კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევინარჩუნოთ სასურველი ურთიერთობა კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან

მიუხედავად დიდი სურვილისა, ბევრი ვერ აწყობს ურთიერთობას ახლობელ ადამიანთანაც კი;  უჭირს კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ უჭირთ ერთმანეთთან შეგუება, ურთიერთგაგება.
ასტროლოგიური თვალსაზრისით, არსებობს წესები, რომლებითაც უნდა ისარგებლოთ ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან კონტაქტისას. კერძოდ, თუ ვერ ააწყვეთ ურთიერთობა ახლობელთან, ყურადღება მიაქციეთ მის ზოდიაქოს ნიშანს. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი ასტროლოგიური რჩევები და ამგვარად მიაღწიეთ კომპრომისსა და კეთილგანწყობას.
თუ ვერძთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, ნუ დააინტრიგებთ და მოატყუებთ – ამას ის არასდროს გაპატიებთ. ნურც გააკრიტიკებთ და არ მოაკლოთ სითბო. ესაუბრეთ მშვიდი ტონით. ასე უფრო მეტად დაიმსახურებთ მის ნდობასა და ერთგულებას.
კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან  სასურველი ურთიერთობის შესანარჩუნებლად, ჯობია, არ ეცადოთ მასზე ზეგავლენის მოხდენას და არ ჩაერიოთ მის საქმეებში. არ გირჩევთ მასთან ხმამაღალ საუბარს – ამით საქმეს ვერ მოაგვარებთ, სამაგიეროდ, სიტუაციას უფრო დაძაბავთ. კარგად დაფიქრდით, სანამ მის საქმეებში ჩაყოფთ ცხვირს.
თუ გსურთ, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის სიყვარული და კეთილგანწყობა მოიპოვოთ, ნუ ჩაეძიებით; მიეცით მეტი თავისუფლება; ნუ მოახვევთ თავზე თქვენს სურვილებსა და იდეებს. ტყუპებს არ უყვართ, როცა ვინმე არჩევნის უფლებას არ უტოვებს.
კირჩხიბს არასდროს გაეხუმროთ დაცინვით. მას ადვილად სწყინს და ავტორიტეტსაც დაკარგავთ მის თვალში. არ უყვარს რჩევების მიცემაც. ის ცდილობს, ყველაფერი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ენდეთ მას საქმეში, ის არასდროს გიღალატებთ.
თუ ლომთან კეთილგანწყობის შენარჩუნება გსურთ, არ გააკრიტიკოთ და ნურც სხვების თანდასწრებით დაუწყებთ საქმის გარჩევას. ნუ მიუთითებთ შეცდომებზე ხმამაღლა, რათა მის თვალში ნდობა არ დაკარგოთ. ხშირად მოუსმინეთ და დელიკატურად და დიპლომატიურად იმოქმედეთ მის გვერდით.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს ნუ მოექცევით უპასუხისმგებლოდ. ის ვერ იტანს დაუდევარ ადამიანებს. ამიტომ, მასთან იყავით ყურადღებით და არც კი ეცადოთ მის მოტყუებას. უბრალოდ, გამოხატეთ ის გრძნობა, რაც მის მიმართ გაგაჩნიათ.
თუ სასწორის სიმპათიისა და კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ, მის გარშემო ისეთი გარემო შექმენით, რომ თავი მშვიდად იგრძნოს. სხვების დასანახავად ნუ გამოხატავთ მის მიმართ გრძნობებს, ის სამართლიანია და უყვარს, როცა ენდობიან – გაითვალისწინეთ ეს მასთან ურთიერთობისას.
მორიელთან კარგი და მშვიდი ურთიერთობა რომ შეინარჩუნოთ, ნურაფერს დაუმალავთ მას, თვით უმნიშვნელო ინფორმაციასაც კი. ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას მის მიმართ და ნურც მის დამორჩილებას ეცდებით.
თუ მშვილდოსნის გულის მოგება გსურთ, ნუ მოსთხოვთ მას ერთგულების დამტკიცებას და ნურც მის თავისუფლებას შეზღუდავთ. უმჯობესია, დროდადრო აქტიურობისკენ მიუთითოთ და ამაში თავადაც აჰყვეთ.
თხის რქასთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად ეცადეთ, დინჯად იმოქმედოთ. მას სისწრაფე არ უყვარს. ვერ იტანს, როცა თავმოყვარეობას ულახავენ. ნუ დაჰპირდებით იმას, რასაც ვერ აუსრულებთ, თორემ, ზურგს გაქცევთ და თქვენკენ აღარასდროს გამოიხედავს.
გაითვალისწინეთ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის იდეები. ნუ მოსთხოვთ იმის გაკეთებას, რაც მის ძალებს აღემატება. ის ვერ ეგუება შეზღუდვასა და ჩარჩოში მოქცევას. ამიტომ, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუკი მასთან კარგი დამოკიდებულების დამყარება გსურთ.
თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანის ნდობასა და კეთილგანწყობას ისე ვერ მოიპოვებთ, თუ არ გამოიჩენთ მოთმინებას. ნუ ეცდებით მათ გაღიზიანებას. თევზებს არ უყვართ, როდესაც მათ აზრებსა და შეხედულებებს უარყოფენ. ამიტომ, თუ მასთან კარგი დამოკიდებულება გსურთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

скачать dle 11.3