კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უპირებენ გიორგი ქისტაურს თმით თრევას და რატომ ლანძღავენ მას ყველაზე მეტად დედები

გიორგი ქისტაური საზოგადოებამ ინტერნეტსივრციდან გაიცნო. სოციალურ ქსელში ატვირთულია მისი გადაღებული ვიდეოები, სადაც ის ცნობილი ადამიანებისა და პოპულარული ქართული ტიპაჟების მხიარულ პაროდიებს აკეთებს. გიორგი ცოტა ხნის წინ  „ვოისში“ გამოჩნდა, ანრის გუნდში მოხვდა და სხვა მონაწილეებს შეუერთდა. გარდა ამისა, უკვე ყოველ სამშაბათს „იმედის“ ეთერში მისი მომზადებული ხალისიანი სიუჟეტებიც გავა.

 გიორგი ქისტაური: ბოლო დროს ბევრი საქმე გამომიჩნდა და სულ გადარბენებზე ვარ. „იმედისთვის“ ვწერ საპილოტე გადაცემებს და, თუ მოეწონებათ და, სიმართლე რომ ვთქვათ,  უკვე მოეწონათ, ყოველ სამშაბათს გავა ჩემი სიუჟეტები. სანამ „ვოისი“ იქნება, მეც ვიმუშავებ, მისი დამთავრების შემდეგ კი უკვე ყოველ დილით ვიქნები ჩართვაში. ცოტა ხანს ჩემს „ფეისბუქ-გვერდზე“ შევამცირებ ვიდეოების დადებას და გადავიტან ტელევიზიაში.
– შენგან, ალბათ, სერიოზულ რაღაცეებს არც ითხოვენ და არც ელოდებიან.
– სერიოზულად, წარბის აწევით, მხოლოდ გადაცემებში მიწევს საუბარი, სადაც ვხსნი ამ სისულელეებსა და სიცანცარეს. დღეს ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მივდივარ და მეშინია, „გაპაზორებული“ არ წამოვიდე. ჩემს მეგობრებს დაემართათ ასეთი რაღაცეები და მერე დედებისა და მამების დაბლოკვა მოუწიათ.
– შენც ხომ არ გიწევს მშობლების დაბლოკვა?
– დედაჩემი დღესაც დაბლოკილი მყავს, თუმცა, ყველაფერი იცის, რასაც ვაკეთებ, რადგან, ინტერნეტპორტალები ყველაფერს აქვეყნებენ. თან, ისეთ ფოტოს დებენ. ვინმეს რომ დავეხმარო, სახლი რომ ვუყიდო, ერთ-ერთი პორტალი მაინც კაბიან ან რამე შეუფერებელ ფოტოს დამიდებს – ეს არასწორად მიმაჩნია. თუმცა, მე ხომ ყველა არანორმალურად მიცნობს და, მეც ვცდილობ, ეს იმიჯი შევინარჩუნო – არ გადავიდე რაღაც სატელევიზიო შოუებში.
– ამ ყველაფრის მიღმა როგორი ხარ?
– ყველა მეუბნება, რომ ვარ ძალიან სერიოზული და ვერავინ ჩემთან ერთად ვერ გაერთობა ისე, როგორც ვიდეოებში ერთობიან. მაშინ უნდა ვიყო არაფხიზელ მდგომარეობაში, კარგ განწყობაზე, რაც იშვიათად ხდება. ყველაფერი გავაკეთე, რაც კი შეიძლებოდა გამეკეთებინა და  აღარ მოდის იდეები. ამიტომ მიწევს ორი-სამი დღე ფიქრი – ხვალ რა გადავიღო. ეს ცოტა მამძიმებს, მგონია, რომ მეჭეჭყება ეს პატარა ტვინი. თუმცა, პარალელურად მეხმარება იმაში, რომ ჩემი კრეატივი გავამყარო. ჩემთვის მთავარია ჩემს „ფეისბუქ-გვერდზე“ რეიტინგი შევინარჩუნო  და გამომდის კიდეც. მთელი საქართველოს მასშტაბით მეორე ადგილზე ვარ.
– დედას ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით იხსენიებ. ჩვენი ბევრი მშობელი შენს ასეთ ვიდეოებსა და იმიჯს არ მიიღებდა კარგად.
– ყველაზე მეტი ლანძღვა სწორედ დედებისგან მომდის: ნუ დებ ასეთ ვიდეოებს, ჩემი შვილი უყურებსო. მისი შვილი რომ უყურებს, მე რა შუაში ვარ? ჩემი ვიდეოებიდან ცუდს ვერაფერს ისწავლიან. სასაკლაოების ყურებას, არ ჯობია, ჩემს სასაცილო ვიდეოებს უყურონ და დამშვიდნენ დედიკო-ქალები?! დედაჩემს რაც შეეხება, ის პირველი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, დედამიწაზე,  მთელ გალაქტიკაში; ჩემი სტიმული და მაგალითია. ოჯახში მე, დედაჩემი და მამაჩემი ვართ. თავიდან ძალიან ცუდი სიტუაცია მქონდა, მიუღებელი იყო რაღაცეები. მაშინ ჩემი ახლო მეგობარი თუ დაწერდა კარგს ჩემზე, დანარჩენი სულ ცუდი იწერებოდა. ახლა კი,  პირიქით, სულ კარგი კომენტარებია, აღარ არის ლანძღვა-გინება – ალბათ, გავიზარდე. ეტყობა, ჩემი ბრალიც იყო – ჩემს ძველ ვიდეოებს რომ ვუყურებ, შეიძლება, მეც გამჩენოდა აგრესია. უბრალოდ, აღარ ვარ ის ტიპი, რომელიც აგრესიას ინტერნეტში აფიქსირებს. დღეს მამაც და დედაც გვერდში მიდგანან და მგულშემატკივრობენ. მამა ახლაც ქვემოთ მელოდება.
– ანრი გეუბნებოდა, ბევრს უნდა შენი თმით თრევაო და მართლა არიან ამის მსურველები? ალბათ, უფრო მეტად მეგრელები, რადგან ხშირად სწორედ მათ პაროდიას აკეთებ.
– თეონა ყოლბაიამ, პატიმარი რომ არის, მითხრა: შეცვალე პაროდია, თორემ, ექვს თვეში, ციხიდან რომ გამოვალ, ან მე შევბრუნდები უკან, ან შენ წახვალო, – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. მეგრელები ბავშვობიდან მიყვარს, სულ ვამბობ: მეგრელი ცოლი უნდა მოვიყვანო-მეთქი. ინდირა ჯგერნაიას პაროდია ყველაზე პოპულარულია, ოთხეულშია რეიტინგით. რომ დავდე, ინდირამ მომწერა, გააქრე ვიდეოებიო, თან – ძახილის ნიშნებით. ინდირაზე გაგონილი მქონდა, ვიღაცას სცემა, ვიღაცა თმით უთრევია, ამიტომ, ცოტა შემეშინდა, ჰუმანური საუბარი გავუშვი და საბოლოოდ მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა.
– დიპლომატიის ნიჭიც გქონია.
– სამი წელი ფსიქოლოგი ვიყავი უნარშეზღუდულ ბავშვებთან, თან მაშინ 13 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, ფულზე არ მიმუშავია. მინანქარზე დავდიოდი და იქვე იყო მათი სკოლა. მასწავლებელს სადღაც უნდოდა გასვლა და მე მთხოვა – შედი, გაართეო. იმ დღის მერე ბავშვები ჩემ გარეშე საჭმელს აღარ ჭამდნენ და მეც უბედნიერესი ვიყავი: ყოველდღე მივდიოდი და მე ვიყავი მათი გამამხნევებელი, სტიმულის მიმცემი – ეს იყო ჩემი უბედნიერესი წლები. მერე ბელგიაში მომიწია წასვლა. ბავშვობიდან ვხატავ, მინანქარზეც ვმუშაობ და ძალიან მომწონდა ეს საქმე, მაგრამ ვიდეოებმა და „ფეისბუქის“ ლაიქებმა ისე გამიტაცა, რომ თავი დავანებე ამ რაღაცეებს. პირველად ვიდეო რომ დავდე და 400 ნახვა ჰქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ახლა კი უკვე 2 მილიონი ნახვა აქვს ჩემს ვიდეოებს.
– ყველაზე მძაფრი რეაქცია ვის ჰქონდა შენს ვიდეოებზე?
– მარი ბაბეტას და გვანცა ბაგრატიონს. საქართველოში ხომ არის გოგონების კატეგორია: გამოსული, ჩამოყალიბებული გოგონები და – ქაჯები, ჭინკები, ერთი სული რომ აქვთ, ვიღაცას ეცნენ. გვანცა ბაგრატიონის შემთხვევაში იყო სწორედ ასე. მე და გვანცა კარგი ნაცნობები ვიყავით. ერთ დღეს მივწერე: შენი პაროდია გავაკეთე და ნახე-მეთქი და უცებ მწერს – „იდი ნ-ო...“ არადა, მისი პაროდია ვიზუალურად ძალიან მსგავსი იყო: ფქვილები დავიყარე თავზე, ტატუ გავიკეთე, მთლიანი ფლაკონი ტონალურის გადასხმა დამჭირდა სახეზე. გვანცას რომ დაემსგავსო, მთელი ჩანთა მაკიაჟი უნდა დაიყარო სახეზე.
– მამაკაცების პაროდიას რატომ არ აკეთებ?
– გრძელი თმა მაქვს, ანუ, იმიჯი მაქვს ისეთი, რომ არ გამოვა. თან, მინდა გავაკეთო ის, რაც ჩემს რეიტინგს, წინსვლას აწყობს, რომ ვერ გაურკვევიათ, გიორგი ქისტაური გეია, „ლესბინკაა“ თუ ვინ არის. აქაც არ ვიტყვი, ვინ ვარ. პირველი შეკითხვა ეს არის: ბიჭო, შენ მართლა ასეთი ხარ? როგორი? გეი, „პიდარასტი“.
– შეყვარებული გყავს?
– მყავდა ბელგიაში, ქართველი გოგონა, 7 თვე ვცხოვრობდით ერთად და მერე დავშორდით. რომ ჩავედი, გეების პარადი იყო, თან კონჩიტას კონცერტი  და პირველად იქ წავედით. მოვწიეთ, განგრეულ კაიფში ვიყავით და ვუთხარი: მე ვინც მეგობარი გოგონა მყოლია, ყველასთან მიზასავია და, არ გინდა, შენც გეზასავო-მეთქი. მოკლედ, გასაკეთებელი შუა პარკში გავაკეთეთ და იმ ღამესვე მითქვამს: ჩემი შეყვარებული მინდა იყო-მეთქი. მეორე დილით მომეწონა ჩვენი შეყვარებულური მდგომარეობა და ასე ვიყავით შვიდი თვე შეყვარებულები. მერე წამოვედი, მთელი ტირილ-კივილი გვქონდა და დამთავრდა ყველაფერი.
– როგორი მწვრთნელია ანრი?
– მეც გიჟი ვარ, დარტყმული და ანრიც ჰაერში დაფრინავს, ისეთებს აკეთებს. ძალიან კარგი მეგობარია, ისეთი უშუალო ურთიერთობა აქვს ყველასთან. გამიხარდა, რომ მასთან მოვხვდი და კარგი მეგობარი შევიძინე.

скачать dle 11.3