კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავით მაჭარაშვილი: „ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელია იმისთვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს“

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. ამასთან,  მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს და მეტი სტიმული  მიეცეს ადგილობრივ წარმოებას. თუმცა, იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს, აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაწყებულია ინტენსიური მუშაობა და რეალური შედეგები მალე გახდება ცნობილი.
„საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი გაჯერებულია ჯენერიკ მედიკამენტებით. თუმცა დღეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის  ამუშავება, რათა განვასხვავოთ ხარისხიანი და უხარისხო და ეს ყველაფერი დამყარებული უნდა იყოს კონკურენციაზე; ასევე, რომელი ფარმაცევტული კომპანია რა ფასად და რა ხარისხის სამკურნალო საშუალებას მიაწვდის მომხმარებელს. დღეს  დარეგისტრირებული სამკურნალო საშუალების ძირითადი ბაზა  მეტწილად ხარისხიანი ჯენერიკული საშუალებებია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელია, რათა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს,“ – განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით მაჭარაშვილმა.

скачать dle 11.3