რის შემდეგაც მრავალი კოლექცია გამოიარა. მოგვიანებით, ორი მათგანის მფლობელი ზბიგნევ მიკულსკი გახდა. ის შევიცარიაში ცხოვრობდა და რუსული მარკების დიდი მცოდნე იყო. 1997 წელს მიკულსკიმ ეს მარკები მსოფლიო გამოფენაზე გამოფინა და სწორედ აქ იხილა ის პირველად რუსულმა ფილატელისტურმა საზოგადოებამ. 2000 წელს მიკულსკიმ კუთვნილი „ტფილისის უნიკის“ ორი ეგზემპლარი აუქციონზე გაიტანა და გაყიდა. საწყის ფასად ნახევარი მილიონი დოლარი დასახელდა. მარკების ახალი მფლობელის ვინაობა ანონიმური დარჩა. რაც შეეხება მესამე ეგზემპლარს, ის ცოტათი დაზიანებულ მდგომარეობაშია და ინახება ლუქსემბურგში მცხოვრები ცნობილი ფილატელისტის, ბერლინჟერის კოლექციაში. „ტფილისის მარკის“ უნიკალურობა იმითაცაა განპირობებული, რომ არ შემორჩენილა მისი არცერთი ბათილი ან ფრანკირებული ეგზემპლარი. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სმითსონის ინსტიტუტის მარკების კოლექციაში აღმოჩნდა რუსეთიდან ემიგრირებული ფილატელისტის ალბომი, რომელიც მის შთამომავლებს 1983 წელს ჩაუბარებიათ მუზეუმისთვის. ამ ალბომში, სხვა მარკებთან ერთად, „ტფილისის უნიკის“ ახალი ეგზემპლარიც აღმოჩნდა.    
თუ მე-19 საუკუნეში აღნიშნული მარკის ღირებულება 6 კაპიკი იყო, უკანასკნელ აუქციონზე ის 2008 წელს 700 000 დოლარად გაიყიდა. 2015 წლის ოქტომბერში უნიკალური ქართული მარკა ისევ გამოიტანეს გასაყიდად „იბეის“ აუქციონზე და ამჯერად მისი საწყისი ფასი 555 000 ევროა.

скачать dle 11.3