კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ ვიცი, როგორ მოვიქცე
ჩემი ამბავი უნდა გიამბოთ:
მე, დათო და გოგიტა მეზობლებიც ვიყავით და თანაკლასელებიც. თავიდან დაძმური ურთიერთობა გვქონდა, რომ წამოვიზარდეთ – მეგობრული, უფრო სწორად, ძმაკაცურ-დაქალური. ორივე ძალიან მიყვარდა და ორივეს ძალიან ვუყვარდი. ყველამ იცოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ და მათი შიშით ბიჭები ახლოსაც ვერ მეკარებოდნენ. ორივე მანებივრებდა, მაგრამ დათუნა – განსაკუთრებით და ამას ისე მივეჩვიე, რომ მშვენივრად ვიფერებდი და უფრო მეტად ვეთამამებოდი, ვიდრე გოგიტას. რომ წამოვიზარდე და პრანჭვა დავიწყე, მივხვდი, რომ გოგიტა ჩემთვის მხოლოდ მეგობარი აღარ იყო, ანუ, შემიყვარდა ისე, როგორც გამოუცდელ გოგოებს უყვარდებათ პირველად – ბრმად, მინდობილად და გულუბრყვილოდ. მერე ჩვენი მეგობრული შეხვედრები პაემნებში გადაიზარდა და აღარც ვმალავდით ჩვენს გრძნობებს. ჩვენი ოჯახები და, საერთოდ, ყველა ახლობელი, ასე ვთქვათ, დადებითად შეხვდა ჩვენს ურთიერთობას. ერთადერთი, ვისგანაც ამას არ ვგრძნობდი იყო დათუნა, რომელიც, იმის მერე, რაც ჩემი და გოგიტას სიყვარულის შესახებ გაიგო, სულ სევდიანი დადიოდა. კი ვამჩნევდი ხოლმე თვალებში ნაღველს, მაგრამ, ისე იყო ჩემი გული და გონება გოგიტას სიყვარულით დაკავებული, რომ აზრადაც არ მომსვლია, მეკითხა ამ სევდა-ნაღველის მიზეზი ან თვითონ ქალური ალღოთი მივმხვდარიყავი, რატომ შეიცვალა ასე.
მერე ისე მოხდა, რომ დათუნა ნელ-ნელა ჩამოგვშორდა მეც და გოგიტასაც. ეს არ მომწონდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დიდადაც არ მინაღვლია. აი, მაშინ კი, როცა გოგიტამ დათოს მეჯვარეობა სთხოვა და უარი მიიღო, ისე გავბრაზდი და ისე მეწყინა, შევხვდი და ვუთხარი, ამით შენ წერტილი დაუსვი ჩვენს ამდენწლიან მეგობრობას და დღეიდან ჩემი სახელი აღარ ახსენო, მე შენ აღარ გიცნობ-მეთქი. არაფერი მიპასუხა, მაგრამ, ისეთი სევდიანი თვალებით შემომხედა, უცებ ვინანე ჩემი სიფიცხე და ისიც კი გავიფიქრე, იქნებ სერიოზული რაღაც აწუხებს და არ ამბობს, მე კი საქმეებს ვურჩევ-მეთქი, თუმცა, უკან მაინც აღარ დავიხიე – ირონიული მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის და ჩემთან და გოგიტასთან დარეკვაც კი ავუკრძალე.
კარგიო, – მითხრა და დამშვიდობების წინ ძალიან ლამაზ ქაღალდში გახვეული და ბაფთით შეკრული პატარა წიგნისხელა რაღაც გამომიწოდა – ეს ჩემი საქორწინო საჩუქარია. დიდი არაფერია, უბრალო ალბომია, მაგრამ, ძალიან გთხოვ, მხოლოდ მაშინ გახსენი, როცა ყველაზე ცუდად იგრძნობ თავსო.
ზრდილობის გულისთვის გამოვართვი და, სახლში რომ მივედი, ისე ჩავაგდე მაგიდის უჯრაში, სურვილიც კი არ გამჩენია, გამეხსნა. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გამახსენდა ეს საჩუქარი, როცა გოგიტამ მიმატოვა და წასვლის წინ მითხრა, მე შენ არასდროს მყვარებიხარ, როგორც ქალი. უბრალოდ, ვიცოდი, რომ დათუნას უყვარდი და იმის ჯინაზე შეგირთე, იმას გავუკეთე „პერეხვატი“, რადგან, ყოველთვის ყველაფერში მჯობნიდა და, მინდოდა, ამაში მაინც მე მეჯობნა. ახლა კი მართლა შემიყვარდა ქალი, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია და მასთან მივდივარ. შენ კი თავისუფალი ხარ, სადაც გინდა, წადი და რაც გინდა, ის ქენიო. აი, სწორედ მაშინ გამახსენდა გოგიტას საჩუქარი, მოვძებნე, გავხსენი და სახტად დავრჩი: ეს იყო ჩემი ალბომი, ჩემი სურათებით სავსე – ბავშვობიდან დიდობამდე. ყოველი სურათი სათუთად იყო ჩაწებებული და თითოელ მათგანს ლექსის თითო სტროფი ჰქონდა ლამაზად მიწერილი და თითოეულ მათგანში სიყვარული იყო ახსნილი. კინაღამ გული გამისკდა. მხოლოდ მაშინ მივხვდი გოგიტას თვალებში გაჩენილი სევდის მიზეზს, მაგრამ, რაღა დროს. თუმცა, ერთ-ერთ სტროფში ეწერა, მთელი ცხოვრება დაგელოდებიო.
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, დავურეკო თუ არა დათუნას, მაგრამ, ვერ გადამიწყვეტია, რადგან, არ ვიცი, საკმარისად მიყვარს თუ არა ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ სიყვარულს იმსახურებს.
ანა, 23 წლის.

скачать dle 11.3