კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსმელზე მსმელი არ დაილევაო

ანუ ბალახიჭამიები

 სანამ ჩვენ თავი მოგვწონს, რომ სმაც კარგი ვიცით და ქეიფ-დროსტარებაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევას დაფუძნებული ანგარიში გამოაქვეყნა ყველაზე მსმელ ერთა შესახებ, რის მიხედვითაც, მთლად მასეც არ ყოფილა საქმე (ანუ, მსმელზე მსმელი არ დაილევაო).
ასე და ამგვარად, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 7,7 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელს სვამს, აქედან – 50 პროცენტი ღვინოა, 33 – სპირტიანი სასმელი, დანარჩენი – ლუდი.
მსმელთა ლიდერი ბელორუსია (17,5 ლიტრით), მეორე საპატიო ადგილს კი მოლდოვა იკავებს (16,8 ლიტრი), ლიტვა მესამეზეა (15,4) ხოლო რუსეთი – მხოლოდ მეოთხეზე (15,1). დანარჩენ ადგილებს ინაწილებენ: რუმინეთი, უკრაინა, ანდორა, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი.
საქართველო 66-ე ადგილზეა, თუმცა, ღვინის მოხმარებით – მეცხრეზე, სპირტიანი სასმელების – 79-ეზე, ლუდის კატეგორიაში კი 157-ე ადგილს იკავებს.
მეორე მხრივ, თუმცა კარგ პურისმჭამელობასაც გვაბრალებენ, სტატისტიკურად, ხორცს ფრიად მოკრძალებულად მივირთმევთ და პურსაც არც მაინცდამაინც ვწყალობთ, სამაგიეროდ, ერთ-ერთი ბალახიჭამია ერი ვყოფილვართ – ბუნებრივია, მოხმარებული მწვანილის ოდენობით და, შესაძლოა, ამიტომაც გახდა ქინძი აქტუალური?! –

скачать dle 11.3