კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უთხრა დათო ოქიტაშვილმა ქალიშვილის საქმროს სიძედ მიღებაზე უარი და რა საჩუქარი მიიღეს ახალდაქორწინებულებმა პატრიარქისგან

უამრავი ახლობელი, ბევრი ცეკვა და სიმღერა, არაერთი სიურპრიზი და მხიარულება, სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე ატმოსფერო – სწორედ ასეთი იყო დავით ოქიტაშვილის შვილის, თათა ოქიტაშვილისა და გიორგი დოლაბერიძის გრანდიოზული ქორწილი, რომელიც 3 ოქტომბერს მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“ გაიმართა. მას შემდეგ, მთელი თბილისი ამ დიდებულ წვეულებაზე ლაპარაკობს.

 დავით ოქიტაშვილი: საბედნიეროდ, ჩვენს ძალიან ბევრ მეგობარს უნდოდა მოსვლა და ჩემი შვილის ბედნიერების გაზიარება. ამიტომ, მე და ჩემმა მეგობრებმა: აჩიკო მეფარიძემ, გოჩა კაპანაძემ, შერიმ, რუსიკო ბახტაძემ და კიდევ სხვებმა, ერთად შევქმენით საქორწილო პროგრამა, რომელიც ყველას ძალიან მოეწონა. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. ზოგადად, მაშინ გამოდის ყველაფერი კარგად, როცა სპონტანურად ხდება. ქორწილში ბევრი ჩემი მომღერალი მეგობარი იყო და ჩვენ მხოლოდ მათი სიმღერების თანმიმდევრობა განვსაზღვრეთ, ქაოსის თავიდან ასაცილებლად.
– ქორწილმა, ალბათ, კონცერტის სახე მიიღო...
– მართლა ასე გამოვიდა. შემდეგ, ნეფე-პატარაძალს მეჯვარეებმა და თანაკლასელებმა მოუწყვეს სიურპრიზი. სიმღერას „გიხაროდენ“ დაადეს სხვა ტექსტი, რომელიც თათასა და გიოს სიყვარულის ისტორიას გადმოსცემდა და მას ავტორთან, ბატონ ჯემალ სეფიაშვილთან ერთად ასრულებდნენ. ბედნიერი ვარ, 400-კაციანმა ქორწილმა ისე ჩაიარა, რომ მასზე დღეს მთელი თბილისი ლაპარაკობს. ამხელა წვეულებაზე ატმოსფეროს სწორედ მოწვეული ადამიანების განწყობა ქმნის, თორემ დღეს ხალხს ვერც ქორწილით გააკვირვებ, ვერც საკვებით და ვერც მუსიკოსებით. ბევრი არაქართველი სტუმარიც მყავდა. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი აზერბაიჯანელი მოცეკვავე – თარანა მურაბელა, რომელმაც ვერ მოითმინა და „სუხიშვილებთან” ერთად „ჯეირანი” იცეკვა. ეს იყო მისი სიურპრიზი პატარძლისთვის. სიურპრიზი იყო თემურ თათარაშვილის ჩამოსვლაც, რადგან ნათქვამი ჰქონდა, რომ ვეღარ ახერხებდა. ნუცა შანშიაშვილი კი ამერიკაში აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ სპეციალურად დარჩა. ეს იყო ჩემი მეგობრებისა და მათი შვილების საერთო დღესასწაული, სადაც ბიჭის და გოგოს მხარე არ არსებობდა, ყველა ერთად იყო. ოფიციალურობა, რომელიც ცხოვრებაში არც მე მიყვარს და არც ჩემს სიძეს, ქორწილშიც დავამსხვრიეთ. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ისაა, რომ ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიულოცა თათასა და გიოს დაქორწინება. მათ ხატი აჩუქა და დალოცა. პატრიარქის დალოცვაზე დიდი რა უნდა იყოს ახალშექმნილი ოჯახისთვის?!
– ამ ყველაფრის მიუხედავად, ალბათ, მაინც ბევრი ინერვიულეთ.
– მე ნახევარი ქორწილი ვტიროდი – ამას არც ვმალავ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მამისთვის ქალიშვილის გათხოვება რთულია, არამედ ეს იყო სიხარულის ცრემლები, რადგან ვხედავდი, რომ გარშემო ყველა ძალიან ბედნიერი იყო. მე და თათას მამაშვილობის გარდა, დიდი მეგობრობაც გვაკავშირებს. მის შესახებ ყოველთვის ყველაფერი ვიცოდი. ვიცნობდი სიძესაც, რომელიც ახლა საკუთარ შვილად მიმაჩნია. ვამბობ, რომ უკვე სამი შვილი მყავს. გიორგი ჩემს ოჯახში გაიზარდა. ისინი კლასელები იყვნენ და მე მეცხრე კლასიდან ვუყურებდი მათ სიყვარულს.
– როგორც ჩანს, სიძესთან ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვთ?!
– რა თქმა უნდა, ასეა. მე არ მიყვარს ფორმალური ურთიერთობები. მის მშობლებსაც ვუთხარი, რომ მათი სახით და-ძმა შევიძინე. გიორგი ჩემთან, სამსახურში მოვიდა. მითხრა, თქვენი ქალიშვილი მიყვარსო და თათას ხელი ოფიციალურად მთხოვა. მე ვუთხარი: შენ ჩემი სიძე ვერსადროს იქნები-მეთქი. ბავშვი გაწითლდა და თავი ჩაღუნა. მერე გავაცნობიერე, რომ ცუდად გამომივიდა და დავაყოლე: შვილო, ცუდად არ მითქვამს, როგორც სიძეს, ისე ვერასდროს შემოგხედავ, შენ ჩემი შვილი, მეგობარი და ძმა იქნები-მეთქი და ბავშვმა ამოისუნთქა. როცა ჩემმა შვილმა მითხრა, ვთხოვდებიო, ზედმეტი კითხვები აღარ დამისვამს. ბავშვს გაუკვირდა – არაფერს მეკითხებიო?! მათ სიყვარულს წლების განმავლობაში ვუყურებდი და რაღა უნდა მეკითხა. იმ ადამიანთა კატეგორიას არ ვეკუთვნი, სიძის ოჯახისა და წარმომავლობის გარკვევას რომ იწყებენ. შვილებისთვის მათი რჩეულის მატერიალური მდგომარეობის შესახებ არასდროს არაფერი მიკითხავს. სახლები და იახტები მნიშვნელოვანი არაა და ბავშვებს სულ ვასწავლიდი, რომ მეგობარი ქონებითა და თანამდებობით კი არა, ადამიანობით აერჩიათ. როცა თათამ თავისი გადაწყვეტილება გამაცნო, ვუთხარი, რომ გიო ჩვენი ოჯახის წევრი გახდებოდა და თუ აქამდე ოთხ ნაჭერ პურს ვჭრიდით, ახლა ხუთს დავჭრით და მათ სანერვიულო არაფერი ექნებოდათ. არ შეიძლება, სიყვარულის წინააღმდეგ მატერიალური მიზეზის გამო წახვიდე. ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია. მე და ჩემი მეუღლე რომ დავქორწინდით, მაშინ ჩვენც არაფერი გვქონდა, მაგრამ მერე ერთობლივი შრომით, რაღაცას მივაღწიეთ. სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში მატერიალური ინტერესების გამო, ხშირად ქორწინდებიან. თუმცა, ასეთი ოჯახი დიდხანს ვერ ძლებს. გიო და თათა, უპირველესად, იმით არიან ბედნიერები, რომ ოთხივე მშობელი და ყველა ბებია-ბაბუა ცოცხალი ჰყავთ. მე კი იმით ვარ ბედნიერი, რომ მესამე შვილი შევიძინე. ჩემი მეუღლეც ასეა, მაგრამ გიოს მაინც სულ ვაფრთხილებ, სიდედრს არ შეეკრას (იცინის).
– რით არიან ისინი დაკავებულები?
– თათა და გიო სტუდენტები არიან. ახლა ისინი თბილისში არ არიან. ესპანეთში ისვენებენ გიოს მშობლებთან და თვის ბოლომდე იქ იქნებიან. გიოს მშობლები უკვე ოცი წელია, იქ ცხოვრობენ და მუშაობენ. ბედნიერები ვართ, რომ ყოველდღე გვირეკავენ და გვკითხულობენ. ჩვენ გვაინტერესებს, როდის ჩამოვლენ, ისინი კი იქით გვეპატიჟებიან, თქვენც ჩამოდითო. ისინი რომ ჩამოვლენ, ალბათ, წავალთ კიდეც მე და ჩემი მეუღლე. ეს არაა მხოლოდ სიძესთან და ქალიშვილთან ურთიერთობა. ესაა ოჯახების მეგობრობა და მე ბედნიერი ვარ, რომ ორი ოჯახი გაბედნიერდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თაკო დოლაბერიძეს, რომელმაც მათი ქორწილი კიდევ უფრო გაალამაზა. როცა ბავშვებმა ჯვარი დაიწერეს, უცებ ცაზე თვითფრინავი გამოჩნდა, რომელიც ვარდის ფურცლებს ყრიდა. სანამ სტუმრები არ შემოვიდნენ, ყვავილის ფურცლები ჰაერში დაფრინავდა. ეს ნამდვილი სიურპრიზი იყო. სიურპრიზი იყო ჩემს მიერ ბოშათა ანსამბლის მოწვევაც. გავიგე, რომ გიოს მეჯვარეებს მოსწონდათ და ეს მათ მივუძღვენი. ძალიან ლამაზი სანახაობა გამოვიდა და ყველა გაოცებული დარჩა, ეგონათ, მოცეკვავეები საიდანღაც ჩამოვიყვანე, არადა ეს გოგონები თბილისში მოღვაწეობენ (იცინის). საღამოს აჩიკო მეფარიძე უძღვებოდა, თამადა კი ბატონი ლადო კახაძე იყო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. მან ძირითადი სადღეგრძელოების შემდეგ, სტუმრებს აბსოლუტური თავისუფლება მისცა და ყველა ისე გაერთო, როგორც თვითონ უნდოდა. მოკლედ, უფლის ნებით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც ოქიტაშვილებისა და დოლაბერიძეების ოჯახები დააფასა, მოვიდა და ჩვენი ბედნიერება გაიაზიარა.

скачать dle 11.3