კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოაკვლევინა ცოლმა ყოფილი ქმარი საყვარელს

36 წლის კობა მ-ძე გვიან  ღამით საკუთარ სახლთან მოკლეს. მამაკაცს გულ-მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული  ჭრილობა  აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუსაბამო იყო – ამის გარდა, მას ერთი საკონტროლო გასროლით შუბლში ჰქონდა მოხვედრილი ტყვია. კობა მ-ძის  გადარჩენა ქირურგიული ჩარევის მიუხედავად, ექიმებმა ვერ შეძლეს.  სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის  მუხლით  აღიძრა. გამოძიებამ დაკითხა თვითმხილველი, რომელიც შემთხვევას შეესწრო. მისი ჩვენების მიხედვით,  კობა მ-ძეს  შავ ქურთუკში ჩაცმულმა  მამაკაცმა ესროლა, რომელიც იქვე გაჩერებულ ავტომობილში ჩაჯდა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „გვიანი ღამე იყო. იმ ადგილზე, სადაც მკვლელობას შევესწარი,  გადის მოკლე გზა ჩემი  სახლისკენ. პატარა სკვერის განაპირას შავი ფერის „ბეემვე” იდგა. ჩემი ყურადღება ორმა მამაკაცმა მიიქცია, რომლებიც ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრეობდნენ.  როცა  მათ გავუსწორდი, მოჩხუბრებს შევხედე – ერთი მამაკაცი, რომელსაც შავი ქურთუკი ეცვა, ავტომობილზე იყო მიყუდებული, მეორე კი, რომელსაც სავარაუდოდ, ის ეჩხუბებოდა, ავტომანქანიდან ორი მეტრით იქნებოდა დაშორებული.  როგორც კი მათ გავცდი, ალბათ, ასიოდე მეტრიც არ მექნებოდა გავლილი, გასროლის ხმა გავიგონე. სულ ორი გასროლა იყო, ზედიზედ. უკან რომ მოვიხედე, დავინახე, ერთ-ერთი მამაკაცი მიწაზე ჩაჩოქილიყო და ხელი გულზე ჰქონდა მიჭერილი. მეორე კი, შავქურთუკიანი ავტომობილში ჩაჯდა და გაიქცა. მე უკან გამოვიქეცი. მიწაზე ჩაჩოქილს სახიდან სისხლი სდიოდა. მერე მივხვდი, რომ დაჭრილი თვითონ ისვამდა  სახეზე სისხლს. თითქმის უგონო მდგომარეობაში,  ხელებში მაკვდებოდა. ყვირილი ავტეხე, საიდანღაც ახალგაზრდა ბიჭები მოცვივდნენ. მათ გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე სასწრაფო და პოლიცია.”  
 გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი კობა მ-ძე კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. გაჩნდა ვერსია, რომ მისი საქმიანობა შესაძლოა, გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. გარდაცვლილის დედის განცხადებით, მკვლელობამდე ერთი საათით ადრე, კობა მ-ძეს დაუკავშირდა მამაკაცი, რომელმაც შეხვედრა სთხოვა. „არ ვიცი, რაზე ესაუბრა ჩემს შვილს, მაგრამ შევატყვე, რომ კობა ძალიან გაღიზიანდა. სახლიდან სპორტული ტანსაცმლით გავიდა. ერთ საათში კი გავიგე, რომ ჩემი შვილი მოკლეს. მკვლელმა ჩემი შვილი სახლიდან გაიტყუა.”   მკვლელობაში გარდაცვლილის საქმიანი კავშირების და პარტნიორების თემა  გამოძიების მთავარი მიმართულება იყო იქამდე, სანამ სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ კობა მ-ძეს დაპირისპირება და კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან. ისინი ორი წლის გაშორებულები იყვნენ და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ. გარდაცვლილი მამაკაცის დედის, დარეჯან ვ-შვილისგან გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ კობა მ-ძე ყოფილ მეუღლეს,  თაკო თ-იას, კუთვნილი ავტომობილის გამო დაუპირისპირდა.   ოჯახის დანგრევის შემდეგ  ახალგაზრდა ქალი მეგობარ მამაკაცთან, 31 წლის ილია ბ-ელთან გადავიდა საცხოვრებლად.  კობა მ-ძემ მას წაართვა  „ჯიპის” მარკის ავტომობილი, რომლითაც  თაკო თ-ია წლების განმავლობაში სარგებლობდა. სწორედ ეს ავტომობილი გახდა  ყოფილი ცოლ-ქმრის  მწვავე კონფლიქტის მიზეზი. თაკო თ-იას მეგობარი მამაკაცი, ორჯერ შეხვდა კობა მ-ძეს და ავტომობილის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ამონაწერი დარეჯან  ვ-შვილის ჩვენებიდან: „ჩემი ყოფილი რძალი რამდენჯერმე მოგვივარდა სახლში და ავტომობილის წართმევა სცადა. ჩემი შვილი ისეთი შეურაცხყოფილი იყო იმ ფაქტით,  რომ ცოლმა საყვარლის გამო მიატოვა და რეალურად, ოჯახის დანგრევის სხვა მიზეზი არ ჰქონდა, მისი დანახვაც არ უნდოდა. სახლიდან გააგდო, თაკო კი ემუქრებოდა, შვილებს თვალით არ განახვებო. მაგრამ, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და კობა შვილებს მაინც ნახულობდა.  თაკოსა და კობას შორის სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც თაკომ გაიგო, რომ ჩემმა შვილმა ახალაშენებული სახლი გაყიდა, რომელშიც მას ოჯახთან ერთად უნდა ეცხოვრა. თაკო ამ ბინიდანაც წილს ითხოვდა, მაგრამ გაყიდულ სახლს უკან ხომ ვეღარ დაიბრუნებდა. ემუქრებოდა კობას, ესემესებს უგზავნიდა. ბოლოს ისიც კი გაუბედა, რომ სამსახურთან დახვდა და მანქანის უკან დაბრუნება  მოსთხოვა, ჩემი თანხით იყო ნაყიდიო. როგორც გავიგე, თაკო საყვარელთან ერთად ჩემს შვილს ფულსაც სძალავდა. ეს ჯერ კიდევ იქამდე დაიწყო, სანამ ქმართან ცხოვრობდა და მისი ფულით საყვარელს თურმე ციხეშიც კი ინახავდა.“  
 ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ილია ბ-ელი წარსულში მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის იყო ნასამართლევი. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ შესაძლო იყო მას საყვარელი  ქალი   კრიმინალურ საქმიანობაშიც ჰყავდა ჩართული და მისი თანამზრახველი გახლდათ. გამოძიებამ დაკითხა თაკო  თ-ია,  რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლის მკვლელობასთან, არსებული კონფლიქტის მიუხედავად, არანაირი კავშირი არ ჰქონდა.  მისი ჩვენების მიხედვით, მკვლელობის დღეს ილია ბ-ელი  ქვეყნაში არ იმყოფებოდა. თუმცა, როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, მკვლელობის საღამოს კობა მ-ძის ტელეფონზე დაფიქსირებული იყო, ილია ბ-ელის სატელეფონო ზარი. ამის შესახებ თაკო თ-იამ განაცხადა, რომ ყოფილ ქმარს მეგობარი მამაკაცის ტელეფონით თვითონ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. თუმცა, ქალი შეხვედრაზე არ მივიდა. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ილია ბ-ელმა  საზღვარი  არა მკვლელობამდე, არამედ მკვლელობიდან სამ საათში გადაკვეთა, რაც მის მიმართ არსებულ ეჭვს უფრო ამძაფრებდა.  ილია ბ-ელი სამართალდამცველებმა სამკვირიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ის თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა მოგვიანებით, აღიარა, რომ საყვარელი ქალის მეუღლე შურისძიების გამო მოკლა.  ბრალდებულის ჩვენების მიხედვით,  კობა მ-ძე ქალს შერიგებას სთხოვდა,  ილია ბ-ელმა რამდენჯერმე მოსთხოვა, თაკო თ-იასთვის თავი დაენებებინა, რადგან მასზე დაქორწინებას აპირებდა. ბრალდებულის განცხადებით, მან დანაშაული ჩაიდინა აღელვებულ მდგომარეობაში, რადგან საუბრის დროს კობა მ-ძემ მას სახეში გაარტყა. სასამართლომ ილია ბ-ელი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საბრალდებო სკამზე მოხვდა გარდაცვლილი მამაკაცის ყოფილი მეუღლეც – როგორც დანაშაულის წამქეზებელსა და თანამზრახველს, თაკო თ-იას სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა შეუფარდა.

скачать dle 11.3