კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„ლოცვითი განწყობა ღვთის მიერ ბოძებული ძღვენია“
ბერი იოსებ დიონისელი
დიდი თავმდაბლობისა გამო მამა არსენი არასდროს გამოსულა სიტყვით დიდ შეკრებებზე, – მისი სენაკი ჰგავდა მცირე სასწავლო აუდიტორიას, რომელშიც მუდამ იყვნენ რჩევა-დარიგებისთვის მისული ადამიანები.
ერთხელ მამა არსენს ჰკითხეს: მორჩილების შესრულების დროს უნდა წარმოვთქვამდეთ ლოცვასო? ღირსმა მამამ მიუგო: „რა თქმა უნდა, ლოცვა არ უნდა წყდებოდეს!“ ბერებმა შესჩივლეს: „ვცდილობთ, მუდმივად ვილოცოთ, მაგრამ გონება გვეფანტება“. მაშინ მამა არსენმა მათ შემდეგი რჩევა მისცა: „როდესაც იმდენს ვლოცულობთ, რამდენიც ძალგვიძს, მაშინ ვაიძულებთ გონებას, აღიქვას ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვები, მაგრამ ამას რომ მიაღწიო, დიდი ძალისხმევა და საკუთარი თავის იძულება გმართებს. საქმიანობის დროს შენი ბაგენი დაუდუმებლად უნდა იმეორებდნენ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. გონება, რა თქმა უნდა, იფანტება, საქმიანობით კავდება, აქეთ-იქით დახეტიალობს, მაგრამ ყური რომ ისმენს, იქიდან რაღაცას მაინც აღიქვამს და გულში ჩაუშვებს. თან იცოდე, თუკი შენ ლოცვის სიტყვები არ გესმის, სატანას ისინი ძალიან კარგად ესმის და იესო ქრისტეს სახელის ხსენებაზეც კი ძრწის“.
რა თქმა უნდა, ყველაფრის საფუძველი იესოს ლოცვაა. თუკი გაქვს სურვილი, ილოცო, ნუ შეწყვეტ ლოცვას, ის ყველაფერს ენაცვლება და ყოველივეზე აღმატებულია. ესაა უპირველესი საქმე. თუკი ლოცვის წყურვილი შესუსტდება, დაუჯდომელი იკითხე. მე მაქვს ლოცვანი, სადაც წერია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მრავალ წმინდანს გამოეცხადა და ამცნო, რომ ვინც ყოველდღიურად წაიკითხავს დაუჯდომელს, მას ამ ცხოვრებაშიც დაიფარავს და გარდაცვალების შემდეგაც მისი მეოხი იქნება თავისი ძის წინაშე. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ასევე, ძალიან უყვარს ლოცვა „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდნენ“. ზოგჯერ ამ ლოცვის მრავალგზის წარმოთქმის შემდეგ, დედა ღვთისა ენით აუწერელ სიტკბოებას განიჭებს.

скачать dle 11.3