კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირშია ავ თვალთან ხელიდან ნივთების ცვენა, გახშირებული ავარიები და ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა

ავი თვალის მქონე ადამიანების შესახებ ინფორმაცია უძველესი დროიდან მოდის. ასევე, ცნობილია გათვალული ადამიანების დატანჯული ბედის შესახებაც. მაგალითად, ისტორიულ წყაროებში წერია, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, თურმე, რომის სამართლის ერთ-ერთი კანონის მიხედვით, ავი თვალის მქონე სიკვდილით ისჯებოდა. როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი დავითი ამბობს, ავმა თვალმა შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც ადამიანებს, ასევე, შინაურ ცხოველებსა და უსულო საგნებსაც კი.

 დავითი: სამწუხაროდ, ნამდვილად არსებობს ავი თვალი და ის ბევრისთვის დამღუპველად მოქმედებს. უბრალოდ, ამას არ ვაკვირდებით და ხშირად გვიკვირს, რისი ბრალია ჩვენი წარუმატებლობა, უიღბლობა და ავადმყოფობაც კი. შურიანი ადამიანის ავმა თვალმა შეიძლება მანქანის ან სამეურნეო ტექნიკის დამტვრევაც გამოიწვიოს. აბა, დააკვირდით, რამდენად ხშირად გამოდის მწყობრიდან ტექნიკა ან ხვდებით საავარიო სიტუაციაში, მიუხედავად იმისა, რომ კარგი მძღოლი ხართ; ხელიდან გიცვივდებათ და გიტყდებათ ნივთები; გეცვლებათ გუნება-განწყობა და ასე შემდეგ. ეს მისტიკა არ არის, ეს რეალობაა და ასეთი უამრავი მაგალითი ინახება ჩემს არქივში.
– მსგავსი შემთხვევების შესახებ ბევრი რამ წერია ეზოთერიკულ-პარაფსიქოლოგიურ წიგნებში და აღწერილია შედეგები, მაგრამ, თუ არსებობს მაგიური საშუალება, რომელიც ამისგან დაგიცავს?
– რასაკვირველია, ძალიან ბევრი ასეთი მაგიური საშუალება არსებობს. მაგალითად, გაფცქვენით ჩვეულებრივი წითელი ხახვი, ჩამოკიდეთ ან დადეთ  სახლის შესასვლელში ისე, რომ შემოსული ადამიანის მზერა მიიპყროს. ხახვს აქვს თვისება, შეისრუტოს ჭუჭყიანი ასტრალური ენერგიები. ერთი კვირის შემდეგ ეს ხახვი ჩამოხსენით, მოაყარეთ მარილი და გამდინარე წყალს გაატანეთ. ასეთი მაგიური მეთოდი თქვენს საცხოვრებელს ადვილად გაათავისუფლებს ჭუჭყიანი ასტრალური ენერგიებისგან. სხვათა შორის, ყველა სახლში იბუდებს ცუდი აურა, ენერგია და მისგან გათავისუფლება აუცილებელია, ამისთვის კი ხახვი უებარი  და უტყუარი საშუალებაა. ტყუილად როდი იყენებენ ამ ბოსტნეულს საჭმელში ყველაზე ხშირად – ის ადამიანში აგრესიულ ფონსაც კლავს. ასე რომ, ვინც აგრესიული ბუნებისაა, აუცილებლად უნდა ჭამოს ბევრი ხახვი. ასევე, აქვე გასწავლით პარაფსიქოლოგიურ-ეზოთერიკულ მარტივ წესს, თუ როგორ ებრძოლოთ ბოროტებას და მოიზიდოთ ადამიანებისგან დადებითი ენერგიები. მოკლედ, აიღეთ ერთი მუჭა ხორბალი, დაყარეთ თეთრ ქაღალდზე და გადაახვიეთ. შემდეგ დაიდეთ ის საწოლში, ზეწრის ქვეშ, ისე, რომ დაწოლისას ზურგით ეხებოდეთ. ეს ხორბალი ყოველ დილით უნდა გახსნათ, ხელიდან ხელში გადაიყარ-გადმოიყაროთ, რამდენიმე ნამცეცი აიღოთ და იმ ტანსაცმლის ჯიბეში ჩაყაროთ, რომლის ჩაცმასაც სწორედ იმ დღეს აპირებთ, დანარჩენი კი ისევ თეთრ ქაღალდში გაახვიოთ და საწოლში ჩადოთ. ამ მეთოდით ბარაქისა და ბედის კოდსაც ნელ-ნელა გაააქტიურებთ. სხვათა შორის, ამ მეთოდს დღესაც აქტიურად იყენებენ იაპონიასა და ჩინეთში და, სჯერათ, თუ ასე მოიქევიან, ბარაქა და წარმატება მალე მივა მათთან, ხოლო გარშემო მყოფების ავი ზრახვებისა და თვალისგან დაცულები იქნებიან. მე კი ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ მთავარია, გულით გინდოდეთ და გწამდეთ იმის, რისთვისაც იბრძვით ცხოვრებაში. ზოგადად, ხორბალი მაგიური თვისებებით გამოირჩევა და ის ბარაქის მოზიდვის სიმბოლოდ აღიქმება. ჩინეთში ყველა ოჯახში ახარებენ სახლში ხორბალს. ის, ასევე, ოჯახის შესანარჩუნებლად და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად არის კარგი. ხორბლის ენერგეტიკა აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში. მაგალითად, თუ მატერიალური დოვლათის მოზიდვა გსურთ სახლში, ხორბლით სავსე ჭურჭელში ჩაყარეთ ჩინური მონეტები, ცოტა შაქარი დაამატეთ და დადგით სამუშაო მაგიდაზე იმ მხარეს, საიდანაც სინათლის სხივი შემოდის, ოღონდ, ეცადეთ, მას უცხო ადამიანის ხელი არ შეეხოს.
– ბატონო დავით, ბედის გაზიარებაზე რას იტყვით, ეს რეალურად შესაძლებელია?
– ანუ, შესაძლებელია თუ არა, ერთი ადამიანის ბედი მეორეზე გადავიდეს და ცხოვრებაში მანაც იგივე ბედი გაიზიაროს? რასაკვირველია, შეიძლება და ამას „ბედის გადალოცვა” ეწოდება. ასე რომ, ფრთხილად უნდა იყოთ, როცა ვინმეს ნაქონ ნივთს, თუნდაც სამკაულს ან ტანსაცმელს იძენთ ან  თხოულობთ. ამით გათვალვაც გადადის.
 – ანუ, თუ გათვალული ადამიანისგან ვითხოვთ ტანსაცმელს ან ნივთებს, ჩვენც გავითვალებით?
– დიახ, ასეა. გათვალვა, ძლიერი პროგრამის წყალობით, ცხრა თაობამდე გადადის და უარყოფითად მუშაობს. ავი მზერისგან ის კიდევ უფრო აქტიურდება, ადამიანზე მომაკვდინებლად მოქმედებს და ანადგურებს მას როგორც ფიზიკურად, ისე მორალურადაც. იცით, როგორ უნდა მიხვდეთ, რომ გაგთვალეს?
– როგორ?
– თუ დაგეწყოთ უაზრო შიში, უმიზეზო თავის ტკივილი, მთქნარება, ზურგის არეში უეცარი ტკივილები, ეს იმის მანიშნებელია, რომ გათვალული ხართ. დაკვირვებული ვარ, ხშირად გათვალვის მსხვერპლი ლამაზი და წარმატებული ადამიანი ხდება.
– იმის წინასწარ გათვლა თუა შესაძლებელი, რომ საფრთხე გველის და როგორ ავიცილოთ ის თავიდან?
– ამაზე გეტყვით, რომ ხშირად ადამიანებს ინტუიცია და გამძაფრებული წინათგრძნობა უმართლდებათ. ბევრი ამას მეექვსე გრძნობის გააქტიურებას მიაწერს, ზოგიც უბრალო დამთხვევას, მაგრამ, ფაქტია, რომ მოვლენათა წინასწარ დანახვის უნარი ბევრს აქვს და ხშირად ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ინტუიცია გარკვეულ პერიოდში აქტიურდება და ზღვარს აღწევს, რის შემდეგაც ადვილად შეგვიძლია მომავლის პროგნოზირება. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარება. ამიტომ, თავად ადამიანი უნდა ეცადოს, შეცვალოს ცხოვრება, მაგრამ მას ეს არ უნდა, არ უგდებს ყურს შინაგან ხმას და ჯიუტად იჩემებს თავისას, რაც მხოლოდ მისი პრობლემაა და არა გარშემო მყოფების. საერთოდ, არ უნდა ფიქრობდეთ ცუდზე, ბოროტებაზე და არ უნდა გიხაროდეთ სხვისი უბედურება, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი, თუნდაც, აზრის დონეზე, უკან გიბრუნდებათ.

скачать dle 11.3