კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოიყვანდა თავიდან ცოლად ტარიელ სუარი ია ფარულავას ფარულად და მისცემენ თუ არა მას შვილის ნახვის უფლებას

ტარიელ სუარმა საქართველოს მასშტაბით ყველაზე რთული პროექტი განახორციელა, რაც კი კლასიკური გიტარის ისტორიაში ყოფილა – მან ერთი ინსტრუმენტით შეძლო გია ყანჩელის არაჩვეულებრივი ნაწარმოებების გადმოცემა. როგორც თავად ამბობს, მუშაობის პროცესი ძალიან რთული იყო. მის გარდაქმნილ მუსიკაში ბევრი ფერი და განსხვავებული ბგერებია. მუსიკოსის შემოქმედებასა და ოჯახური ცხოვრების საინტერესო დეტალებს ინტერვიუდან შეიტყობთ.

 ტარიელ სუარი: პირველმა წამოვიწყე პროექტი „შერეკილი გიტარა”, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არ აღმოჩნდა კლასიკოსი გიტარისტი, რომელიც ამ ურთულეს ამოცანას შეეჭიდებოდა. გია ყანჩელის მუსიკა ურთულესია იმ თვალსაზრისით, რომ ერთი ინსტრუმენტისთვის არასოდეს იწერება. როგორც ბატონმა გიამ მითხრა, მას ჩემამდე არასდროს უმუშავია მუსიკოსთან ერთი ერთზე. პირველი კონცერტით, ძალიან კმაყოფილი იყო მსმენელი.  ამ პროგრამის ევროპაში გატანას 2017 წელს ვგეგმავ. ეს არის ყველაზე რთული რამ, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. ბატონ გიასთან მუშაობა ჩემთვის იყო პატარა ზღაპარი. სულ მეუბნებოდა: ბატონო ტარიელ, გაამარტივეთო, მაგრამ, ვერ ვახერხებდი ამას, პატარა ნიუანსის ამოღებაც კი მენანებოდა. საბოლოო ჯამში, კარგად გავართვი თავი ამ რთულ დავალებას და, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ მსოფლიო საგიტარო სამყაროში ეს არის სიახლე. არცერთ ნაწარმოებში არ არის იმდენი ფერი შეტანილი, რამდენიც ბატონი გია ყანჩელის ნაწარმოებებში. კონცერტებს მოჰყვა კრიტიკაც გიტარისტებისგან, ოღონდ, ისინი მაკრიტიკებდნენ, ვისაც ევროპული განათლება არ აქვს კლასიკურ გიტარაში. საქართველოდან დაახლოებით 25 მუსიკოსი ვიქნებით, რომლებმაც ამ კუთხით ევროპაში მივიღეთ განათლება და მათგან მხოლოდ მე დავბრუნდი საქართველოში. ადგილობრივი გიტარისტებისთვის ჩემი ეს ნაბიჯი, რატომღაც, მოსაწონი არ იყო. ამბობდნენ ხოლმე, რომ დაკვრის დროს  ბევრ  ფლაჟოლეტს ვიყენებდი და ამით მინდოდა მათი გაგიჟება (იცინის), მაგრამ, ეს ბატონი გიას მოთხოვნა იყო. თუმცა, კრიტიკას, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის ვითვალისწინებ იმ დოზით, რამდენიც მისაღებია ჩემთვის.
– ევროპაში კლასიკური გიტარის შესასწავლად წახვედით?
– დიახ, 11 წელი ვცხოვრობდი გერმანიაში. იქ უმაღლეს ქულებზე ჩავაბარე და სწორედ ფრანკფურტში დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლა. იყო ბევრი კონცერტი, საღამოები და ასე შემდეგ. თავიდან გამიჭირდა გერმანული ცხოვრების წესისთვის ალღოს აღება, მაგალითად, აქ სამი თვე რომ ვუკრავდი, ოთხი თვე ვისვენებდი, იქ კი ყოველდღიური შრომაა საჭირო. იმ  განათლებისთვის, რაც ევროპაში მივიღე ნამდვილად ღირდა, ჩემი ხუთი ბინიდან ერთ-ერთის გაყიდვაც, სტიპენდიისთვის შრომაც, გაჭირვების გადატანაც და ასე შემდეგ. ბინა იმიტომ გავყიდე, რომ არ მქონდა დიდი სტიპენდია, თუმცა, რომ ჩამოვედი, ისევ ვიყიდე (იცინის). საქართველოში მეუღლის გამო მომიწია დაბრუნება – ან ია უნდა წამოსულიყო გერმანიაში, ან მე უნდა დავრჩენილიყავი. იას გერმანიაში წამოსვლას აზრი არ ჰქონდა, შესაბამისად, მე ჩამოვედი.
– რატომ აირჩიეთ გიტარა და არა სხვა ინსტრუმენტი?
– ძალიან მომეწონა, როცა ერთ-ერთ გიტარისტს მოვუსმინე. მაშინ 15 წლის ვიყავი, საკმაოდ დიდი. ამ ასაკში რთულია თითების დამორჩილება, მაგრამ, ერთ წელიწადში მივაღწიე სასურველ შედეგს. დღეში 12 საათი ვმეცადინეობდი, ერთი წლის შემდეგ კი სოლო კონცერტი ჩავატარე, რომელიც ურთულესი იყო – სტუდენტები კონსერვატორიას ამთავრებდნენ მსგავსი პროგრამით. ვიყავი ფალიაშვილის ინსტიტუტის სტუდენტი და მალევე გავხდი სახელმწიფო  ფილარმონიის სოლისტი. საქართველოშიც თავიდანვე წარმატებული კარიერა მქონდა. მაშინ კლასიკური გიტარა სათანადო დონეზე იყო. სამწუხაროდ, ჩვენთან არაა  შემოსული ევროპული საგიტარო სკოლა და, აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, პედაგოგიური მოღვაწეობა დამეწყო.
– შვილის ნახვის უფლება არ გქონდათ. რამე ხომ არ შეცვლილა?
– არაფერი შეცვლილა და ველოდები იმ მომენტს, როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცემა. ანა 3 წლისაა და გერმანიაში ცხოვრობს. ველაპარაკე მის ადვოკატს და შემპირდა, ისე გააკეთებს საქმეს,  რომ შევძლებ ბავშვის ნახვას. მე მის დედასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს უკვე წლებია.
– ამბობენ, რომ პოპულარობა იამ მოგიტანათ. თქვენც ასე ფიქრობთ?
– საქართველოში გერმანიიდან შვიდი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ჩამოვდიოდი, ვქირაობდი კონსერვატორიის დარბაზს და ვმართავდი კონცერტებს, რასაც ყოველთვის დიდი გამოხმაურება ჰქონდა  მედიისაგან. „იმედი”, „რუსთავი 2,” „პირველი არხი”, რადიოები – ყველა აშუქებდა. ერთი კვირის განმავლობაში სახლში ვერ შევდიოდი, სულ ინტერვიუებზე სიარული და გადაცემებში მონაწილეობის მიღება მიწევდა. საქართველოშიც  არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაუღიათ ჩემს მოღვაწეობაზე.  იმის შემდეგ კი, რაც ია შევირთე ცოლად, მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი გადაცემაში. სავარაუდოდ, იამდე  მისმენდა და მიმახსოვრებდა ის სეგმენტი, რომელიც დაინტერესებული იყო მუსიკით და არა ჩემი პირადი ცხოვრებით. მოვიყვანე თუ არა ია ცოლად, მას შემდეგ მთელი საქართველო მცნობს და ეს ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. კიდევ რომ მომეცეს შესაძლებლობა, იას ფარულად მოვიყვანდი ცოლად.
– ხომ იცოდით, ვინც მოგყავდათ ცოლად? ბუნებრივია, რომ იქნებოდა მსგავსი დაინტერესება.
– არ ვიცოდი, არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდა. საერთოდ, როდესაც მე „ნიჭიერის” სცენაზე გამოვედი და ეს ნაბიჯი  გადავდგი, მხოლოდ მის ღირსებაზე ვფიქრობდი. არ ვიცი, „ნიჭიერში” გამოსვლა  შეცდომა იყო თუ არა, მაგრამ, მინდოდა, ქართველი ქალი გამეღმერთებინა; ვხედავდი, ზოგადად რა დამოკიდებულება იყო ქალების მიმართ და, მინდოდა, მაგალითი ვყოფილიყავი სხვებისთვის. ია, რა თქმა უნდა, დიდი სიყვარულით ავირჩიე და გაგიჟებული ვიყავი მასზე, უბრალოდ, შემეძლო, ჩვეულებრივად მეთხოვა ხელი და „ნიჭიერში” არ გამოვსულიყავი. ახლა კი, როგორც ვატყობ, ჩვენთან მამაკაცების ღირსებას უფრო  სჭირდება დაცვა, ვიდრე ქალებისას  (იცინის).  
– იცოდა იამ, რა მიზანიც გამოძრავებდათ და რის გამოც აპირებდით „ნიჭიერში” გამოსვლას?
– ეს უცებ გადავწყვიტე და ამის შესახებ თვითონაც არ ვიცოდი. „ნიჭიერიდან” დამირეკეს  და მითხრეს, რომ იაზე ვაპირებდი  ჯვრის დაწერას და შემომთავაზეს, ხელი სცენაზე მეთხოვა. ვეჭვობ, რომ იამ იცოდა ამის შესახებ. ჩვენი ურთიერთობა იქამდე განვითარდა, რომ სხვა გზა აღარ იყო. შეუღლებამდე, ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს.
– ბევრი ჭორი დადის თქვენი გაშორება-შერიგების შესახებ, რომელს ეთანხმებით?
– სწორედ ამ ჭორების გამო ვთქვი, რომ საჯაროდ არ უნდა გამოვსულიყავი-მეთქი. ალბათ, სიამოვნებთ ამ ჭორების გავრცელება. ამის გამო უკვე აღარ ვსაუბრობთ პირად თემებზე. ია არაჩვეულებრივი ადამიანია, მას ყოველთვის აქვს სურვილი, დამეხმაროს და კონცერტები დამაგეგმინოს, მაგრამ, ისევ მირჩევნია, თვითონ გავაკეთო ყველაფერი, როგორც ადრე.  ჩემთვის არასასურველი სურათი იქმნება ამ ჭორებით – თითქოს კაცებს არაფერი შეგვიძლია ქალების გარეშე.
– რთულია, იყო ია ფარულავას ქმარი?
– რთულია ერთადერთი მიზეზის გამო: ის არის ძალიან ძლიერი ქალი და, რადგან კონფლიქტებიც მოგვდის, ალბათ, მეც არ ვარ სუსტი (იცინის).
– „ფეისბუქზე” დაწერეთ, რომ სიყვარულის სამინისტროს შექმნა გსურთ. რას გულისხმობდით ამ სტატუსით?
– ვგულისხმობდი ჩემს ცხოვრებას გერმანიაში. იქ ჩანს, როგორ უყვარს ხალხს ერთმანეთი, საქართველოში კი ამას ვერ ვხედავ და გული მწყდება, იმ სიძულვილის გამო, რასაც დღეს ვუყურებ საზოგადოებაში. სახელმწიფო თუ იფიქრებს ამ საკითხზე, ურიგო არ უნდა იყოს. არ მიხუმრია მე ეს, სერიოზულად დავწერე. ინგლისში ხალხი მოსუქდა და ფიტნესის სამინისტრო შექმნეს, საქართველომ რა დააშავა?!
– მინისტრობასაც ხომ არ გეგმავთ?
– არა, მე პოლიტიკისგან შორს ვარ. მინდა, რომ ეს ატმოსფერო შეიცვალოს და სიძულვილი აღარ იყოს.

скачать dle 11.3