კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები

გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:
– რაზე გყავს გაზრდილიო?
– სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და, რა ვიცი, რას ჭამს, – უპასუხა გურულმა.
– რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორი, – უთხრა კლიენტმა და წავიდა.
მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.
– რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამია.
– მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო, – არც იმ კლიენტმა იყიდა.
მესამე კვირასაც იგივე განმეორდა, ოღონდ, იგივე კითხვა რომ დაუსვეს, გაბეზრებულმა გურულმა უპასუხა:
– რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო.
***
გურულები ისე სწრაფად მიარბენინებდნენ კუბოს, რომ მიცვალებული სახელურებს ებღაუჭებოდა.

ვახტანგ ტატიშვილის ანეკდოტები
სვანი კითხულობს წარწერას: „ლავაში შეშაზე“.
– შეშა არა მაქვს და ფულზე არ მომცემთ?
***
რაფიკას სამსახურში აგვიანდება და მანქანას ვერსად აჩერებს. ღმერთს ევედრება:
– ღმერთო, ოღონდ სადმე გამაჩერებინე და ამის შემდეგ ყველა ცოდვას მოვინანიებ, გაჭირვებულებს დავეხმარები, კეთილ საქმეებს გავაკეთებ...
ამ დროს ავტოსადგომიდან ერთი მანქანა გამოდის.
– ღმერთო, აღარ გინდა, ნუ შეწუხდები, ადგილი გათავისუფლდა.
***
მიხო და მარო დიდ ხვევნა-კოცნა-ინტიმში არიან. მაროს აღმოხდება:
– დამიპყარ, მიხოო!
მიხოც დაიპყრობს. გავა ცოტა ხანი და მაროს ისევ აღმოხდება:
– დამიპყარ, მიხოვ!
მიხო ისევ დაიპყრობს. გავა ცოტა ხანი და მარო ისევ ეტყვის:
– დამიპყარ მიხოვ..
მიხო წამოხტება და იყვირებს:
– ვააა! ერთხელ, ორჯერ, სამჯერ დაგიპყარ და მეტი რა ვქნა, გალავანი შემოგარტყა?!
***
– გარშოკების ბიზნესი მინდა, რომ დავიწყო.
– მერე, დაიწყე, ძამა, კარგი საქმეა მაი, ფარას მოგიტანს.
– ეე, კი დევიწყებ, ძამია, მარა, ჩემი ბედი რომ ვიცი, მეორე დღიდან ყველა ბავშვი უტრაკოდ დეიბადება..
***
ფოთელი ეუბნება რაჭველს:
– ჩვენთან, ფოთში, თეატრი გვაქვენ.
– ჩვენთან, ქვე შენი ჭირიმე, რიონია, – პასუხობს რაჭველი.
– ჩვენთან, ფოთში, სტადიონი გვაქვენ.
– ჩვენთან, ქვე შენი ჭირიმე, რიონია, – პასუხობს რაჭველი.
– ჩვენთან, ფოთში, კინო გვაქვენ.
– ჩვენთან, ქვე შენი ჭირიმე, რიონია, – პასუხობს რაჭველი.
– რა გამიხურე შენი რიონით, ჩაგიფურთხე მაგ რიონში! – გაცხარდა ფოთელი.
– ჰოდა, ქვე ჩამოგიტანს ფოთში, – პასუხობს რაჭველი.

 

скачать dle 11.3