კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამსებარეული დემოკრატები

ანუ „ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი“

 ისე მოხდა, რომ ცამეტმა ევროპარლამენტარმა (რომლებიც მოგვიანებით ბ-ნმა სააკაშვილმა „იდიოტ უცხოელებად“ მოიხსენია) საქართველოს მთავრობას წერილით მომართა, პათოსით, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან, რამეთუ ეს აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და აშორებს დასავლურ სამყაროსო. ამასობაში კი თვით ფონდ „ღია საზოგადოება: საქართველოს“ მხარდაჭერით ჩატარებულმა ყოვლისმომცველმა კვლევამ გამოავლინა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მიმართ გამოიყენებოდა ფიზიკური ძალადობის შემდეგი ფორმები: ცემა – მუშტითა და წიხლებით (74,3 პროცენტი), ცემა რეზინისა და ხის ხელჯოხებით (63 პროცენტი),  ცემა სხეულის განსაკუთრებით მტკივნეულ ნაწილებში (63,1 პროცენტი); დარტმა ყურის არეში (50,8 პროცენტი), ცემა გასაღების დიდი ასხმით, რკინის საწოლის ფეხებითა და ლითონის სხვა ნივთებით (40,9 პროცენტი); სპეცრაზმის მიერ ორგანიზებული, რეგულარული ცემა მთელს საპატიმროში (40, 7 პროცენტი), 1 კვ. მ. ფართობის გალიაში მოთავსება საათებისა და დღე-ღამის განმავლობაში (37,4  პროცენტი); დაკიდებამ, ჩამოკიდებამ და ელექტროდენით წამებამ პატიმართა 11-12 პროცენტის ტყავზე გადაიარა; მოხრჩობამ და ფარმაკოლოგიურმა წამებამ – 4 პროცენტის; დაღის დასმამ – 4,3 პროცენტის; სექსუალურმა ძალადობამ კი – 2,3 პროცენტის.
ამას გარდა, გამოკითხული პატიმრების 61 პროცენტს არასდროს ენახა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, 74 პროცენტს – სახაზინო ადვოკატი, ხოლო 74,6-ს – არასამთავრობო ორგანზიაციების წარმომადგენელი.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, აი, ის მედიასაშუალება, ცამეტი ევროპარლამენტარი რომ თავისუფალი სიტყვის სიმბოლოდ წარმოაჩენს, იმ დროს, როდესაც საპატიმროში ზემოთქმული ხდებოდა, მაყურებელს ცხელ-ცხელ სიუჟეტებს აწვდიდა, თუ რარიგ სამოთხეში ცხოვრობდნენ პატიმრები, როგორც ჩანს, რამსები დემოკრატიის  მამებსაც არევიათ?! –

скачать dle 11.3