კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიცნო გივი ბერიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში და რა გაუგზავნეს მას და კახი კავსაძეს ყაზბეგელმა მილიციელებმა

83 წლის ასაკში მხნედ ვერ ვარო, ამბობს და ემოციურად იწყებს  იმ დროის გახსენებას, რამაც მისი ცხოვრება  მთლიანად შეცვალა. არც იმას მალავს, რომ ცხოვრების ბევრი რთული პერიოდის მიუხედავად, იღბლიანი კაცია – კინოსა და თეატრში  „დარჩენილი” პერსონაჟები, დროსაც უძლებს და კულტურულ პერიპეტიებსაც. გივი ბერიკაშვილის ცხოვრება კადრს მიღმა – ისტორიები შვილებზე, მეგობრებზე, საყვარელ საქმესა და   ტკივილზე, რომელიც დღემდე აწუხებს – ყველასთვის საყვარელი მსახიობი დღეს „თბილისელებთან” ამ   ყველაფერზე  გულწრფელად  საუბრობს. 

 გივი ბერიკაშვილი: 83 წლის ასაკში, თავს მხნედ როგორ  იგრძნობ?  სტენტირებული გულით ვცხოვრობ, ცოტა ხნის  წინ ფილტვების ანთება დამემართა, საკმაოდ   რთულ ფორმებში, საავადმყოფოში ვიწექი.  ადრე ორჯერ მაქვს გაკეთებული  კუჭის ოპერაცია,  მე „გამოვუწერე”  საკუთარ თავს ეს ამბავი.  ბევრს ვსვამდი, მაგრამ ისე,  რომ საერთოდ  არ ვთვრებოდი. მოკლედ,  ვერ არის კარგად  ასაკში ჯანმრთელობის საქმე.   ამას დიდად  არ ვწუხვარ,  ჩემს ასაკამდე ჩემს გვარში ჯერ ვერავინ მოვიდა. მამაჩემი ძალიან ადრე დაიღუპა, 28 წლისაც  ვერ შესრულდა.  ვერც ჩემმა პანწკალა პაპამ იცხოვრა ჩემამდე. წლები რომ გემატება, უფრო ხვდები, როგორ სჭირდები შენს ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს. აგერ შვილთაშვილი მყავს უკვე.    ჩემი სამი შვილიშვილიდან ხელოვნებისკენ  მანანას გოგო, ანო წავიდა –  თეატრმცოდნეა, კარგი საოპერო მონაცემები აქვს.  ჩემი სეხნია გივიკო, მალე ალბათ, ცოლს მოიყვანს, ამბობდა, ამდენ არტისტებს ერთი ექიმი გჭირდებათო და მედიცინისკენ წავიდა. ელენე ჯერ სკოლაშია. ახლა ის მაწუხებს, რომ ისე აქტიური აღარ ვარ, როგორც  ადრე. მაშინ წანწკლე ბიჭი  ვიყავი.  იმ დროს  საქმეც  ბევრი იყო, მეც ძალიან ყოჩაღი ვიყავი, ერთდროულად მიღებდნენ  ხოლმე ორ ფილმში. მაგალითად, როცა გიგა ლორთქიფანიძე  „დათა თუთაშხიას” იღებდა, იმ დროს მე და ზურა ქაფიანიძეს    წითელწყაროში  გვქონდა გადაღებები.  დათა თუთაშხიას მეხუთე სერიას რუის-ურბნისში ვიღებდით, რეჟისორებმა მოილაპარაკეს – ერთი დღე წითელწყაროში ვიყავი,  ღამე კი წამოვიდოდი და ისე  გამოვივლიდი თბილისს, სახლშიც ვერ შევდიოდი, პირდაპირ რუისში ჩავდიოდი.  ამის მიუხედავად, მაინც ოჯახის კაცი ვიყავი,  ლეილას საჭმლის გაკეთებაც კი   მე ვასწავლე. კარგი მამაც   ვიყავი. ეს კაცისთვის ყველაზე მთავარია – მიხარია, რომ  მე და ჩემმა კნეინამ შევძელით, დღე და ღამე გვემუშავა კაპიკებზე და თანაც კარგი ოჯახი შეგვექმნა. მაშინ ასე კი არ იყო, ცოტა იყო გასამრჯელო.  
– ბევრჯერ გითქვამთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი იმ დღეს დაიწყო, როცა ლონდრე „გახდით” – ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი.
–  25 წლის ვიყავი, როცა „ლონდრე” გადავიღეთ.  იმ ასაკში ეს უკვე დიდი ამბავი გახლდათ.  თამაზ მელიავა დიდხანს ეძებდა ლონდრეს პერსონაჟს. ყველა ჩართული ვიყავით ამ ამბავში და მათ შორის, მეც. ყველგან  აქტიურად ვეძებდი ლონდრეს.  ვიცოდი, რომ მე  გაბრიელი უნდა მეთამაშა.  ოთარ ჭილაძემ, თავიდანვე, როცა სცენარი  დაწერა, მითხრა,  გაბრიელი შენ უნდა ითამაშოო.  ერთ დღეს კინოსტუდიის ეზოში ბურთს ვთამაშობდით. ერთმანეთისგან რომ გაგვერჩია მოწინააღმდეგე, ზოგი ჩაცმული ვიყავით, ზოგი წელზევით შიშველი. შიშვლებში მოვხვდი მე. ვთამაშობთ და  უცებ თამაზ მელიავა მეძახის, წამო ჩემთანო. ჩაცმა დავიწყე, არა კაცო, რას იცვამო. ეგრევე, ფოტოლაბორატორიაში ამომაყოფინა თავი და სურათები  გადამიღო. მეოთხე დღეს დამიძახეს სინჯებზე, 15 მაისს, ჩემს დაბადების დღეზე, დამამტკიცეს ამ როლზე. ის დღე იყო და აი, მაშინ დაიწყო ყველაფერი. ფილმი რომ გამოვიდა, ხალხი ქუჩაში „მომდევდა” – შიშველი ეშმაკი, საერთოდ,  სიმბოლოდ იქცა. თან, რა „სასტავში” ვიყავი, კაცო - ეროსი, რამაზი.
– ასეთი კარგი შემოქმედებითი პერიოდი ბევრჯერ გქონდათ? კინოში უფრო იღბლიანი იყავით თუ თეატრში?
– ცხოვრებაში ვიყავი   იღბლიანი!  თავიდან რომ დამჭირდეს, ისევ ამ გზას გავივლიდი, რთულიც ხომ იყო, მაგრამ მაინც მაგარი იყო ჩემი  ცხოვრება. ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, მთელი ჯგუფი წავედით სოხუმის თეატრში. მაშინ წამოვიდა იქიდან მთელი თაობა – ისინი წამოვიდნენ და ჩავედით ჩვენ: მე, ბორია წიფურია, თინა ელბაქიძე.  სამი წელი ვიცხოვრეთ და ვიმუშავეთ სოხუმში. კარგი პერიოდი იყო. იღბალიო, მკითხეთ. როგორ არ იყო იღბალი – აბა, რა იყო ამისთანა ხალხში მოხვედრა... ვერიკო, სესილია, იპოლიტე, ვასო გოძიაშვილი. ჩემს  კარიერაში ძალიან დიდი როლი შეასრულა თბილისობამ. ეს დღე  ძალიან მიყვარს.  ფილარმონიაში რომ შევდივარ, ჩაჩავას საავადმყოფოში ვხედავ ფანჯარას, საიდანაც დავინახე სამყარო. გული მწყდება, რომ  თბილისობას აღარ ვუყვარვარ მე. ამდენწლიანი განშორების შემდეგ, ახლა ეკა ხოფერიამ გადაგვიღო მე და კახი. არადა, პირველი თბილისობა მე გავხსენი. თენგიზ მენთეშაშვილი იყო მაშინ „ტეკას” მდივანი. თბილისობა რომ დამთვარდა ფუნიკულიორზე  ბანკეტი გაიმართა, 200-კაციან სუფრაზე  თამადის მოადგილე ვიყავი.  ბანკეტის მერე   თამაზმა მითხრა: გივიკო, კაცო,  ფული არ მაქვს რომ მოგცე, მოდი, „ვოლგას” მოგცემ, გაყიდე და ფული არ არიო? წამოვიყვანე ის ვოლგა, იმის მერე კიდევ 7 მანქანა მომცა.
– კარგი მეგობრობის ისტორიები  ქართველებს არ გვიკვირს, თუმცა მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა თქვენი და კახის მეგობრობა.
–  იცით, რატომაა ეს მეგობრობა  თითქოს განსაკუთრებული?   ძალიან დიდი დრო, მთელი ცხოვრება გავატარეთ ერთად და იმიტომ.  ახლაც დღე და ღამე ერთად ვართ – დამოყვრებულებიც ვართ, დაძმობილებულებიც და გადაძმობილებულებიც.  ისტერიკა დამემართა, როცა კახი ცუდად იყო.  ერთი სიკვდილი გავათავე, როცა მისი დიაგნოზი გავიგე.  ბიძინა ივანიშვილს ეს ამბავი მე  ვუთხარი, მან აიღო თავის თავზე კახის წასვლა გერმანიაში. რომ არ წასულიყო, დაიბრიდებოდა, კაცო. ღმერთმა აცოცხლოს ასი წელი.   ყველაფერზე ვდარდობდი, კახი რომ გერმანიაში იყო.  მაგის ჯანმრთელობა ხო მადარდებდა და იმასაც კი ვფიქრობდი,  ამან გერმანული არ იცის, იმათ – რუსული და ქართული, ნეტავ, როგორ აგებინებენ-მეთქი ერთმანეთს (იცინის). მე და კახიმ ინსტიტუტში გავიცანით ერთმანეთი. მე სოხუმიდან ჩამოსვლის შემდეგ  მარჯანიშვილის თეატრში მივედი,  კახი, მოგეხსენებათ, – რუსთაველის თეატრში  იყო. უკვე კარგი ურთიერთბა გვქონდა, მის სპექტაკლებზე დავდიოდი. სხვათა შორის, ჩვენმა თაობამ წაშალა ის დაპირისპირება და პაექრობა, რაც რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებს შორის იყო. ჩვენამდე, იცით, როგორ იყო? მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი რუსთაველის თეატრში  სპექტაკლზე არ წავიდოდა.  როცა ეროსიმ ესპანელი მღვდელი ითამაშა, სპექტაკლზე შოკი დამემართა. მეორე დღეს თეატრში ვყვებოდი, წადით, ხალხო, ნახეთ ისეთი საოცარია-მეთქი. ერთმა ცნობილმა მსახიობმა მითხრა: მეორედ არ თქვა ეს, თორემ ენას ამოგაგლეჯო. მე ვუთხარი, ფეხებსაც ვერ მომჭამ, იმიტომ რომ, მე მართალი ვარ-მეთქი.  მე და კახი სცენაზე არ შევხვედრივართ, თეატრში ერთად არ გვქონდა ნათამაშები. სცენაზე ერთად დავდექით, როცა დაიწყო „მღერიან და ხუმრობენ თეატრისა და კინოს ვარსკვლავები”. 25 წელი მიდიოდა ეს პროექტი. არ მინდა, არ მინდა – იძახდა კახი და მე დავიყოლიე.  იქამდე იყო რეზო  გაბრიაძის  ნოველები. გახსოვთ, მოკლემეტრაჟიანი ფილმები, ძალიან პოპულარული.   მერე იყო გოდერძი ჩოხელი. უჩვენოდ ფილმის გადაღება არ უნდოდა. ახლაც დევს გოდერძის სცენარი – „ვარდისფერი კაცი”, სადაც წერია: გივი თუ შენ დაბერდი როლისთვის, ზურიკომ ითამაშოსო. საოცარი სცენარია, ბიძინამ  მითხრა, მე დაგეხმარებითო.
ერთხელ ყაზბეგში ჩავედით გოდერძის „სამოთხის გვრიტებზე”.  გაშალა გოდერძიმ ჩვენს ლუქსში  სცენარი და უნდა ვიმუშაოთ.  უცებ გაიღო კარი, შემოდის  ორი კაცი: გამარჯობათ ბატონებო... კაცო,  ეგრე უნდა ჩამოიპაროთ ყაზბეგში, აბა ადექით, საჭმელად წავედითო. მილიციის უფროსს გამოუგზავნია –  საქეიფოდ გვეპატიჟებოდნენ.  დააგდო კახიმ სცენარი, მივდივარ მე  თბილისშიო. გადაირია ის ხალხი,  აბა, ხელს როგორ შეგიშლითო, წავალთ ჩვენო. მე ვუთხარი კახის: ეს რა კაცი ხარ, ეს რა ქენი-მეთქი? კაცო, გადავიღოთ ეს ფილმი და მერე რამდენიც გინდა, ვიქეიფოთო. გავიხედეთ, ორი მილიციონერი მოვიდა პარკებით – რა აღარ მოგვიტანეს. მილიციის უფროსს გამოუგზავნია ჩვენთვის სანოვაგე, რადგან თან არ გავყევით.  ქეიფი კახისაც კი უყვარდა, მაგრამ ჩემი უფრო ჩანდა (იცინის).
– მილიციელებთან თქვენი ისტორიები საქვეყნოდაა ცნობილი.
–  ერთელ ჩემი ცოლი – ლეილა და მე მივდივართ გმირთა მოედანზე. მაშინ ასეთი გადატვირთული არ იყო იქ მოძრაობა, მაგრამ საცობში მაინც მოვყევით.  ხან აქეთ გავუხვიე, ხან იქით – მილიცია „მითავისუფლებს” გზას, გაატარეთ, გაატარეთო. უცებ, კაცო, ჩემი კნეინა  არ დაესხა თავს მილიციონერს, არ გრცხვენიათ, მთვრალი რომ ჯდება საჭესთან, რომ მოკვდეს და რამე დაემართოსო? –  არა ქალბატონო, როგორ გეკადრებათ, ჩვენ გივი მთვრალი არასდროს   გვინახავსო. მე ვუთხარი, ქალო, ახლა ალბათ, ფიქრობენ, ამას როგორ უძლებს გივიო (იცინის).  
– ბიძინა ივანიშვილზე მინდა გკითხოთ, ამბობენ, თქვენ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს,   სად და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?   
–   ბიძინას დიდი ხანია, ვიცნობ. ჩემი მეგობარი იყო სეითა ივანიშვილი, ბიძინას   ბიძა. კარგად ვიცნობდი მათ მამას – გრიგოლს, უფროს ძმას – ადიკოს.  ამ ოჯახიდან მარტო ბიძინას არ ვიცნობდი. ჩვენი შეხვედრა მოხდა მოსკოვში, გოდერძი ჩოხელის ფილმს ვახმოვანებდით. მაშინ რაღაც დაგვჭირდა და ბიძინას ვთხოვეთ დახმარება. ათიანზე გაგვიკეთა.   მერე, თბილისში მთელ თეატრებზე აიღო პატრონაჟი. ამით უამრავი  არტისტი გადაგვარჩინა. მასზე ბევრი რამ ვიცოდი – სეითა ივანიშვილის ორმოცი იყო ჭორვილაში, ჩემს ზურიკოსთან ერთად ვიყავი ჩასული. ბიძინას დედაც იყო, ციცინო. მაშინ ისეთი ამბავი მომიყვა: კაცო,  სამ შვილს გაჭირვებით ვზრდიდით  და მეოთხის გაჩენა აღარ მინდოდაო. გადავირიე, გვღუპავდი, შე კაიდედმამიშვილო-მეთქი, – ვუთხარი.  თამამად ვიტყვი, რომ ბიძინა რომ არ ყოფილიყო, მე ცოცხალი არ ვიქნებოდი. ბიძინა ბერიკას მეძახის, შინაურულად.  მეც ბატონ ბიძინას კი  ვერ დავუძახებ – არ მომცემს უფლებას.  როცა  საქართველოში ჩამოვიდა, ხშირად ვნახულობდი. ყოველ-შაბათ კვირას ვიკრიბებოდით მასთან, ან ურეკში ჩავდიოდით. ახლა ოთხი თვეა, არ მინახავს. ბოლო ეს ერთი წელი, ამ პოლიტიკის გამო, ხშირად ვერ ვნახულობ. აღარც ღონისძიებებზე აქტიურობს, რომ საჭორაო არ გახდეს. ისე, ტელეფონით სულ გვაქვს მოკითხვა, დაბადების დღეებს  ვულოცავთ ხოლმე ერთმანეთს.  ბიძინა არ იხდის  დაბადების დღეს, მაგრამ ეკას დაბადების დღეზე მე და კახი ბევრჯერ  ჩავსულვართ ურეკში.   
–  ერთ ინტერვიუში თქვით, კახელებზე ძალიან ვარ ნაწყენიო. არ მოგიბრუნდათ გული?
–  მთელი ბავშვობა იქ გავატარე, პაპა-ბებია იქ მყავდა.  ეგ იყო მთელი ჩემი ცხოვრება. პანწკალა პაპას გაზრდილი ვარ, ვგიჟდები იქაურობაზე. მაქვს სახლი, ახლა დაკეტილია. ნაწყენი იმიტომ ვარ, რომ ჩემს შვილს არ მოექცნენ კარგად. ეხ, არ იყო  ეგ კარგი საქმე. ყველას თავისი პოზიცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ პოლიტიკის გამო, ასეთი საშინელებები ჩაიდინო, უმსგავსობა დააბრალო ვინმეს, არაა კარგი საქმე. იმის მერე კახეთში აღარ ჩავდივარ, გავლით კი, მაგრამ ჩემს სოფელში გული აღარ მიწევს. ვუთხარი კიდეც იქ ხალხს, ლაგოდეხში ბაკურციხის გავლით ვივლი, თელავში – გომბორით, გურჯაანზე აღარ გავივლი-მეთქი.  ბოღმიანი კაცი არ ვარ, მაგრამ ასე  მგონია, გული ჯერ  არ მომიბრუნდება. ამას რომ ვამბობ, ამაზეც გული  მტკივა, მაგრამ რა ვქნა?!   არავის ახსოვს, თავი ზემოთ ამეწიოს და გაფხორილს მევლოს.  იმიტომაც იყო, კუჭის ოპერაცია რომ გამიკეთეს, თეატრის მთელი  ტექნიკური პერსონალი კამოს ქუჩაზე  საავადმყოფოსთან ათენებდა. ზოგმა რომ იცის, მეტიჩრობს  და ვერავის ხედავს, ოღონდ ეგეთ კაცს ნუ დამანახვებ.  ისე  დავბერდი, იუბილე არ მქონია. 75 წლის ასაკში ბადრი პატარკაციშვილმა იძალავა და ისე გადამიხადა 75 წლის იუბილე. პირველად ჩემს ცხოვრებაში ასე გრანდიოზულად აღვნიშნეთ. ჩვენში, მეგობრებში ვიცოდი ხოლმე პურმარილის გაშლა. მთელი ჩემი საძმაკაცო იყო  ჩემს იუბილეზე, ჩემი  რამაზ ჩხიკვაძეც...

скачать dle 11.3