კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაიღო მამა პეტრეს ქალიშვილი შეყვარებულის როლში გურამ შეროზიამ და ვის არ გამოართვა მან საწოლში ნინი ონიანთან შიშვლად გადაღებული კადრების გამო ფული

ცოტა ხნის წინ გურამ შეროზიამ ახალი კლიპი და ფილმი გადაიღო. ორივეს სოციალურ ქსელში განსაკუთრებული გამოხმაურება და ეპატაჟი მოჰყვა, მით უმეტეს, „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ფოტოს, სადაც ის და ნინი ონიანი საწოლში წვანან და სხეულის გარკვეული ნაწილები უჩანთ.

 გურამ შეროზია: ის, რაც ხალხს პორნოგრაფია ეგონა, სულაც არ არის პორნოგრაფია. ჯერჯერობით არ მინდა, ფილმის დეტალები გავაჟღერო. უბრალოდ, ვიტყვი ერთ რამეს, არის ფილმი, რომლის ჟანრი დაუზუსტებელია და  ხალხმა თავად მოიფიქროს, გადაწყვიტოს, რა არის. რომ ნახავენ, მერე შეადარონ, რამდენად ემთხვევა მათი გარყვნილი ჩანაფიქრი რეალობას.
– ფოტოს ნახვისას, სადაც შენ და ნინი ონიანი საწოლში წევხართ, ხალხს გარყვნილი ფიქრები გაუჩნდა.
– ფაქტია გაჩნდა: გაიხადეს, ეროტიკული ჟანრიაო. არადა, მხოლოდ მუხლი ჩანს და ცალი მხარი, მეტი არაფერი. ის, რაც ნახეს ფოტოზე, რა თქმა უნდა, იქნება ფილმში და ეს ფოტო განგებ არ შემოგვიგდია. რეალურად, ეს არის კადრები ფილმიდან და არა ის, რომ ჩვენ რაღაც მოვიმოქმედეთ, გავერთეთ და „აფთერ სექს“ ფოტო გამოვაქვეყნეთ...  რა სისულელეა! ისეთი გამოხმაურებები იყო: რატომ გააკეთეთ ეს, არ გეკადრებოდათ და ასე შემდეგ. როცა მსახიობის როლს ვირგებ, ვარ მსახიობი და იმას ვაკეთებ, რაც მსახიობმა უნდა გააკეთოს. აქ არ ყოფილა ვულგარულობა, გარყვნილება, ზედმეტობა. ეს არის კადრი ფილმიდან, სადაც ერთმანეთის შეუხებლად ვწევართ.
– ის, რომ ნინი ონიანი გიწევს გვერდით, ამანაც ბევრი რამ განაპირობა.
– რა თქმა უნდა. ადრე ერთად ძაღლი გავასეირნეთ. ჩემი მეზობელია, ჩემს სადარბაზოში ცხოვრობს და ჩვენს გასეირნებას მოჰყვა დიდი ამბები. შეიძლება, ახლა ფოტო რომ ნახეს, ვიღაცეებს ეს ამბავი გაახსენდათ და იფიქრეს, ჩვენი ამბები გრძელდება. ვიღაცამ  მკითხა: ხომ არ არის ინტრიგა და ხმაურის ატეხის გზაო. პასუხი არ გამიცია, რადგან რეალურად არ მჭირდება ხელოვნურად ატეხილი სკანდალები. ისედაც აქტუალურია ის, რასაც შემოქმედებითად ვაკეთებ. ესეც იყო შემოქმედებითი ეტაპის ნაწილი.
– ფილმში სექსის სცენაც იქნება?
– რაც რეალურად წარმოიდგინა ხალხმა, რაც ეგონა, რომ ხდებოდა ჩემსა და ნინის შორის, აი, ის არის – პრინციპში, რაღა დავმალო! თუმცა, პორნოა თუ ეროტიკა – ეს ხალხის გადასაწყვეტია. შეხედონ და დაასკვნან. მე არ ვფიქრობ, რომ პორნოა. ვიღაცისთვის ფილმში კოჭის გამოჩენაც ეროტიკაა, ვიღაცისთვის კი – სექსიც არ არის ეროტიკა. ყველაფერი შეფარდებითია. მე და ნინის რომ გვკითხოთ, ეს ეროტიკა არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენა.
– რატომ გადაწყვიტე ამ ფილმის გადაღება და როდის გაიცანი ნინი?
– მოკლემეტრაჟიანი ფილმია, დაახლოებით 3 წუთამდე, უცებ სანახავი. ჩემი ბინა რომ ვიყიდე 5 წლის წინ, მეზობლად არავის ვიცნობდი. ერთ დღესაც სახლში მოვედი ნასვამი და შემხვდა ნინი – ისიც ნასვამი. გავიცანით ერთმანეთი. მერე აღმოვაჩინეთ ჟურნალებით, საიტებით, ტელევიზიით ერთმანეთი – შენ ის არ ხარ, ადრე რომ გაგიცანი?! ანუ, აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით და ის გოგო და ბიჭი ვიყავით, ერთხელ, ქლაბინგის შემდეგ ერთმანეთს რომ შეხვდა სადარბაზოში. შიგადაშიგ ვხვდებოდით ერთმანეთს –  ხან ყავაზე, ხან სასაუბროდ. ერთ დღესაც სახლში მარტო იყო, ძაღლი უნდა გაესეირნებინა და მეც გავყევი, ერთად გავასეირნეთ. ფოტოებიც გადავიღეთ, დავდეთ – მეზობელი კარისაო და ასე შემდეგ. ამას მოჰყვა ერთი ამბავი, თან მისი სკანდალებიც ახალი მომხდარი იყო. მოკლედ, დავმეგობრდით. ორივე დავემთხვიეთ იუმორში, ხალხი ორივესთან ჩასაფრებულია, რომ მოჰყვეს ლანძღვა-გინებას... ასე რომ, საერთო ჭირ-ვარამმა გაგვაერთიანა. საერთო ინტერესებიც გაგვიჩნდა და რომ მომინდა, ფილმში კარგი ვიზუალის გოგონა გადამეღო, რომელიც რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებდა, მაშინვე ნინი გამახსენდა. ორივეს გვაქვს ფილმში სახეცვლილებები. რეალურად ფილმი ქართულ სტერეოტიპებზეა და კარგად ასახავს ქართული რეალობის მოძველებულ თემებს. ანუ, იმაზეა, რასაც ჩემს ბლოგში ვწერ ხოლმე. ბევრი რაღაცის მიქსია: ჩემი პოეზიის, ბლოგის. იყო ერთი საკითხიც – ჩემს სიმღერაზე გადავიღე კლიპი, რომელიც სამოყვარულო გამოვიდა. როგორც ჩანს, ხალხი რაღაც სასწაულს ელოდებოდა და დაიწყეს ლანძღვა-გინება. გადავწყვიტე, ეს გადამეფარა უფრო ხარისხიანი ფილმით. კლიპით მეც არ ვარ კმაყოფილი. არ მქონია გათვლა, რომ იქნებოდა იდეალური. უბრალო ვიდეოების კოლაჟი გავუკეთე იმ სიმღერას, რომელიც პირველად ჩავწერე. რა თქმა უნდა, ფილმი სააშკარაოზე გამოვა, ნახავს ყველა, ვისაც აინტერესებს, რადგან ის ემსახურება ვიღაცეების გონების განათებას, ვისთვისაც ვარ „სატანა“, „ქართველთმოძულე”...
– ახლა უკვე „პორნოვარსკვლავიც” გახდები. მიგიწვევენ მსგავსი ჟანრის ფილმებში.
– ჩემს ფილმში საკუთარ თავს ფულს ხომ არ გამოვართმევდი, ამიტომ უფასოდ ვითამაშე. სხვა შემთხვევაში, ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება – თითქმის შეუძლებელი და ძვირი. რადგან არ მგონია, გაშიშვლება, ეპატაჟი, რომელსაც შოუ-ბიზნესიდან ვიღაც-ვიღაცეები მიმართავენ, დამჭირდეს. მაქვს ისეთი პროდუქტები, რომლითაც შემიძლია, ყურადღება მივიქციო და მხოლოდ სხეულის ამარა არ ვარ. ფილმშიც არ ვარ შიშველი, შენარჩუნებული მაქვს ჩემი წესიერება.
– შენს კლიპში, როგორც ვიცი, სასულიერო პირის, პეტრე კოლხის ქალიშვილი თამაშობს და ამასაც არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
– ბონ ჯოვის სიმღერის ქავერი გავაკეთე. კარგი გამოვიდა, მეც მომეწონა და სხვებსაც. გადავწყვიტე, კლიპი გადამეღო. იმ დროს მამა პეტრეს შვილი დემოტივირებული და გალანძღული იყო საზოგადოების მიერ. ვიცნობ მამა პეტრეს, მარიამის ამბებიც ვიცოდი, ამიტომ ვიფიქრე: მისი ნიჭიერებით გადავფარავ იმ სისულელეებს, რაც მისთვის ასე სტრესული იყო-მეთქი. გადავიღე მარიამი ჩემი შეყვარებულის როლში. თუმცა, შეყვარებულსაც ვერ დავარქმევ – ერთად ვმოძრაობთ, შეიძლება, მეგობრებიც ვართ, რადგან არ არის ისეთი სცენა, რომელიც 100 პროცენტით ადასტურებს, რომ ის ჩემი შეყვარებულია. თუმცა, მაინც გავილანძღეთ: მარიამი – იმიტომ, რომ ბავშვია, წავიდეს, სათამაშოებით ითამაშოსო და მე – ამხელა ბიჭი რა დღეშია, ბავშვი ჰყავს შეყვარებულადო და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემს სათქმელს სიმღერის სახით. კლიპსაც გადავიღებ, მინიმუმ იმიტომ, რომ ვამხიარულებ ხალხს; სალაპარაკოს ვაძლევ იმისთვის, რომ გაერთონ ჩემზე. მე ლანძღვაზეც არ მაქვს რეაქცია, იუმორში ვატარებ – თუ უმიზეზოდ გლანძღავენ, ესე იგი, შენი შურთ და თუ შენი შურთ – ეს იგი, კარგი ტიპი ხარ.

скачать dle 11.3