კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის შექმნას იწყებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მზია სვიანაძე და ვინ შეაფასა მისი ნამუშევარი 50 000 ლარად

მზია სვიანაძის უნიკალურ შემოქმედებას ჯერ ბევრი არ იცნობს, მაგრამ, ვინც ნახა მისი საოცარი ნამუშევრები, აღფრთოვანებისა და გაოცებისგან სრული შოკი მიიღო.
ქალბატონი მზია, რომელმაც მხატვრობაში თავის მიერვე შექმნილ-გამოგონილ მიმდინარეობას ტიხრულ-მინიატურული მოზაიკა უწოდა, მუშაობისას მხოლოდ სამ მასალას იყენებს: წებოს, ბზას და ნახევრად ძვირფასი ქვების გრანულებს.
ხელოვანი საკუთარ თავს დაკარგულ თაობას მიაკუთვნებს, მაგრამ, თუ მისი ხელით შექმნილ საოცრებებს იხილავთ, ამაში კატეგორიულად არ დაეთანხმებით, რადგან, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებმა თვითნასწავლმა მხატვარმა უკვე თქვა თავისი სიტყვა ხელოვნების ამ დარგში.

 მზია სვიანაძე: დავიბადე და გავიზარდე მცხეთაში. იქვე დავამთავრე საშუალო სკოლა და დღესაც იქ ვცხოვრობ. ვარ თვითნასწავლი მხატვარი და მოქანდაკე, უფრო სწორად, ვიყავი, სანამ ამ საქმეს შევუდგებოდი. არანაირი სპეციალური განათლება არ მაქვს. უმაღლესში ჩაბარების დრომ რომ მომიწია, მაშინ აირია ქვეყანა – აფხაზეთის ომი, სამოქალაქო ომი... ერთი სიტყვით, დაკარგული თაობის წარმომადგენელი ვარ.
– საოცარი ნივთები გაქვთ შექმნილი. რა ჰქვია ამ მიმდინარეობას და ვისგან შეისწავლეთ?
– ეს არის ტიხრულ-მინიატურული მოზაიკა. არავისგან არ შემისწავლია. ეს მიმდინარეობა, რომელიც ძალიან ახლოს დგას ტიხრულ მინანქართან, მე თვითონ შევქმენი. საერთოდ, ძალიან მომწონდა ტიხრული მინანქარი, მაგრამ მინანქარს ამდენი შესაძლებლობა არ აქვს. მე ახლა შემიძლია, ნებისმიერი ზომის ნივთი დავამუშაო და ნებისმიერი ფორმა მივცე, იმავე მიზნის მისაღწევად კი მინანქარი ნაწილ-ნაწილ უნდა აიწყოს. თან, მინანქარზე მუშაობა უკვე ძალიან ბევრმა ისწავლა, ანუ ძალიან გავრცელებულია, მე კი მიყვარს ყველაფერში რაღაც ახლის მოგონება, ისეთის, სხვა რომ არ აკეთებს.
– რა ასაკიდან ხატავთ?
– საბავშვო ბაღში რომ დავდიოდი, უკვე ვხატავდი, სულ ვხატავდი.
– რამ გიკარნახათ ახალი მიმდინარეობის შექმნა?
– სიახლისკენ სწრაფვამ.
– რა მასალას იყენებთ მუშაობისას?
– მხოლოდ და მხოლოდ ხეს, წებოს და ქვას.
– უფრო კონკრეტულად?
– ბზას და ნახევრად ძვირფას ქვებს: გიშერს, ქარვას, მალაქიტს, ძოწს, ამეთვისტოს, ასევე მარგალიტს, ფირუზს; უფრო სწორად, ამ ქვებისგან სპეციალურად დამზადებულ გრანულებს. ძალიან მინდოდა, მეცადა ხისა და ქვის სინთეზი, რადგან ორივე ბუნებრივი მასალაა.
– სადმე გინახავთ ასეთი სინთეზი?
– არსად არ მინახავს. უკვე ოცი წელია, ამ თემაზე ვმუშაობ და ყოველ ნამუშევარში იმდენი სიახლე შემაქვს, იმდენად ვხვეწ ჩემს ხელოვნებას, რომ ჩემი პირველი ნამუშევრები ბოლო ნამუშევრებს რომ შევადარო, გვერდითაც არ დავუდებ, იმდენად წინ ვარ წასული. ჩემივე გამოცდილებით ვასწავლი საკუთარ თავს, სად რა სიღრმეზე უნდა ჩავსვა ქვები ხეში, რომელი ქვა როდის გამოვიყენო. სწავლის პროცესი ჯერ არ შეჩერებულა და, ალბათ, არც არასდროს შეჩერდება, რადგან, მუშაობის დროს ფანტაზია თვითონ მკარნახობს სიახლეებს. ყოველი ახალი ნამუშევარი უკეთესი და უკეთესი გამოდის და ეს მახარებს, რადგან, ვგრძნობ, როგორ ვიზრდები.
– რამდენ ხანს უნდებით თითო ნივთის გაკეთებას?
– თითოეული ნივთის გასაკეთებლად ორი-სამი თვე მჭირდება.
– „სამოთხის ვაშლზე“ გამოსახული ადამი ფოტოგრაფიული სიზუსტით ჰგავს თქვენს მეგობარს, ვისაც ეს ვაშლი აჩუქეთ. ბევრი მხატვარი ფანქრით ან ფუნჯით ვერ მიამსგავსებს ასე  სახეს.
– როდესაც ადამის სახეს ვქმნიდი, მაშინ გადავწყვიტე, ის ჩემი მეგობრისთვის მიმემსგავსებინა. ვინ იცის, როგორი იყო ადამი ან რამდენით იყო ევაზე უფროსი? ამიტომ, მივეცი ჩემს თავს უფლება, „სამოთხის ვაშლზე“ ჭაღარა ადამი გამომესახა. თან, მუშაობისას პაატა იქ არ მყავდა, არც მისი ფოტო მქონდა, ისე, ზეპირად გავაკეთე, როგორც მახსოვდა.
– თქვენი საამქრო გაქვთ, სადაც მუშაობთ?
– არა. ნეტა მქონდეს. სახლში ვმუშაობ და სამუშაო ინსტრუმენტებიც ძალიან პრიმიტიული მაქვს, რადგან თვითონ ვამზადებ ჩვეულებრივი ქლიბებისგან.
– სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ?
– სამწუხაროდ, ძალიან ცოტა, რადგან მასალების შეძენის საშუალება არ მაქვს. დაახლოებით 10-15 იქნება. უკიდურესად ხელმოკლედ ვცხოვრობ. ძირითადად მეგობრები მეხმარებიან და, როცა მასალის გარკვეული რაოდენობა მიგროვდება, მაშინვე ვიწყებ მუშაობას. მე თვითონ ჩემი არცერთი ნამუშევარი არ მაქვს – ან საჩუქრებად ვარიგებდი, ან სადღაც რჩებოდა ხოლმე. ერთგან, სადაც ვმუშაობდი და ჩემი უფროსი ხელფასს მიხდიდა, სანაცვლოდ ჩემს ნამუშევარს იტოვებდა. ახლა ჩემი მეგობრები, ზაზა და პაატა ცდილობენ, გაყიდონ ჩემი ნაჩუქარი ნივთები, რომ იმ თანხით ისევ მე დამეხმარონ.
– დაახლოებით რა ღირს თქვენი რომელიმე ნამუშევარი?
– არ ვიცი. ძალიან ბევრ სპეციალისტს ვაჩვენეთ, მაგრამ ვერავინ შეგვიფასა, რადგან მსოფლიოში არ არსებობს ანალოგიური ტექნიკით დამზადებული ნივთები. მხოლოდ ერთმა გვითხრა „სამოთხის ვაშლის” სავარაუდო ფასი – 50 ათასი ლარი, მაგრამ ახლა მყიდველი უნდა ვიპოვოთ.
– ცნობილი პირებიდან ვის აქვს თქვენი ნამუშევრები?
– ჩვენი პატრიარქისთვის შევქმენი დასალოცი ჯვარი. კურთხევაც მაქვს მისგან, მასალით დახმარებასაც შემპირდა და, იმედია, მალე გამომიგზავნის. მისი კურთხევით ხვალ ვიწყებ სამების ხატის შექმნას (ინტერვიუ ჩაწერილია 12 ოქტომბერს, – ავტორი), საქმის დასაწყებად საკმარისი მასალა უკვე მაქვს.
– სხვათა შორის, გამიგია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან არის დაინტერესებული ნიჭიერი ადამიანების შემოქმედებით. არ გიცდიათ, როგორმე მისთვის მიგეწვდინათ ხმა? იქნებ ახლაც დაინტერესებულიყო და ენახა ეს საოცრებები.
– (იღიმება) არა, აბა როგორ? თანაც, ინტენსიურად ვერც კი ვმუშაობ, რადგან სულ დაკავებული ვარ – მხოლოდ იმაზე ვარ გადასული, პურის ფული ვიშოვო, რომ ორი შვილი გავზარდო.
– რა გეგმები გაქვთ?
– მინდა გავაკეთო სააღდგომო კვერცხები – 12 ცალი, ანუ 12 სიხარული.

скачать dle 11.3