კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მოგიკვდეთ, შვილებო, იდიოტი მამა“

„ბაევიკი“, ანუ მწყაზარი

 თითქოს შეშფოთება აკლდათ ან ფარული ჩანაწერები, ბედკრული საქართველოს მოქალაქეთა გულები გასული კვირის მიწურულს კვლავ შეაქანა მორიგმა სატელეფონო ჩანაწერებმა (ამჟამადაც უკრაინული წყაროს მიერ გამოქვეყნებულმა), რომლებშიც ყბადაღებული „რუსთავი 2-ის“ გენდირექტორი (ბ-ნი გვარამია) და უშიშროების საბჭოს ნამდივნარი (ბ-ნი ბოკერია) საქართველოს ნაპრეზიდენტართან და აწ უკრაინის მაღალჩინოსანთან (ბ-ნი სააკაშვილი) რევოლუციურ სცენარს მიმოიხილავდნენ „თავისუფალი სიტყვის“ დაცვის ეგიდით (შიგადაშიგ კი იმას აზუსტებდნენ, რას იქმოდნენ „იდიოტი უცხოელები“).
ოღონდ, ზემოხსენებულმა ბ-ნებმა, მას შემდეგ, რაც ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურეს, ინსტრუქცია მოაყოლეს: „ბაევიკი” მწყაზარს ნიშნავს, გასროლაში კი ვარდების ტყორცნა იგულისხმებოდა და, საერთოდაც, ეს ის არ არის, რაც თქვენ იფიქრეთო, ბუნებრივია, იმას გარდა, რომ ისინი აღაშფოთა მოსმენის ფაქტმა –
თუმცა ამ სამთა შორის ყველაზე შორს მაინც ჩვენი ნაპრეზიდენტარი წავიდა და განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრებს ვლადიმირ პუტინის სპეცსამსახურები ამუშავებენ (ნუთუ, თავად რომ ავრცელებდა, იმ ჩანაწერებსაც პრ. პუტინი ავრცელებდა)?!
მეტიც, იგი (ბ-ნი სააკაშვილი) დარწმუნებულია... კვლავ მოვიხმობ ციტატას: „მე სხვა რამ უფრო მაღელვებს: ქვეყანას გვართმევენ (აბა, თუ გაისვრიან, გაისროლონო?!) და ზოგიერთი „ლიბერალი” მზადაა, ჩემ მიმართ პირად კომპლექსებს და ჯიბრს გადააყოლოს ყველაფერი...“
ოღონდ, მტკიცედ სწამს, რომ „ჩვენმა ხალხმა საკმარისი გამოცდილება მიიღო და ასე ადვილად აღარ ყლაპავს რუსების და მათი ადგილობრივი რეზიდენტის შემოგდებულ სატყუარას.“
ზემოთქმულიდან კი იბადება სავსებით ლეგიტიმური ეჭვი: მოქმედების პათოსი, რომ ხალხი ბრიყვია, ისევ ძალაშია?! –

скачать dle 11.3