კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნაციონალური ხვრელები“

ადგილნაცვალნი

 კვირა მეტად მხიარულად დაიწყო: ჯერ ერთი, ერთ-ერთ სატალეფონო ჩანაწერში 10 წლის განმავლობაში საქართველოს პირველმა პირმა და ერთხანს „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულმა, ოღონდ, აწ ოდესის გუბენატორმა, საკუთარი თავი ქინძს შეადარა (რითაც პუბლიკა ისე გაალაღა, ლამის ქინძიან კერძზე ვთქვათ უარი); მეორეც,  „ნაციონალური მოძრაობიდან“ განაყარმა ოთხეულმა (როგორც ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა) „გირჩა“ დაირქვა, ოღონდ, აღმოჩნდა, რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა დაასწრეს და დომეინი girchi.ge დაარეგისტრირეს (იმიტომ რომ, პოლიტიკაშიც ყველაფერი დასწრებაზეა); ამ ყოველივეს კი ფონად გასდევდა „ნაციონალური“ განმარტებები, რომ „ბოევიკი“ მწყაზარს ნიშნავს, ბარიკადების აღმართვა კი სხვა არაფერია, თუ არა სერენადისთვის ადგილის შემზადება (ანუ ეს ის არ არის, რაც თქვენ გეგონათო).
მაგრამ მოვლენები კვირის ბოლოს დაიძაბა (ოღონდ, მთლად ისე დრამატულადაც არა, როგორც გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებში იმედოვნებდნენ მოსაუბრენი), ვინაიდან, ყბადაღებულმა მოსამართლე ურთმელიძემ „რუსთავი 2-ს“ დროებითი მმართველები დაუნიშნა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჩვენს ბედკრულ კანონებს ამ ჩვენს არანაკლებ ბედკრულ ქვეყანაში თითოეული იურისტი თავისებურად კითხულობს, ჩვეულებისამებრ, აზრი ორად გაიყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ მოსამართლე უკანონოდ მოიქცა, ხოლო მეორენი აცხადებენ, რომ მოსამართლეს კანონისთვის ერთი მარცვლითაც კი არ გადაუხვევია.
მე არ ჩავუღრმავდები საკითხს (არც ფორმატი მაძლევს საშუალებას, ვერც იურიდიული განათლებით დავიკვეხნი და, რაკი ემოციები ჭარბობს, ვშიშობ, არ შევცდე), მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავისო კანონები (ხშირად უსამართლო) შექმნა, რათა მარტივადაც ემართათ და დასავლეთისთვისაც ყველა გადაწყვეტილება კანონიერად შეფუთული მიერთმიათ, რითაც, ფაქტობრივად, წაუგებელს თამაშობდნენ, თუმცა, რადგან დრო შეიცვალა და ადგილებიც გაიცვალა, აღმოჩნდა, რომ კანონიერი „ნაციონალური“ ხვრელების გამოყენება სხვებსაც შესძლებიათ.
ხოლო, თუ „იმედის“ დარბევის ფაქტს გავიხსენებთ და მას „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებულ პროცესს შევადარებთ, პროგრესი აშკარაა: ძალა ზედმიწევნით რბილია. –

скачать dle 11.3