კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აქვს პარლამენტის წევრ დარეჯან ჩხეტიანს და რა თანხის დაგროვება მოასწრო მან

საქართველოს პარლამენტში აწ უკვე 17 ქალბატონია, მათ რიგებშია  დარეჯან ჩხეტიანი – „ქართული ოცნების“ პარტიული სიით. დეპუტატი 1955 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება მოსკოვის სეჩენოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში მიიღო და პროფესიით ექიმია.
ქ-ნი ჩხეტიანის სამუშაო გამოცდილება 1971 წელს დაიწყო გულრიშფის საავადმყოფოში, სადაც ის 1972 წლამდე სანიტრად მუშაობდა. 1973-1976 წლებში თბილისის მეორე მედსასწავლებელში სწავლობდა, 1976-1977 წლებში კი გალის სამშობიარო სახლში მუშაობდა მედდად; 1977-1978 წლებში – გორკის სამშობიარო სახლში  – ბებიაქალად. 1978 წელს კი მოსკოვის სეჩენოვის სახელობის პირველ სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაუბარებია, სადაც 1984 წლამდე სწავლობდა; ხოლო 1984-1985 წლებში – მოსკოვის მე-20 კლინიკური საავადმყოფოს ინტერნატურაში. შემდეგ მოსკოვის სამშობიარო სახლში გადავიდა, სადაც ექიმ-გინეკოლოგად 1988 წლამდე იმუშავა. 1988-1990 წლებში მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის ორდინატურაში სწავლობდა. 1990 წელს ბოლნისის სამშობიარო სახლში დაიწყო მუშაობა, თავდაპირველად –  განყოფილების გამგედ, მოგვიანებით – მთავარ ექიმად, ბოლოს კი – დირექტორიც გახდა. იქ 2013 წლამდე იმუშავა, ვიდრე საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდებოდა.
შესაბამისად, ქ-ნი ჩხეტიანის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან, ბუნებრივია, ხალხის რჩეულის ამპლუაში შეავსო. ოჯახის წევრებად არავინ მიუთითებია, უძრავ ქონებად კი – შემდეგი: ორი საცხოვრებელი სახლი (150 და 250 კვ. მ. ფართობის) ბოლნისში და ორიც მიწის ნაკვეთი – 500 და 700 კვ. მ. ფართობების.
ნაღდ ფულად ქ-ნ ჩხეტიანს, დეკლარაციის შევსების მომენტში, 15 000 ლარიც ჰქონდა. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას: დარეჯან ჩხეტიანი არის 1995 წელს დაფუძნებული შპს ბოლნისის სამშობიარო სახლის დირექტორი და პატრნიორი. შესაბამისად, 2012 წლის განმავლობაში, როგორც დირექტორმა აიღო 10 352; ხოლო, როგორც პარტნიორმა, 19 124 ლარი.
პარლამენტარის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება. ის კვლავ მარტო ცხოვრობს და უცვლელია მისი უძრავი ქონების ოდენობაც, თუმცა ამჯერად დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად 20 000 ლარი ჰქონია.
სამეწარმეო საქმიანობასაც განაგრძობს, თუმცა აღარ არის ბოლნისის სამშობიარო სახლის დირექტორი, მხოლოდ პარტიორია და 2014 წლის განმავლობაში, როგორც პარტნიორმა, 11 371 ლარი აიღო.
ხოლო მისი, როგორც პარლამენტის წევრის წლიურმა შემოსავალმა კი (2014 წლის განმავლობაში) 58 019 ლარი შეადგინა.

скачать dle 11.3