კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხულიგანი დეპუტატები

ანუ უკან, ბავშვობაში

 სანამ ჩვენ ჩვენი პარლამენტი გაგვჭირვებია (მართალია, ბოლო დროს მუშტი-კრივს მოუკლეს, მაგრამ, სამაგიეროდ, სხდომას სხდომაზე აცდენენ), ამასობაში კოსოვოს პარლამენტი გამოცოცხლდა-გახულიგნდა.
კერძოდ, ამას წინათ ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს კოსოვოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვია. ოპოზიციონერთა ესოდენი აღშფოთება კი ევროკავშირთან მიღებულ შეთანხმებას გამოუწვევია, რის მიხედვითაც, კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბების უფლებლები უნდა გაიზარდოს (თუ გინდა დამოუკიდებლობა, მოგიწევს რეკომენდაციების შესრულება).
კოსოვოელი ოპოზიციონრები (შეგახსენებთ, რომ კოსოვო სერბეთს ააწაპნეს ჩვენი პარტნიორ-მეგობრების ზურგითა და დახმარებით) აცხადებენ, რომ ეს შეთანხმება სერბების გავლენას გააძლიერებს. თუმცა ჯერჯერობით ის მოხდა, რომ ცრემლსადენი გაზის გამშვები დეპუტატი დააკავეს, ხოლო სხდომა შეწყდა.
ბუნებრივია, კოსოვოელ დეპუტატთა მანკიერებანი კოსოვოელი ამომრჩევლის თავსატეხია, მაგრამ, რაკი როგორც ცუდი, ისე კარგი მაგალითი გადამდებია, მე იმას ვდარდობ, ამ ჩვენმა რჩეულებმაც არ გაიხსენონ ბავშვობა და სხდომების ჩასაშლელად ამიერიდან „დიმაუშკები “ არ გამოიყენონ. –

скачать dle 11.3