კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განწმენდილი აირი

ვისი გაზი ვის მილსადენში

 სანამ ჩვენ ტყავიდან ვძვრებით, „გაზპრომის“ ერთმა კუბურმა მეტრმა ბუნებრივმა აირმაც კი არ უნდა გაიაროს ჩვენს მილსადენებშიო (მხოლოდ „სოკარისა“ გვინდაო), გაირკვა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (რომლის გარდაც, არავისი გვინდა, ბუნებრივი აირი, ბუნებრივია) რუსულ კომპანიასთან (ანუ „გაზპრომთან“) ყიდვა-გაყიდვის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
საქმე ის არის, რომ აზერბაიჯანს გაზის დამატებითი მოცულობები სჭირდება, ვინაიდან ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რომ თავიც დაიკმაყოფილოს, ჩვენც დაგვაკმაყოფილოს და ის საერთაშორისო მილსადენიც, რომელიც საქართველოს გავლით ევროპისკენ მიემართება.
თუმცა „სოკარი“ აცხადებს, რომ ეს თანამშრომლობა საჭიროა იმისთვის, რათა დეფიციტი შეივსონ, ოღონდ „გაზპრომთან“ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჰყაბულდებიან, თუ „გაზპრომის“ მიერ შეთავაზებული ფასი იქნება მისაღები.
შესაბამისად, თუ გავიხსენებთ, რომ აზერბაიჯანიდან მიღებულ ბუნებრივ აირში შეუძლებელი იქნება იმის გარჩევა, რომელია „გაზპრომის“ და რომელი – „სოკარის“, ვითომ, „სოკარის“ მილები „განსაწმენდელია“?!

скачать dle 11.3