კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გავლენიანი ოკუპანტი

დარტანიანის პათოსით

 მაშინ, როდესაც საკუთრივ ჩვენ იმ დილემის ამოხსნას ვცდილობთ, ვიცვალეთ პოლიტორიენტაცია ჩრდილოეთისკენ თუ კვლავ დასავლურ გზას მივუყვებით, „ფორბსმა“ რუსეთის პრ. ვლადიმირ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა.
ეს ამბავი, ანუ ყოველწლიური რეიტინგი ამერიკული გამოცემის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა: დასავლეთის სანქციების და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, პუტინის რეიტინგს რეკორდული მაჩვენებლისთვის მიუღწევია.
მომყავს ციტატა „ფორბსიდან“: „რუსეთის პრეზიდენტმა კვლავ დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთია იმ მცირეთაგან, რომელსაც საკმარისი ძალაუფლება აქვს, გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს და ამისთვის პასუხი არ აგოს.“
ყველაზე სავალალო ის არის, რომ პრ. პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგის სათავეში უკვე მესამე წელიწადია, იმყოფება ჩვენი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტი – სულ რაღაც მესამეზე, მათ შორის კი გერმანიის კანცლერი ქ-ნი მერკელია; მეხუთეზე ჩინეთის პრეზიდენტია, ხოლო მეოთხეზე – რომის პაპი.
თუკი ის ფაქტი იოლად იხსნება, თუ რატომ აქვს რფ-ის პრ.-ს თავად რუსეთში 86-პროცენტიანი რეიტინგი, რთული ასახსნელია, რამ გააგავლენიანა ამ ჩვენი ქვეყნის პირველი ოკუპანტის პირი მსოფლიოს თვალში ბოლო სამი წელია?!
აქედან გამომდინარე კი, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვლენებს დარტანიანის თვალით შევხედოთ (მუშკეტერებთან დუელზე მიმავალ გასკონელს ბედნიერებას ჰგვრიდა იმის განცდა, რომ მუშკეტერის ხელით მოკვდებოდა) და გავიხაროთ, რომ, უარეს შემთხვევაში, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ოკუპანტის ხელით გვიწერია სიკვდილი?!  –

скачать dle 11.3