კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რა ეკრძალებოდათ უკრაინულ „ლაგერში” ყოფნისას ქართველ მომღერლებს და რა რთული რეჟიმისა და ბრძოლის გადატანა მოუწია გიორგი ჩიქოვანს

მომღერალი გიორგი ჩიქოვანი მსმენელმა სხვადასხვა პროექტიდან გაიცნო. ცოტა ხნის წინ კი, უკრაინულ „X ფაქტორში“  გამოსვლით მან არა მხოლოდ ჟიურის, არამედ მაყურებლის მოხიბვლაც შეძლო.
გიორგი ჩიქოვანი:  ამ ეტაპზე ვაპირებ ისეთ ქვეყანაში წასვლას, სადაც რთულია წარმატების მიღწევა. მაგრამ მე მაქვს საკუთარი თავის იმედი. ზოგადად, მიჭირს ჰაერზე წასვლა, „პადერშკა“ მჭირდებოდა და ეს „პადერშკა“ გამოჩნდა. ანუ, შემოთავაზება მაქვს ერთ-ერთი ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, ეს ჩემს მუსიკალურ კარიერას ეხება. პარალელურად, ვიმუშავებ კიდეც – ანუ, მუშაობის თემაც არის და ეს ძალიან კარგია, რადგან საკუთარი თავის რჩენის საშუალება მექნება. თან, ისეთი ქვეყანაა, თუ ერთ ადგილს გაანძრევ, რაღაცას გააკეთებ. ვიცი, რომ დიდი კონკურენციაა, მაგრამ მე არასდროს მეზარება შრომა. თუ ვინმეს ჩემზე ძლიერს დავინახავ, რა თქმა უნდა, ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევს. საქართველოში პირიქითაა, როდესაც თავისზე ძლიერს ხედავენ, იმაზე ცუდი უნდა თქვან. ჰგონიათ რეიტინგს დაუგდებენ და ამით უკეთესები გამოჩნდებიან, იმის მაგივრად, რომ იმუშაონ და გაიზარდონ.
– შენზე გაგიგია ცუდი რაღაცეები, თუნდაც „ორი ვარსკვლავის“ დროს, სადაც შენი მეწყვილე სალომე ღვინიაშვილი იყო.
– სალომე ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ მომღერლისთვის არაპროფესიონალთან ერთად სიმღერა, საკუთარი თავის წარმოჩენა, საკმაოდ რთულია. თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობდი, დავხმარებოდი. ამ პროექტში სალომესთვის ვიზუალთან დაკავშირებული კომპლიმენტი შეიძლება, მისაღები იყო, მაგრამ ის თემები: ესენი ვიზუალით ქაჩავენო, ძალიან მიტყდებოდა. მომღერალი ვარ, ჩემი ვოკალური შესაძლებლობები ვიცი, ამიტომ ასეთი რაღაცეები მაღიზიანებდა.
– თუმცა, ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს, როდესაც მის ვიზუალს უსვამენ ხაზს.
– მეც ძალიან მიყვარს, ბევრი მწერს ამას... მაგრამ, როცა მომღერალი ხარ, სიმღერის კონკურსში მონაწილეობ, ჯობია, შენი მუსიკალური მონაცემები შეაფასონ და მერე თუ ამასაც დაურთავენ, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი.
– რატომ გადაწყვიტე „X ფაქტორში“ გამოსვლა?
– უკრაინა მაინც დიდი ქვეყანაა, სხვა გამოცდიელბას იღებ, კონკურენციაც დიდია. თუმცა, წელს ძალიან ბევრი ქართველი მონაწილეობდა და ეს რომ მცოდნოდა, არ გავიდოდი. მხოლოდ უკრაინელებთან რომ მქონოდა კონკურენცია, უფრო მეტად გამიხარდებოდა. რაც მთავარია, ამ კონკურსში მონაწილეობა კარგი მასალაა იმისთვის, რისთვისაც მე მჭირდება. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ქართული პროექტების ჩანაწერი ვინმეს რომ აჩვენო, ალბათ გაეცინება. უხარისხო ჩანაწერები გვაქვს. უკრაინაში ხარისხიც კარგია, გაცილებით დიდ ქვეყანაში გავედი და ეს ყველაფერი მასალადაც მჭირდებოდა.
– საკმაოდ წარმატებულად გაიარე ძალიან ბევრი ტური. მაყურებელი განსაკუთრებით გგულშემატკივრობდა.
– ხალხის დამოკიდებულება იყო ძალიან კარგი. აქ ტაშის დაკვრაც ეზარებათ ან შეიძლება, ისეთ ადგილას დაუკრან, რომ ხელი შეგიშალონ. დაფასებაც იციან, მაგრამ თუ გადაგიარეს... სიმართლე გითხრათ, ჟიურიზე მეტად ხალხის რეაქცია მაინტერესებდა და ეს ყოველთვის დიდი იყო. ჟიურის წევრები, რა თქმა უნდა, პროფესიონალები არიან. მაგრამ, მაგალითად, სასედოვის აზრს ხალხის კარგი დამოკიდებულება მერჩივნა. ჯეკსონის სიმღერა რომ ვიმღერე, ისეთი ემოციები წამოვიდა, გარეთ ხალხი მელოდებოდა დიდი ოვაციებით.
– საკმაოდ რთული ეტაპების გადალახვა გიწევდათ.
– ქალაქგარეთ, საკმაოდ კარგ ადგილას მოწყობილი აქვთ ბანაკი, სადაც ყველანი ვცხოვრობდით. კარგი ნომრები გვქონდა, მაგრამ სულ გარეთ ვიყავით – გადაღებები გვქონდა, სიმღერებს ვარჩევდით. შეიძლება, ისეთი სიმღერა შეგხვდეს, საერთოდ არ იცოდე, თან მოსამზადებლად დროც თითქმის არ გაქვს. ღამის სამ საათზე ნომერში რომ შედიხარ და დილის 7 საათზე ისევ გადიხარ, უკვე აღარ იცი, ის 4 საათი დაიძინო თუ სიმღერა მოამზადო. ეს, ალბათ, მომავალში გამოგადგება, დიდი გამოცდილებაა, მაგრამ გადაღილობის გამო შეიძლება, შენი მაქსიმუმი ვერ აჩვენო. თან, მე საკვებსაც ვერ შევეგუე. ნორმალურად ნაჭამი არასდროს ვიყავი, არსად  გვიშვებდნენ. ტუალეტში რომ გადიოდი, ერთ-ერთი წარმომადგენელი უნდა გამოგყოლოდა. ოღონდ, ერთს რომ გაჰყოლოდა, ეზარებოდა, ამიტომ, რამდენიმე უნდა შევგროვილიყავით – 15-20 კაცი... დაველოდოთ, იქნებ სხვებსაც მოუნდეთო და ასე, ამდენი კაცი ერთად დავდიოდით ტუალეტში. ერთმანეთს ველოდებოდით და მერე ერთად მოვდიოდით. თავიდან ამ ყველაფერზე ვხალისობდით, მაგრამ მერე უკვე ხალისის თავიც არ გვქონდა. ერთ-ერთ ტურში გამოსვლისას მემჩნევა კიდეც, რომ ფეხზე ძლივს ვდგავარ, ლამის დავეცი. მეორეზე უფრო მოვედი ჯანზე, რადგან 5 საათი დაგვაძინეს. ეს ყველაფერი იყო, უპირველეს ყოვლისა, ნერვების გამოცდა. ბევრი მონაწილე წავიდა, ვერ გაუძლო რეჟიმს. მეც, რაღაც მომენტში, ვიფიქრე, ხომ არ წავიდე-მეთქი, მაგრამ გავუძელი.  ჯეკსონის სიმღერა უკრაინელ ბიჭს უნდოდა, მაგრამ მე ვუთხარი: ბევრია რუსული, უკრაინული სიმღერები, ინგლისური ცოტაა და იქნებ მე ვიმღერო-მეთქი და  დამითმო. რომ ვიმღერე, მითხრა: კიდევ კარგი შენ იმღერე, მე ამის ნახევარს ვერ ვიმღერებდიო. ქართველი ამას არ გეტყვის, ანუ ტიპმა რეალურად შეაფასა ყველაფერი. მე პირადად, ძალიან მიხარია, როდესაც კარგ ვოკალისტთან ერთად ვმღერი, ოღონდ არა შოუ-ბიზნესის აქტიურ წარმომადგენლებთან.
– მათთან არც გაქვს ახლო ურთიერთობა, მათ გვერდით არ ჩანხარ ხოლმე.
– ჩამყაყებული აზროვნება აქვს ბევრს და მირჩევნია, იმათან ერთად ვიყო, ვიმუშაო, ვინც რაღაცას აკეთებს, მუშაობს, ცოტა მეტი მიზანი აქვს. ძველები, რომლებსაც ერთი კუტოკი აქვთ, მხოლოდ ერთმანეთი ჰყავთ და თან, ერთმანეთზე სულ ცუდს ლაპარაკობენ – ასეთ სასტავში არ შემიძლია. ვითომ ერთმანეთზე რომ გიჟდებიან და მერე ზურგს უკან ამბობენ: ფუ, ამან ვერ იმღერა, ამან თბილისობაზე იმღერა, მე არ მამღერეს, მე რაიონში გამიშვეს, მე იქ არ მეკადრება... წადი რა, შენი საქმე აკეთე, იმღერე!
– რა ხდება პირადში?
– ძალიან შევეჩვიე თავისუფლებას. რადგან წასვლას ვგეგმავ, ამიტომ მირჩევნია, თავი შევიკავო სერიოზული ურთიერთობებისგან. ოჯახის შექმნა და სერიოზული ურთიერთობები, ალბათ, ხელს შემიშლის. უკვე კითხვები წამოვიდა: როდის მოგყავს ცოლი, როდემდე უნდა იყიალო. ჯერ უნდა იცხოვრო, მყარად დადგე ფეხზე და მერე მოიყვანო ცოლი. ჩვენთან 20 წლის ბიჭს მოჰყავს ცოლი და მერე იწყებს ცხოვრებას. არადა, ჯერ უნდა ნახო რაღაცეები, იცხოვრო, გაიარ-გამოიარო, დაღვინდე და მერე იქნები მზად.
– როგორი გოგონები მოგწონს?
– არ მაქვს სტერეოტიპი, ყველანაირი შეიძლება, მომეწონოს. უფრო კარგი ტიპშა მომწონს, ვიდრე დაპურწკნული ბარბი გოგონა, ორ სიტყვას რომ ვერ აბამს. მქონია წარსულში ასეთთან შეხება. ამის გამოცდილება მაქვს და არ ღირს. საუბარი მიყვარს, საძმაკაცოც სულ ვზივართ, ბევრ რამეზე ვსაუბრობთ. გოგო შეიძლება, რაღაცეებში ჩვენსავით ვერ ერკვეოდეს, მაგრამ თუ ვერც ხუმრობს, საუბარში არ ერთვება, კონტაქტში ვერ შემოდის, ასეთთან ურთიერთობა ვერ მექნება. რაც მთავარია, მიყვარს, როცა გოგო იღიმება, მეც მიხარია და მეც ვიღიმები.
– როცა მოგწონს, რას აკეთებ?
– ხშირად გოგონები აქეთ აქტიურობენ. თუ ძალიან მომწონს და პირველ ნაბიჯს ის არ დგამს, მე მიჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გადავდგამ. თუმცა, არ ვარ ისეთი ტიპი, ამწეკრანით მეცხრე სართულზე ავაკითხო, ცეცხლი დავუნთო ეზოში... თუმცა, შემიძლია, ეს ყველაფერი სხვანაირად გამოვხატო.

скачать dle 11.3