კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მეთაურობდა კონტრაბანდისტების დაჯგუფებას „კაგებეს“ ქართველი მაიორი

„ცირკაჩი“
1975 წლის 19 აპრილს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა მოსკოვში ორმოცი წლის გურგენ სტეპანიანი დააპატიმრა, რომელიც „ლუბიანკაზე“ („კაგებეს“ შტაბ-ბინა) გადაიყვანეს. სტეპანიანი მოსკოვის ცირკის მსახიობი გახლდათ და კონტრაბანდულ საქმიანობაში იმხილებოდა. კონკრეტულად კი, სტეპანიანს ბრალი ედებოდა საბჭოთა კავშირიდან უცხოეთის ქვეყნებში ძვირფასი სამკაულების გატანაში. აკრობატი იმ დროს „მოხსნეს“ თვითმფრინავიდან, როცა კოლეგებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა საგასტროლოდ. სტეპანიანზე „ჩეკისტები“ ვინმე ჰანს გილგენდორფის მეშვეობით გავიდნენ. გილგენდორფი იუველირი იყო და სწორედ 19 აპრილს გარდაიცვალა უშიშროების ციხეში. თუმცა, სტეპანიანის დასახელება მოასწრო და ცირკის მსახიობი ამიტომ დააპატიმრეს. იუველირ გილგენდორფის ჩვენებაში ეწერა, რომ სტეპანიანს იუველირი ფასეულ სამკაულებს ატანდა. „ცირკაჩს“ ისინი უცხოეთში გაჰქონდა, გაყიდული ძვირფასეულობის თანხის ნაწილს კი, გილგენდორფის საბანკო ანგარიშზე ინახავდა ერთ-ერთ უცხოურ ბანკში... კონტრაბანდის საქმეს ქართველი მაიორი ნუგზარ ბასილაია იძიებდა და სწორედ მან დაჰკითხა ცირკის მსახიობი აკრობატი.
– აქ რაღაც შედომაა, ამხანაგო მაიორო, – უთხრა სტეპანიანმა ბასილაიას, – მე არც გილგენდორფს ვიცნობ და არც არანაირი კონტრაბანდა არ გამიტანია უცხოეთში. ან კი როგორ გავიტანდი, როდესაც ქვეყნიდან გასვლისას საგულდაგულოდ გვამოწმებენ და ასეთი რამ ყოვლად შეუძლებელია.
 „კაგებეს“ მხოლოდ გულის შეტევით გარდაცვლილი გილგენდორფის ჩვენება ჰქონდა და სტეპანიანის წინააღმდეგ მცირე სამხილიც კი არ გააჩნდა. მიუხედავდ ამისა, „ცირკაჩი“ მაინც საკანში მოათავსეს.
მოსკოვი-ლონდონის რეისი კი მშვიდობიანად დაეშვა „ჰიტროუს“ აეროპორტში და ვინ წარმოიდგენდა, რომ 3 მილიონი მანეთის ძვირფასი სამკაულები საცირკო კობრებისთვის განკუთვნილ ყუთში იყო დამალული.
თვალთვალი
იუველირ ჰანს გილგენდორფზე საბჭოთა უშიშროება, შეიძლება ითქვას, შემთხვევით გავიდა. 10 მარტს, ანუ სტეპანიანის დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე, ლენინგრადში აკადემიკოს სუვორცევის ბინა გაქურდეს და 16 დასახელების უძვირფასესი სამკაული გაიტაცეს. სუვორცევი ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი იყო და ამ ქურდობას „კაგებე“ იძიებდა. ქურდი, ვინმე ალექსანდრე მირსკი, 16 აპრილს დააპატიმრეს ქალაქ სტავროპოლში. სწორედ მან უთხრა „ჩეკისტებს“, რომ ძვირფასეულობა ჰანს გილგენდორფს მიჰყიდა 23 ათას მანეთად. სინამდვილეში კი, ნაქურდალი ნივთები მილიონ მანეთზე მეტი ღირდა. მეორე დღეს თავად გილგენდორფიც დააპატიმრეს და 19 აპრილს მან სტეპანიანი დაასახელა. 22 აპრილს ნუგზარ ბასილაიამ უფროსობა დაარწმუნა, რომ გურგენ სტეპანიანი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ და მასზე ფარული თვალთვალი დაეწესებინათ. მაიორის რწმუნებით, თუკი სტეპანიანი „განტევების ვაცი“ არ იყო და გილგენდორფმა არ მოიტყუა, ის გარეთ უფრო სასარგებლო იქნებოდა და უშიშროებას კონტრაბანდისტებზე გაიყვანდა.
„კაგებე“ ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალებდა ეჭვმიტანილს, მაგრამ ყოვლად უშედეგოდ. 6 მაისს კი მას თვალთვალი მოუხსნეს, რადგან სტეპანიანი არავისთან არანაირ კონტაქტში არ შესულა. ის სახლიდანაც კი არ გამოდიოდა, რადგან ცირკი გასტროლებზე იყო.
22 ივლისს ცირკი სამთვიანი გასტროლებიდან მოსკოვში დაბრუნდა და სტეპანიანი ჩვეულებისამებრ, სამუშაოს დაუბრუნდა. თუმცა, 27 ივლისს ფეხი მოიტეხა და ¹4 ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში მოათავსეს.
31 ივლისს ნუგზარ ბასილაია შვებულებაში გავიდა და თბილისში გაემგზავრა. სტეპანიანი კი 2 აგვისტოს საავადმყოფოდან გაუჩინარდა.
დღემდე ძებნილი
4 აგვისტოს სომხეთის ერთ-ერთ სასაზღვრო რეგიონში ნუგზარ ბასილაიამ და გურგენ სტეპანიანმა საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვარი არალეგალურად გადაკვეთეს და თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ. მათ თან ჰქონდათ ორი ათასი ამერიკული დოლარი და იტალიის მოქალაქეების ყალბი პასპორტები. 5 აგვისტოს ისინი ქალაქ რიზეში ჩავიდნენ და პატარა სასტუმროში დაბინავდნენ.
– ხომ გითხარი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. შენ კი გეშინოდა, – უთხრა ბასილაიამ სტეპანიანს, მან კი მიუგო:
– კრეტინი ქურდი. მომინდომა ბიჭმა რესტორნის დახურვა. რომ არა შემთხვევითობა, ახლაც საქმეში ვიქნებოდით.
– შენ მადლობა თქვი, რომ ამ საქმის გამოძიება მე დამავალეს. თორემ, სხვა გამომძიებელი ჩემს ადგილზე, სულს ამოგხდიდა და „კაგებეს“ ჯურღმულიდან არ გამოგიშვებდა, – უთხრა მაიორმა აკრობატს.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონტრაბანდისტებს მაიორი ნუგზარ ბასილაია მეთაურობდა და ძვირფასეულობის გატანის სქემაც მან მოიფიქრა.
სტეპანიანის ძებნა 3 აგვისტოს გამოცხადდა. ბასილაია კი მხოლოდ 10 აგვისტოს მოიკითხეს და როცა ვერ აღმოაჩინეს, მხოლოდ ამის მერე გამოცხადდა მასზე ძებნა... გაქცეულებმა კი ლონდონის ბანკიდან 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიტანეს, შუაზე გაიყვეს და ერთმანეთს დაშორდნენ.
გურგენ სტეპანიანი საბჭოთა დაზვერვამ 1977 წელს პარიზში აღმოაჩინა. ის მოიტაცეს და მოსკოვში ჩამოიყვანეს. „აკრობატი“ გაასამართლეს და სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, მას მერე, რაც მან 3 მილიონი გირვანქა სტერლინგი დააბრუნა, სიკვდილის განაჩენი 15-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.
ნუგზარ იოსების ძე ბასილაია კი დღემდე ძებნილია და ჯერ კიდევ 1975 წელს ვარაუდობდნენ „კაგებეში“, რომ მათმა ყოფილმა კოლეგამ ქირურგიული გზით გარეგნობა შეიცვალა და ევროპაში დასახლდა.

скачать dle 11.3