კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რისკთან არის დაკავშირებული წლევანდელი ნალექით ჭარბი შემოდგომა და სად არის თბილისში ყველაზე სახიფათო ზონები

13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ თბილისში მეწყრული საფრთხეების შესახებ თემა უფრო და უფრო აქტუალური გახდა, თუმცა  მეწყრული კერების გასანეიტრალებლად ბევრი არაფერი გაკეთებულა; უფრო მეტიც, ახლახან ცნობილი გახდა, რომ სვანიძის ქუჩაზე, რომელიც ტრაგედიის ეპიცენტრი იყო, ორი მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. რა საფრთხეებთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული, სად არის თბილისში სახიფათო მეწყრული ზონები და როგორ უნდა მოხდეს მათი განეიტრალება, ამის შესახებ საქართველოს მწვანეთა მიძრაობის – „დედამიწის მეგობრების” საქართველოს წარმომადგენელს, გეოგრაფ ნიკოლოზ ინაშვილს გავესაუბრეთ.

 ნიკოლოზ ინაშვილი: რთული რელიეფიდან გამომდინარე, საქართველოში კატასტროფული რისკები  საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ხშირია მეწყერი და წყალმოვარდნები. აქტუალურია თბილისის ზონა, რომელიც გამოირჩევა  მეწყრული ზონებით.  13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, თემა ეპიცენტრში რჩება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და სხვა დანარჩენ დროს ბევრი არაფერი კეთდება პრობლემების გადასაწყვეტად.  ვერის ხეობა ყოველთვის იყო გეოლოგებისა და ჰიდროლოგების დაკვირვებების ქვეშ როგორც აქტიური, სენსიტიური ზონა; ამის მიუხედავად, მრავალი სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან ის ტრაგედია, რაც აქ  რამდენიმე თვის წინ დატრიალდა. მეწყრული ზონების გააქტიურების ყველაზე სახიფათო  ფაქტორებია – ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევა და  კლიმატური ცვლილებები, რაც  მსოფლიოს გლობალური პრობლემაა და  ეს ახალი არ არის.     თბილისში იმდენი აქტიური მეწყრული ზონაა, რომ, სად რა პრობლემა შეიძლება გაჩნდეს, კაცმა არ იცის.
– განსაკუთრებით უხვნალექიანი აღმოჩნდა ეს შემოდგომა.  წყალმოვარდნები, როგორც წესი, გაზაფხულზე  ხშირდება.  რამდენად დიდია სხვა სეზონებში მაღალი ნალექის გამო მეწყრული ზონების გააქტიურების საფრთხე?
–  რა თქმა უნდა, ყველაზე სახიფათო გაზაფხულის პერიოდია, როცა იმატებს ტენიანობა, რაც იწვევს ნიადაგის საფარის დამძიმებას, მით უფრო, თუ ეს  ზონა მაღალი დახრილობისაა.   თუ ნიადაგის ფენა არის თიხნარი,  უხვი ნალექი იწვევს ნიადაგის გაჯირჯვებას და წარმოიქმნება მეწყერი.  საქართველოში ტყის მასობრივმა ჩეხამ ხელი შეუწყო მეწყრული პროცესების გააქტიურებას; ასევე,  დიდი  პრობლემაა სეზონურობის დარღვევა, რაც იწვევს მომატებულ კატასტროფებს. ეს არ იყო დამახასიათებელი საქართველოს კლიმატისთვის – წლევანდელი ზაფხული, ისეთი გვალვიანი იყო, ბევრს არ ახსოვს ასეთი ზაფხული.  კლიმატის ცვლილება უკვე დაიწყო, რაც იწვევს სეზონურობის ცვლილებას, შემოდგომაზე საგრძნობლად მოიმატა ნალექმა, რაც ადრე არ ყოფილა საქართველოში, ამიტომაც გაიზარდა წყალმოვარდნების რიცხვი. ტემპერატურა დედამიწაზე პლუს-მინუს 1,5-1,6 გრადუსით არის შეცვლილი, თუმცა ჩვენ ყველა ვხდევათ კლიმატის უფრო რადიკალურ  ცვლილებებს, კლიმატის ცვლილება თბილისზე მეტად ჩანს საქართველოს რეგიონებში, მაგალითად, მაღალმთიანეთში, სადაც ზამთარი იყო მკაცრი, უფრო ხანგრძლივი, ახლა კი ზამთარში უცებ შეიძლება  ზაფხული „დადგეს” და მერე უცებ აცივდეს. თბილისის ტერიტორიაზე ყოველთვის იყო მეწყრული ადგილები, მაგრამ ურბანიზაციის განვითარებამ და გეოლოგიური  სტრუქტურის დარღვევამ  ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა.   ჩემთვის ცნობილია,  რომ სვანიძის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე თვის წინ მოხდა ასეთი კატასტროფა,  ორ მაღალ კორპუსს ააშენებენ.  არ ვიცი, ეს მოსახლეობის ინტერესი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ, ეს ქუჩა სრულად არ შევიდა რისკის ზონაში. ალბათ, მთავრობა ფიქრობს, განაახლოს ის. თუ დააკვირდებით ახალ მაგისტრალს, აქაც შემოდის  დიდი რაოდენობით ინერტული მასალა და ხდება მაგისტრალის ამაღლება. ამ მეწყრის შემდეგ, იქ, სადაც კატასტროფა დაიწყო, იმდენი ფერდობი გააქტიურდა,  70-ზე მეტი მეწყრული ზონა დათვალეს. თუ ეს მასივი მოწყდა, ახალი ტრაგედიის თავიდან აცილებას ვერც რელიეფის ამაღლება უშველის და ვერც ვერაფერი. ეს ზონა მთლიანად რისკსაშიშ ზონად უნდა გამოცხადებულიყო. საერთოდ არაა შესწავლილი მიწისქვეშა თბილისი, ყველაფრის გადინება (ელექტრიფიკაცია, გაზი, წყალი) ხდება ქაოსურად და, შესაბამისად, ეს ყველაფერი ქმნის დიდ რისკ-ფაქტორებს. ამ  პრობლემას მოჰყვა. ელბაქიძის დაღმართის ჩანგრევა. ეს იყო მშრალი ხევი, წყალშემკრები. წვიმის დროს გზებზე  ინგრევა ასფალტი და  ჩნდება ღრმულები, რაც მიგვანიშნებს, რომ მიწისქვეშა თბილისს კარგი  მიხედვა სჭირდება. ეს საკითხი განსაკუთრებით დიდ პრობლემებს შეუქმნის თბილისის ძველ უბნებს.   
– სად არის თბილისში ყველაზე სახიფათო მეწყრული ზონები?
– ყველაზე სენსიტიური უბანი, რაც სპეციალისტებს დიდი ხანია გვაწუხებს, არის მუხათგვერდის სასაფლაოს  ასასვლელი, დიდი დიღმის მეორე-მეოთხე მიკრორაიონების თავზე. ეს ტერიტორია იმდენად მეწყრულია, რომ გზა ყოველწლიურად ინგრევა და რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს არის მასშტაბურად ყველაზე დიდი მეწყრული  მასივი თბილისში.  ამ  ფერდობის დახრილობა და წყლის ზედაპირული ნაკადები იწვევს თიხნარის ნიადაგის ეროზიას და დამეწყვრას. საბედნიეროდ, დასახლებული პუნქტები ამ ტერიტორიიდან საკმაოდ მოცილებულია, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ახალდასახლებები და ინდივიდუალური ბინათმშენებლობები, რაც ამ ტერიტორიების ახლოს მიმდინარეობს, დროთა განმავლობაში შეიძლება საკმაოდ სარისკო ზონად იქცეს. ეს დაახლოებით წააგავს 30-იან წლებს, როცა ვერის ხეობაში მოხდა ინდივიდუალური დასახლება, საფრთხე რომ არსებობს,  ამას საზოგადოება სამწუხაროდ,  მაშინ ხვდება, როცა ფაქტის წინაშე დგება. მეწყრული ზონაა თემქის ტერიტორიაზე არსებული მონაკვეთი; გლდანის მიმართულებით თუ მოძრაობთ, შეამჩნევთ ორ მაღალ კორპუსს, რომლებიც აშენებულია მეწყრულ ზონაში.   ეს კორპუსები კომუნისტების დროს აშენდა, თუმცა მაშინვე იყო ცნობილი,  რომ ეს ტერიტორია მეწყრული ზონა  იყო. ეს ერთ-ერთი მსხვილი მოძრავი მეწყერია, რომლის შეჩერებას  წლების წინაც კი ცდილობდნენ, თუმცა ეს პროცესი უშედეგოდ დასრულდა. მეწყრული პროცესის განეიტრალება ძალიან რთული პროცესია. ყველაზე მსუბუქი მეთოდია, იქ, სადაც არის დაბალი დახრილობა, ნიადაგი უნდა გამაგრდეს სპეციალური მცენარეული საფარით. საინჟინრო ნაგებობებით მეწყრული ზონის გამაგრება საუკეთესო საშუალებაა.  თბილისის მსხვილ მეწყრულ ზონებს შორისაა თბილისის ზღვის ტერიტორია თემქის მხრიდან; ეგრეთ წოდებული თემქის ჭაობი მთლიანად მეწყრული ზონაა, ასევე, ცირკის ტერიტორია და  მისი მოპირდაპირე მხარე. გარდა იმისა, რომ აქ გაიკაფა მცენარეული საფარი, ის წერტილი, ანუ  ცირკის ტერიტორია, ხელოვნურად არის ამაღლებული.  მეორე მხარეს დაირღვა რელიეფის სტრუქტურა – წვიმების დროს თამარ მეფის ხიდისკენ მიმავალ ტროტუარზე ყოველთვის შეამჩნევთ ნიადაგის გადმოყრილ მასას, რაც ნიშნავს, რომ  ეს  მეწყერი მუდმივად გვახსენებს თავს, თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ იქვე ახლოს ორი უზარმაზარი კოშკურა შენდება.  
– არის საუბრები თბილისი-რუსთავის გზის მონაკვეთზეც, რომელიც ასევე მეწყერულ ზონას მიეკუთვნება.
– ის მონაკვეთი, სადაც რუსთავი-თბილისის გზის გაფართოება ხდება, ყოველთვის იყო მეწყრული ზონა. ავტომობილით თუ მოძრაობთ, მარტივად მიხვდებით, რომ იქ ნიადაგის ქანები მცოცავი და  ტალღოვანია. თუ  გზის გაფართოება კარგი საინჟინრო ნაგებობებით მოხდა, რიკსი შემცირდება. რაც მე ვნახე გზის მშენებლობის პერიოდში, საშიში ზონის ფენა მოხსნილია; თუ  ამას მოჰყვება  გამაგრებაც, პროცესის შეჩერება შესაძლებელია.

скачать dle 11.3