კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალკური

უნიკალური მცენარეული საშუალება კომბინირებული მოქმედებით


ცისტიტი და შარდკენჭოვანი დაავადება

 საშარდე გზების ინფექცია და შარდკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიმართვის საბაბია უროლოგებისა და ოჯახის ექიმების პრაქტიკაში.  მაგალითისთვის, ყოველ მეორე ქალს სიცოცხლის განმავლობაში აღენიშნება საშარდე გზების ინფექციის თუნდაც ერთი ეპიზოდი.  30-40 პროცენტში დაავადება იღებს სისტემატურ ხასიათს, ხშირი რეციდივებით – გამეორებებით. გამწვავების დროს შრომისუუნარობა შეადგენს 2-8 დღეს. ამჟამად ჩვენ ვისაუბრებთ საშარდე გზების გაურთულებელ ინფექციებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, მართვისა და პროფილაქტიკის გზებზე.
საშარდე გზების ინფექციის კლინიკურ გამოვლინებას – ჩივილებს მიეკუთვნება: ხშირი და მტკივნეული შარდვა, წვა მოშარდვის დროს, უსიამოვნო შეგრძნება, დისკომფორტი შარდის ბუშტისა და მცირე მენჯის საპროექციო მიდამოში, მღვრიე შარდი (ხშირად მძაფრი სუნით), შესაძლებელია სისხლიანი შარდიც; ზოგჯერ შარდის შეკავების უნარიც მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ჩივილებს თან ერთვის სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ტკივილი წელის არეში, ჩვენ უკვე საქმე გვაქვს გართულებულ საშარდე გზების ინფექციასთან და ამ შემთხვევაში ექიმის ტაქტიკა განსხვავებულია.
საშარდე გზების დიაგნოსტიკის უმარტივეს მეთოდს მიეკუთვნება შარდის საერთო ანალიზი და შარდის ნათესი, რომელთა მეშვეობით დგინდება ლეიკოციტებისა და ბაქტერიების არსებობა შარდში. ყველა შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კვალიფიციური კონსულტაცია.
გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციის ძირითად გამომწვევს (შემთხვევათა 80 – 85 პროცენტში) მიეკუთვნება ნაწლავის ჩხირი –  Escherichia coli.
ნაწლავის ჩხირი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ერთ-ერთი ძირითადი ბაქტერიაა, რომელიც შარდში არ უნდა გვხვდებოდეს. აღნიშნული პრობლემა ბევრად უფრო ხშირია ქალებში, მათი ანატომიური თავისებურებების გამო. ნაწლავის ჩხირი შორისის მიდამოდან ვრცელდება საშოსკენ, ახდენს ამ მიდამოს კოლონიზაციას და აქედან  აღმავალი გზით, შარდსადენი მილის გავლით, ხვდება შარდის ბუშტში. აღნიშნულ ბაქტერიას გააჩნია უნარი, საკმაოდ მყარად „მოიკოდოს ფეხი” შარდის ბუშტში, უფრო სწორად, მისი ლორწოვანი გარსის უჯრედებზე.
გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციის (მით უმეტეს – გართულებულის) მკურნალობის ძირითად მეთოდად ყოველთვის ითვლებოდა და ითვლება ანტიბიოტიკები. ჩვენი სტატიის ერთ-ერთი მიზანია პაციენტის საშარდე გზების ინფექციის პირველივე – საწყისი ეპიზოდის მიზეზის სწორი გამოვლენა, დროული მართვა და არანაირი თვითმკურნალობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ პრობლემის ქრონიზაცია. მერწმუნეთ, ეს მუდმივ პრობლემად იქცევა. ყოველი გამწვავების დროს (მინიმუმ ერთხელ თვეში) ანტიბიოტიკის მიღება ყოვლად დაუშვებელია მრავალი მიზეზის გამო, უპირველეს ყოვლისა კი იმიტომ, რომ რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ ნაწლავის ჩხირი მალე ხდება რეზისტენტული (მგრძნობელობას კარგავს) ანტიბიოტიკების მიმართ.
ჩვენი სტატიის მეორე მესიჯია – მხოლოდ საჭიროების დროს გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები (აქ დავამატებთ, რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ რომელი ანტიბიოტიკის აუცილებლობაა) და პარალელურ რეჟიმში ჩავატაროთ პროფილაქტიკურ-პრევენციული და ორგანიზმისთვის უსაფრთხო მკურნალობა.
ამ მიზნის მიღწევაში ჩვენ დიდი როლი დავაკისრეთ კომბინირებულ მცენარეულ პრეპარატს – კალკურს. რამ განაპირობა ეს არჩევანი? უპირველეს ყოვლისა, ხარისხმა, დადასტურებულმა ეფექტურობამ და სანდო მწარმოებელმა; ასევე, მისმა კომპლექსურმა მოქმედებამ,  რაც გვეხმარება ჩვენ მიერ წამოჭრილი პრობლემის გადაჭრაში.
კალკურში შემავალი მცენარეული კომპონენტები განაპირობებენ ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენ  და წვის შემამსუბუქებელ ეფექტს.  პრეპარატის ეს თვისებები შესაძლებელია სავსებით საკმარისი იყოს გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციის ეპიზოდებში და ეს პრინციპულია – აცილებულ იქნეს ანტიბიოტიკების გამოყენება.
მნიშვნელოვანია კალკურის როლი შარდკენჭოვანი დაავადების დროს – მცირე ზომის ერთეული ან მრავლობითი კენჭების, ლითოტრიფსიის შემდგომი კენჭის ფრაგმენტების გამოძევების გაადვილება, პროფილაქტიკური (მეტაფილაქტიკური) გამოყენება ლითოტრიფსიის ან ქირურგიული გზით მოშორებული კენჭების განმეორებითი გაჩენის თავიდან ასაცილებლად.
კალკურში შემავალი კომპონენტების მეშვეობით არახსნადი მარილები გარდაიქმნება შარდში ხსნად მარილებად, შედეგად, არ ხდება მათი კრისტალიზაცია და კენჭის ფორმირება. შარდმდენი მოქმედებაც მნიშვნელოვანია მცირე ზომის კრისტალების კონგლომერატების გამოძევებაში, „გამორეცხვაში”. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ამცირებს ცილოვანი ნაერთების ერთმანეთზე შეწებებას (მათზე ხდება მარილოვანი კრისტალების დალექვა და კენჭის ფორმირება).
დამატებითი ინფორმაციისთვის პრეპარატ კალკურთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ მედიცინის დოქტორს, უროლოგს ალეკო ხელაიას (უროლოგიის ეროვნული ცენტრი). alekoxelaia@gmail.com, www.tqveniurologi.ge
ტელ: 555 30-50-51

скачать dle 11.3