კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რის დეფიციტს არ განიცდის მირიან ჯეჯელავა და რაზე არ ამბობს არასდროს უარს სასურველი სასიძო

მსახიობი, ტელესახე, რადიოხმა –  ეს ყველა ერთად მირიან (მიკი) ჯეჯელავაა, რომელიც, მიუხედავად ბევრი საქმისა, დროის უკმარისობას არ განიცდის და არც არასდროს წუწუნებს დაღლილობის გამო. ჩვენი რესპონდენტი ძალიან პოპულარული ბიჭია თბილისში და ერთ ერთ- სასურველ სასიძოდაც ითვლება. მისი ფანები, ალბათ, კმაყოფილები დარჩებიან იმ ფაქტით, რომ ამ სიმპათიური ბიჭის გული თავისუფალია და გვერდით საყვარელი ადამიანი არ ჰყავს.

 – ახალ სეზონს ბევრი სიახლით შეხვდი: შეიცვალე არხი და „ჯიდიესის დილიდან” „იმედის დილაში” გადაინაცვლე.
– ყოველ დილით 6 საათზე ვდგები, 7:30-ზე კი მაყურებელს „დილა მშვიდობისას” ვეუბნებით.
– როგორ ასწრებ ყველაფერს ერთად: ტელევიზია, რადიო, გადაღებები... ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის ცოტა.
– ვახერხებ და, სხვათა შორის, არ არის ძნელი, თუ, რა თქმა უნდა, გიყვარს და გინდა ის, რასაც აკეთებ. ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების, რომლებიც ხუთ სხვადასხვა სამსახურში ერთდროულად მუშაობდნენ და მაინც ახერხებდნენ დროის გამონახვას გართობისთვის. როცა ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი შეუძლებელი სულაც არ ყოფილა. ასე რომ, ძალიან მარტივად გამომდის ერთდროულად ტელევიზიაში მუშაობა, რადიოში მუშაობა, შემდეგ გადაღებებზე წასვლა და, პლუს, სხვადასხვა ღონისძიების წამყვანობა. ამას გარდა, დრო გართობისთვისაც მრჩება. ასე რომ, დროის დეფიციტს არ ვუჩივი – რაც მინდა, ყველაფერს ვაკეთებ.
– ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს და ბევრ გოგოს მოსწონხარ. ფანკლუბის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ რადიოდან მოგყვება. გამოჩენისთანავე ყურადღება კი იმით მიიქციე, რომ ყველა ჯუდ ლოუს გამსგავსებდა.
– პირველ ყოვლისა, მიხარია, რომ ძალიან კარგ მსახიობს მადარებენ. ჯუდ ლოუ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია მსოფლიოში. პირველი მიზეზი, რატომაც მიმიწვიეს  ტელეგადაცემაში, ჯუდ ლოუსთან მსგავსება იყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გული მწყდებოდა, რომ ამ მსგავსებით ინტერესდებოდა ხალხი ჩემით და არა იმით, რომ მე თავად ვიყავი მსახიობი; რომ მე ვმუშაობდი რადიოში, ტელევიზიაში და ასე შემდეგ.
– საბედნიეროდ, დღეს ეს პრობლემა აღარ გაქვს და უკვე როგორც მირიან, მიკი ჯეჯელავა ხარ პოპულარული.
– ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა  ჩემთვის.
– სიმართლე გითხრა, მიკვირს, არცერთ სერიალში რომ არ ხარ დაკავებული. ეს შენი პრინციპული გადაწყვეტილებაა თუ არ გქონია შემოთავაზება?
– შენ წარმოიდგინე, თვითონაც მიკვირს, რომ სერიალებიდან ჯერ არ მქონია შემოთავაზება. რატომ, არ ვიცი, მაგრამ, ამდენი სერიალის ფონზე, რომლებიც ემატება და ემატება ქართულ სატელევიზიო სივრცეს, რატომღაც, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. სამწუხაროდ, დაინტერესება არ არის – არ ვიცი, რატომ იკავებენ თავს. ერთი იყო „ფსიქოპატთა თამაშები,“ რომელშიც მონაწილეობა მივიღე, მაგრამ, ერთჯერადი პროექტი იყო და დასრულდა. ეპიზოდურ როლებში ნამდვილად ვარ გადაღებული „შუა ქალაქშიც“ და „ჩემი ცოლის დაქალებშიც“.  ქასთინგებიც რომ ტარდება, ყველაფერს „პოსტ ფაქტუმ” ვიგებ. არ ვიცი, ეტყობა, ვიღაცა მაგრად მიმალავს, ან, შეიძლება, ვინმეს ეშინია მისი კონკურენტი არ აღმოვჩნდე იქ... მოკლედ, რას დავაბრალო, არ ვიცი.
– მიკი საბოლოოდ მირიან ჯეჯელავა გახდა?
– რადიოში ისევ მიკი ვარ, ტელევიზიაში – ორივე. სხვათა შორის ვიღაცამ ინტერნეტში დაწერა – ეს მიკი რა სახელია, პატრონი არ ჰყავდა ამ ბავშვს, მიკის რომ არქმევდნენო? მიკი ჩემი მეტსახელია, რომელიც, რაც თავი მახსოვს, მომყვება.
– უამრავი ფანი გყავს, როგორც უკვე აღვნიშნე. თქვენი ურთიერთობა მხოლოდ ინტერნეტით შემოიფარგლება?
– რეალურად რომ ვთქვა, ფანებით ძალიან განებივრებული ვარ და მაწუხებენ-მეთქი, ტყუილი იქნება. თუმცა, ყურადღების გამოჩენა უცნობი ადამიანის მხრიდან ყოველთვის სასიამოვნოა. არავინ თქვას, რომ პოპულარობა ცუდია და არ მოსწონს – ეს ტყუილია. მართლა ძალიან სასიამოვნოა, როცა პოპულარული ხარ და თუნდაც ქუჩაში, ტრანსპორტში ან მაღაზიაში ვიღაც გცნობს. ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია და სულაც არ არის შემაწუხებელი. ყოველთვის დიდი სითბოთი ვხვდები იმ ადამიანს, ვინც ჩემ მიმართ დადებითად არის განწყობილი.
– შეყვარებული ხარ?
– რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ შეყვარებული ვარ, არადა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არავინ მიყვარს. თუ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი, რომელიც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მასზე ვიტყვი, რომ ეს ის არის, ვისაც ველოდი-მეთქი, ამას საჯაროდაც ვიტყვი და არ დავმალავ. სხვათა შორის, დიდი ხანია, შეყვარებული არ ვყოფილვარ. არ მინდა, თავი გავიმართლო იმით, რომ პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მაქვს. თავადაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ჯერჯერობით ჩემს ცხოვრებაში არ გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს განსაკუთრებულ ყურადღებას მიიპყრობდა. აქვე გულწრფელად ვიტყვი, რომ, მინდა, ამ გრძნობით ვიყო შეპყრობილი; მინდა, გვერდით მყავდეს საყვარელი ადამიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არის ასე. ჩემი გადმოსახედიდან, სიყვარული ერთადერთი გრძნობაა, რომელიც ადამიანს უკეთესობისკენ ცვლის. თუმცა, პრინციპში, ცუდად არ ვგრძნობ თავს საყვარელი ადამიანის არყოლით. ბედნიერება ისედაც არ მაკლია: მიხარია ცხოვრება; მიხარია, რომ მყავს მაგარი მეგობრები; მიხარია, რომ ვარ ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყოველთვის ღიად გამოხატოს ემოციები.
– რამდენი წლის ხარ?
– ოქტომბერში 28 წლის გავხდი. ეს ასაკი ცოტა მაშინებს – უკვე ბევრია. მინდოდა, ყოველთვის 17 წლის ვყოფილიყავი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ძალიან სწრაფად გარბის დრო და თვალის დახამხამებაში უკვე 28 წლის გავხდი.
– საკმაოდ ხიფათიანი ადამიანი ხარ. ცხვირი შენი დაბადების დღეზე გაიტეხე?
– არა, დაბადების დღეს ავცდი. რას ვერჩი ამ ცხვირს, ვერ გავიგე, რადგან ეს მისი დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. არადა, მშვენიერი ცხვირი მაქვს და, რატომ გადავეკიდე, არ ვიცი.
– ამჯერად რა მოხდა?
– ცოტა არაფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი, თავი ვერ გავაკონტროლე და, სამწუხაროდ, ასეთი ფაქტი მოხდა ერთ-ერთ ღამის კლუბში. გატეხილი არ მაქვს, უბრალოდ, ცოტათი დამიზიანდა და, ასე ვთქვათ, ქირურგმა ჩამისვა.
– რა არის შენი პრინციპი, რომელსაც არასდროს ღალატობ?
– არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამას პრინციპი დაერქვას, მაგრამ, საშინლად ერთგული ადამიანი ვარ. თუ ვინმე ჩემიანად ჩავთვალე, რაც არ უნდა მოხდეს და გააკეთოს, ბოლომდე ჩემიანია. მოკლედ, ძალიან ერთგული ვარ, ადვილად ვპატიობ ადამიანს შეცდომას, ვარ სამართლიანი. სამართლიანობა, ერთგულება და სიყვარული – ეს ის პრინციპებია, რომლებსაც არასდროს ვუღალატებ.
– რაზე არ ამბობ არასდროს უარს?
– ახალი ურთიერთობების დაწყებაზე, რადგან ძალიან მიყვარს ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი სანაცნობო. ზოგადად, სიახლეები და მრავალფეროვნება მიყვარს. არ მიყვარს რუტინა და, ყოველთვის ვცდილობ, ერთფეროვან რეჟიმს გავექცე.

скачать dle 11.3