კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზნით დანიშნა სტალინმა „დღე – „იქსი“ და როგორ იშიფრებოდა ის

1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე, ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. დიდი სამამულო ომის პირველი ექვსი თვე სერიოზული დანაკარგებით წარიმართა საბჭოთა კავშირისთვის და ქვეყანა უდიდესი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. დაიღუპა ორ მილიონზე მეტი ადამიანი, ამდენივე ტყვედ ჩავარდა და სახელმწიფოს უდიდესი მატერიალურ-ტექნიკური ზიანი მიადგა. მრავალი წლის განმავლობაში, მთელ ამ უბედურებას ერთადერთ ადამიანს, ქვეყნის მთავარსარდალს, იოსებ სტალინს აბრალებდნენ. კიდევ უფრო დამამცირებელია მავანთა მტკიცება, თითქოს ომის დაწყების წუთებიდან საბჭოთა ბელადი პანიკამ შეიპყრო, შოკში ჩავარდა და სამი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამ აბსურდის დამადასტურებელ ფაქტად კი ის მოჰყავთ, რომ 22 ივნისს, შუადღეს, საბჭოთა ხალხის წინაშე რადიომიმართვით წარდგა ვიაჩესლავ მოლოტოვი და არა სტალინი. არსებობს აკადემიკოსის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ევგენი პორტნოვის დოკუმენტურად დადასტურებული განცხადება, რომ სტალინი 20-30 ივნისს ანგინის უმძიმესი ფორმით იყო ავად, მაღალი სიცხეები ჰქონდა და, არათუ რადიოთი გამოსვლა, საჭმლის ჭამაც კი არ შეეძლო. და მაინც, მიუხედავად ამისა, საბჭოთა ბელადი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა და წამითაც არ დაუკარგავს ქვეყნის მართვის კონტროლი.
1940 წლის დასაწყისში, როგორც კი გამოჟონა ცნობებმა „ბარბაროსას“ შესახებ, სტალინმა 19 იანვარს დაიბარა თავდაცვის მინისტრი კლიმენტი ვოროშილოვი და გენერალური შტაბის უფროსი – ბორის შაპოშნიკოვი. შეხვედრა შედგა კუნცევოს, ახლომდებარე აგარაკზე. საბჭოთა ბელადმა სტუმრები კაბინეტში მიიწვია და ახლად მიღებული სამი სადაზვერვო ინფორმაცია წაუკითხა. სხვადასხვა წყაროსგან გამოგზავნილი ეს ცნობები შინაარსით აბსოლუტურად იდენტური იყო და ეწერა, რომ ფაშისტური გერმანიის გენერალურმა შტაბმა დაიწყო საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმის შემუშავება და რომ მისი სამუშაო სახელია „ბარბაროსა“.
– რას იტყვი, კლიმ? შენი აზრი მაინტერესებს, – ჰკითხა სტალინმა თავდაცვის მინისტრ კლიმენტი ვოროშილოვს და სადაზვერვო ცნობები მაგიდაზე დადო.
– რა უნდა გითხრა, კობა, ჩვენ ამას უკვე დიდი ხანია, ვვარაუდობდით. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზეც ამიტომ წავედით, რომ დრო მოგვეგო (ლაპარაკია 1939 წელს საბჭოთა კავშირ-გერმანიას შორის დადებულ ხელშეკრულებაზე თავდაუსხმელობის შესახებ), მიუგო სტალინს ვოროშილოვმა, – ფაშისტებმა ყინული დაძრეს და „სერპანტინის“ მომზადება უნდა დავაჩქაროთ.
– მართალი ხარ, – დაეთანხმა სტალინი ვოროშილოვს, შემდეგ გენერალური შტაბის უფროსს, ბორის შაპოშნიკოვს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ბორის მიხაილოვიჩ, როგორ მიმდინარეობს „სერპანტინისთვის“ მზადება?
– გეგმიურად, ამხანაგო სტალინ, ჯგუფების შეკრება, შეიარაღება და მომზადება ზუსტ გრაფიკშია ჩასმული, – ზოგადად თქვა შაპოშნიკოვმა.
– კონკრეტულ ციფრებზე გადადით, – თქვა სტალინმა.
შაპოშნიკოვმა ჩაახველა და სტალინს ზეპირად მოახსენა:
– 1939 წლის პირველი მაისიდან დღემდე მომზადებულია პარაშუტისტების ათი ათასი ჯგუფი. თითოეული მათგანი უახლესი მსუბუქი შეიარაღებითა და კავშირგაბმულობის საშუალებითაა აღჭურვილი. აგრეთვე, აქვთ ათდღიანი მშრალი საკვები და ნებისმიერ დროს მზად არიან ბრძანების შესასრულებლად. ანუ, „დღე იქსისთვის“ იმ პერიოდში არსებული ძალა მაქსიმალურად შეძლებს დასმული ამოცანის შესრულებას.
სტალინმა მაგიდაზე დადებულ სადაზვერვო ცნობებზე მიუთითა გენერალური შტაბის უფროსს და უთხრა:
– ამ ცნობებიდან გამომდინარე, „დღე იქსის“ გადმოწევა მოგვიწევს და „სერპანტინი“ ადრე უნდა ჩავატაროთ. თუმცა, ოპერაციის ხარისხი ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც დავგეგმეთ. ამიტომ, მომავალი წლის აგვისტოს მიწურულისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს და ამისთვის მზადების ტემპები გააასმაგეთ! – ბოლო სიტყვა სტალინმა დამარცვლით წარმოთქვა და იქვე დასძინა: – „ოსოავიაქიმს“ კადრების მოზიდვის ტემპები დააჩქარებინეთ და ჩემს ახალ ბრძანებასთან მოიყვანეთ შესაბამისობაში. მე კი დღესვე დავავალებ შესაბამის უწყებებს, უპირველესად, მსუბუქი შეიარაღებისა და საფრენი აპარატების წარმოების გაასმაგებას. იმატებს, აგრეთვე, უახლესი ტანკებისა და მობილური ჯავშანტექნიკის წარმოებაც. წარმატებას გისურვებთ!
შაპოშნიკოვი და ვოროშილოვი თავიანთ უწყებებში დაბრუნდნენ და სტალინის ბრძანების შესრულებას დაუყოვნებლივ შეუდგნენ. ბელადმა საბჭოთა სამხედრო იარაღის მწარმოებელი უწყებების ხელმძღვანელები დაიბარა და იარაღის წარმოების გაზრდა დაავალა. თუმცა ოპერაცია „სერპანტინის“ შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს მათთან.
„ოსოავიაქიმი“, „დოსააფის“ წინამორბედი, 1927 წელს სტალინის უშუალო მითითებით შექმნილი უწყება იყო და ის მეპარაშუტე ახალგაზრდებს ამზადებდა. ანუ, ერთი შეხედვით, ეს იყო პარაშუტით ხტომის მოყვარულთა კლუბი, სინამდვილეში კი მომავალ პროფესიონალ პარაშუტისტებს ამზადებდა და სტალინის ჩანაფიქრით, შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა. ეს უწყება საიდუმლო ოპერაცია „სერპანტინის“ ბაზისს წარმოადგენდა. საიდუმლო ოპერაცია „სერპანტინი“ კი იყო, არც მეტი, არც ნაკლები, ფაშისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვით ფაშისტური გერმანიის ტერიტორიაზე ელვისებური შეჭრა უზარმაზარი ძალებით ჰაერიდან. შემდეგ ამ ქმედებას უნდა მოჰყოლოდა ჯავშანტექნიკის შესვლა და ჰაერიდან შეჭრილი მედესანტეების მხარდაჭერა, რასაც, საბოლოო ჯამში, სტალინის თქმით, მთელი ევროპის „გაწითლება“ უნდა მოჰყოლოდა... ანუ, სტალინი თავადვე გეგმავდა ფაშისტურ გერმანიაზე ელვისებურ თავდასხმასა და მასზე გამარჯვებას. თავდასხმის თარიღად კი 1942 წლის აგვისტო იყო მიჩნეული, ანუ – „დღე იქსი“ და სწორედ „ბარბაროსას“ შესახებ მიღებულმა ცნობებმა შეაცვლევინა საბჭოთა ბელადს პირველი გეგმა და ჰიტლერზე თავდასხმა 1941 წლის აგვისტოსთვის გადმოიტანა.
„ჩვენს ყოჩაღ მეომრებს სერპანტინივით ჩამოვყრით ევროპის ცაზე“, – ამბობდა სტალინი თავის უახლოეს გარემოცვასთან და ოპერაციის საბოლოო სახელწოდებაც სწორედ მან მოიფიქრა. თითოეული ჯგუფი ათი მეომრისგან შედგებოდა და 1941 წლის აგვისტოსთვის სტალინს ორასი ათასი (ანუ ორი მილიონი) შეიარაღებული ჯგუფები უნდა დაეტეხა თავზე ფაშისტებისთვის. საგულისხმო ფაქტია, რომ 22 ივნისისთვის, ანუ ომის დაწყების დღეს, საბჭოთა კავშირს გერმანიაზე სამჯერ მეტი მსუბუქი თვითმფრინავი ჰყავდა, რომელსაც დესანტირება შეეძლო. საბჭოთა კავშირში ორნახევარჯერ მეტი მსუბუქი შეიარიაღება იწარმოებოდა, ვიდრე გერმანიაში, პარაშუტისტთა რაოდენობამ კი ორ მილიონს გადააჭარბა. გაზრდილი იყო აგრეთვე ჯავშანტექნიკის წარმოებაც და არმიის საკვები პროდუქტებით მომარაგებაც. ერთი სიტყვით, 22 ივნისისთვის თითქმის დასრულდა „სერპანტინისთვის“ მზადება და დანიშნული იყო ამ ოპერაციის დღე – 1941 წლის 23 აგვისტო, კვირა, დილის 4 საათი და 30 წუთი.
სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ თავდასხმისათვის მომზადებულმა საბჭოთა სამხედრო მანქანამ ომის დასაწყისში თავდაცვაზე გადაწყობა ვერ მოასწრო. თუმცა, ყოვლად გაზვიადებულია ის ინფორმაცია, რომ თითქოს სტალინმა ომის დასაწყისში ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა.
ოპერაცია „სერპანტინის“ არსებობის შესახებ ფაქტს საბჭოთა კავშირი საბოლოოდ იდეოლოგიური მოსაზრებით მალავდა, რადგან, პოლიტიკური საბჭოთა დოქტრინა მშვიდობისმოყვარეობასა და პაციფიზმს ქადაგებდა, „სერპანტინი“ კი ამას ხაზს გადაუსვამდა.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3