კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2019 (101)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ხითარიშვილი
გვარში ფუძედ გამოყენებულია ხითარი, რომელიც ქართულში მამაკაცის სახელად, ზოგჯერ კი მეტსახელადაც გვხვდება.
გადმოცემის მიხედვით, ხითარიშვილების ადრინდელი გვარი თამარაშვილი ყოფილა. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, ხითარიშვილები და ხითარაშვილები ნანობაშვილების გვარიდან იღებენ სათავეს.
სამწუხაროდ, გვარის შესახებ ისტორიულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვხვდება.
საქართველოში 1 377 ხითარიშვილი ცხოვრობს: ახალციხეში – 485, თბილისში – 277, საჩხერეში – 150, ქუთაისში – 89. არიან სხვაგანაც.
ცხადიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ცხადია.
1781 წელს სოფელ მარაბდაში მოიხსენიებიან გოსტაბაშვილების ყმები – გლახა და ბეცია ცხადიაშვილები.
ამავე ძირისაა გვარები: ცხადაია, ცხადაძე, ცხადაშვილი.
საქართველოში 333 ცხადიაშვილი ცხოვრობს: მარნეულში – 107, თბილისში – 80, ჭიათურაში – 52. არიან სხვაგანაც.
მიქელაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიქაელი. გადმოცემის მიხედვით, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშიდან აჭარაში გადახვეწილი აბესალომ მიქელაძის თორმეტი თაობა ცხოვრობს. აბესალომს კაცი მოუკლავს, გვარად დადეშქელიანი და ხიხანს შეჰხიზვნია, თავი გამოუჩენია და მისთვის ცხენოსანთა რაზმის მეთაურობა მიუნდვიათ.
მიქელაძეებს ვახუშტი ბაგრატიონი ქვემო იმერეთში წარმოჩინებულ და შეძლებულ თავადებად მოიხსენიებს.
მიქელაძეთა პირველი წარმომადგენელი, მანგასარ მიქელაძე, 1326 წლის ისტორიულ საბუთში მოიხსენიება. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით კი მიქელაძეები იმერლები არიან და მერე გადასახლებულან სხვადასხვა კუთხეში.
საქართველოში 9 454 მიქელაძე ცხოვრობს: თბილისში – 1 276, ქობულეთში – 1 191, ხელვაჩაურში – 1 152. არიან სხვაგანაც.
ქორჩაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ქორჩილა. „ქორჩი“ მეგრულად ნიშნავს „გაჭიმე“. იმერეთში არის კუთხე – ქორჩიოტა.
აბაშისპირის საზღვართან არის უბანი საქორჩილაო, ხოლო ქორჩაძირი გამოიყოფა ქორჩოლუაშიც, რაც მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგს სამურზაყანოში მცხოვრები საეკლესიო გლეხების გვარია.
„ქორჩაშვილი ნიკოლა იყო მოწმე შიო კოლიაშვილის მიერ დავით ჯავახიშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა, 1690 წელს“.
„აბრამ ბირბიაშვილის მიერ თვისი ბატონის, დავით ჯავახიშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნის მოწმე იყო ნიკოლა ქორჩაშვილი“ (1694 წელი).
ქორჩაშვილი მცირერიცხოვან გვარს მიეკუთვნება. საქართველოში 20-მდე ქორჩაშვილი ცხოვრობს.
მალიაშვილი
გვარის ფუძეა ადამიანის თვისების აღმნიშვნელი სიტყვა მალი, რაც მარდს ანუ  სწრაფს ნიშნავს.
მსგავსად წარმოშობილი გვარებია: სწრაფაშვილი, ცქრიალაძე და ასე შემდეგ.
1721 წლის ისტორიული აღწერით, მიტაშენში უცხოვრია ზურაბის ყმას, ულუხანა მალიაშვილს.
საქართველოში 21 მალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 10, გარდაბანში – 8, გურჯაანში – 3.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3