კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა რთული პერიოდის გავლა მოუწევს საქართველოს ორი თვის განმავლობაში და იქონიებს თუ არა გავლენას ჩვენს ქვეყანაზე მსოფლიოში განვითარებული პოლიტიკური დაპირისპირებები

ინტერვიუ დავით ბუტიკაშვილთან 3 კვირის წინ ჩავწერეთ და ჯერ კიდევ მაშინ იწინასწარმეტყველა მან პრობლემები მედიასფეროში, მაგრამ საქართველოში იმდენად სწრაფად ვითარდება პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენები, რომ სულ გადამავიწყდა ასტროლოგიური პროგნოზის დაწერა, რომელიც ასევე, ძალიან საინტერესო და აქტუალურია.

 – იყო  ორი ასეთი მეცნიერი ასტროლოგი – ბარბუ და გუშონი, რომლებმაც ცალ-ცალკე შექმნეს გრაფიკები სუფთა ასტროლოგიური პარამეტრებით და, როდესაც მათი გრაფიკი გადიოდა ნულოვან წერტილს, ამ დროს დედამიწაზე ხდებოდა კატაკლიზმები (როგორიცაა პირველი და მეორე მსოფლიო ომები და კიდევ სხვა უამრავი მოვლენა). თუ ამ გრაფიკს მივყვებით, მომავალში ნულოვან წერტილს გაივლის ზუსტად 2022 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წელს მოსალოდნელია გლობალური გადატრიალება, რომელიც შეცვლის სამყაროს – ეს, რაც შეეხება მომავალს... ახლა კი შავი მთვარე მოძრაობს სასწორში, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ივნისამდე დაპირისპირება წავა იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ადრე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და კოალიციაში იყვნენ. შესაბამისად, დაიწყება ამ კოალიციის რღვევა, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ევროკავშირის დაშლას. ეს ადრეც მითქვამს, თუმცა, მაშინ არ ვიცოდით, რა დაშლიდა, მაგრამ ახლა უკვე გამოკვეთილია კონტურები. ეს ყველაფერი მოხდება შემდგომი 9 თვის განმავლობაში, მაგრამ, თუ დავუბრუნდებით 2022 წელს, ავტომატურად ჩნდება კითხვა: რა მოხდება ამ დროს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2022 წელს პლუტონი (ნგრევის პლანეტა) შედის მერწყულში,  რომელიც არის რევოლუციების ზოდიაქო, მოსალოდნელია, დაიწყოს ანარქისტული გადატრიალება სხვადასხვა სახელმწიფოში, ამის პირველი ნიშნები უკვე იყო ბრიტანეთში, ასევე საფრანგეთში და 2022 წლიდან უკვე მოიცავს მთელ მსოფლიოს. საომარი მოქმედებები და მესამე მსოფლიო ომი გამორიცხულია, მაგრამ, აი, ამ ანარქისტული მოძრაობებით წაილეკება სახელმწიფოები, რომლის ბაზაზეც დაიწყება მსოფლიოს გადაწყობა, რაც  გაგრძელდება 30 წლის განმავლობაში.
– თუკი ევროკავშირის ერთიანობის საკითხი დგება ეჭვქვეშ და ამ დროს საუბარია საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციაზე, ამ შემთხვევაში რა პროგნოზებს გააკეთებდით?
– მოდი, ასე ვთქვათ: საქართველოსთვის, რაც კი რამ ახლა მსოფლიოში ხდება, კარგია. როგორც ჩანს, საქართველო ისეთი ტალღის ქიმზე აღმოჩნდება, რომ ძალიან კარგ კუნძულზე გამოგვრიყავს. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოს არანაირად არ აზარალებს. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, პროგნოზი საქართველოსთვის არის ძალიან კარგი. მაგალითად, მომავალი წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის ბოლომდე მოსალოდნელია, საქართველომ დაამყაროს ახალი პარტნიორული ურთიერთობები სახელმწიფოებთან, რის შედეგადაც შეიცვლება საფინანსო პოლიტიკა და ხალხს გაუჩნდება ფული. წინა პლანზე გადმოვა საშუალო ფენა. ამ დროს, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, უბრალოდ, იძულებული იქნება, ამ მხრივ გაატაროს რეფორმები. ასე რომ, თამამად ვამბობ: მომავალი წლიდან მოსახლეობის ძირითადი მასა წელში გაიმართება და აღარ იქნება ისეთი სიდუხჭირე, როგორიც დღეს გვაქვს.
– ამის შემდეგ ვადგებით აღმავლობის პერიოდს თუ ეს ფინანსური კეთილდღეობა ისევ დროებითია?
– ამის შემდეგ საქართველოსთვის იწყება აღმავლობის პერიოდი, რადგან იუპიტერმა 2014 წელს დაიწყო 12-წლიანი განვითარების ციკლი.
– სანამ 7 წელიწადში მოსალოდნელ მოვლენებს შევეხებით, იქნებ ახალ წლამდე დარჩენილ პერიოდზე ვისაუბროთ? კარგად მახსოვს თქვენი ძველი ინტერვიუ, როცა მასმედიის პრობლემების პროგნოზი გააკეთეთ და მართლაც ასე მოხდა.
– პრესისა და მასობრივი ინფორმაციების პრობლემა გაგრძელდება მომავალი წლის ივლისამდე, სანამ შავი მთვარე არ დატოვებს სასწორის ნიშანს. სხვათა შორის, საქართველოში წონასწორობასა და ბალანსს აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რაც არც ამ ხელისუფლებას და არც იმ ხელისუფლებას დიდად არ ესმოდათ. როგორც კი სახელმწიფო და საინფორმაციო საშუალებები მოვა კონფრონტაციაში, ხელისუფლება უნდა ელოდოს გადარჩევას ან სერიოზულ გამოსვლებს, რომლებსაც გადაჰყვება. მეოთხე ხელისუფლებას, რასაც მედია წარმოადგენს, შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული მღელვარება და მასობრივიი პროტესტის უკიდურესი ფორმები, მით უმეტეს, ამა წლის ნოემბრამდე.
– თვით მასმედიის საშუალებებსაც ელოდება პრობლემები?
– დიახ. ახლა მიდის კონკურენციული ბრძოლაც. შეიძლება, მომავალი წლის ივნისამდე ბევრმა გამოცემამ თუ ტელევიზიამ ამ კონკურენციას ვერ გაუძლოს და დაიხუროს, რასაც განაპირობებს სასწორის ნიშანი. საქართველოს ჰოროსკოპში სასწორი არის მესამე სახლში და განაგებს მასობრივ ინფორმაციებს, ამიტომ ახლა, როცა შავი მთვარეა სასწორში, ეს არა მარტო ხელისუფლებისთვის საშიშ ზონას წარმოდგენს, არამედ თვით შიდა ბრძოლებიც მოსალოდნელია, რაც რეალურად უკვე სახეზე გვაქვს. ჩვენი მთავარი პრობლემა არის მასობრივი ინფორმაციების საშუალებები, რომლებიც მეტად აგრესიულები გახდებიან 22 ოქტომბრიდან, მაგრამ, თვით მასმედიის საშუალებების შიდა დაპირისპირებაც მოსალოდნელია, ვინაიდან ვიღაცას ვიღაცის გამონათქვამი გააღიზიანებს; ვიღაცა სტატიას ან სიუჟეტს გააკრიტიკებს და აჰყვებიან ერთმანეთს, ეს ყველაფერი კი პიკს მიაღწევს და 22 ნოემბერს დასრულდება, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, პერიოდულად ნეგატიური გამოვლინებები მომავალი წლის ივნისამდე გასტანს. მაგალითად, როცა შავი მთვარე მოძრაობდა ქალწულში, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, თუ არ ვცდები, თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ ლარი გაუფასურდება-მეთქი და ასეც მოხდა.
– ახლა რა ელის ლარს?
– მორჩა! ლარს აღარაფერი ემუქრება და დაიწყებს გამყარებას; ყოველ შემთხვევაში, ამაზე ზემოთ აღარ წავა და, შესაძლოა, მცირეოდენით, მაგრამ მაინც დაიწიოს. 9 წლის განმავლობაში დარჩება ერთ ნიშნულზე და სტაბილურობას შეინარჩუნებს.
– ოქტომბერ-ნოემბრის თვეების დაძაბულობას მორიელის ასპექტი განაპირობებს?
– დიახ. მორიელი საქართველოსთვის  არის მეოთხე სახლი, რომელიც განაგებს მასებს და უკმაყოფილების მუხტი უკვე გადავა ფართო მასებში, ისევე, როგორც კმაყოფილების მუხტი შეიძლება გადავიდეს.  ხელისუფლების კიდევ ერთი ასტროლოგიური ქმედების შეცდომა – როცა შავი მთვარე სასწორშია, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონტრაქტები, ხელშეკრულების გაფორმება და რაიმე სახის ბიზნესგარიგებების განხორციელება, რომელიც განხორციელდა „გაზპრომთან“ მიმართებაში; ასე რომ, ხელისუფლება 22 ნოემბრამდე უნდა მორიდებოდა მსგავს ქმედებებს, განსაკუთრებით ამის აფიშირებას. კულუარებში – კი ბატონო, შეიძლებოდა, ფარული მოლაპარაკებები ყოფილიყო, მაგრამ ამის გასაჯაროება დაუშვებელი იყო.
– სხვათა შორის, თუ არ ვცდები, ეს მოლაპარაკება გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი და კალაძის უწყებას იმაშიც სდებენ ბრალს, რომ ჩუმად აწარმოებდა აღნიშნულ მოლაპარაკებას.
– ჟურნალისტები ისეთი ხალხი ხართ ყველაფერს გაიგებთ და თქვენგან დამალული არაფერია, ამიტომ, ან მკაცრად უნდა გაესაიდუმლოებინათ, ან გადაეწიათ მოლაპარაკების წარმოება 22 ნოემბრამდე. აი, ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ მათ ან ცუდი ასტროლოგები ჰყავთ, ან საერთოდ არ ჰყავთ.
– ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი ასტროლოგიური პროგნოზებით მოქმედებს და ყოველთვის ითვალისწინებს ასტროლოგების რჩევებსო...
– თუ ასეა, როგორც ჩანს, ძალიან ცუდი ასტროლოგი ჰყავს. ბიძინა პოლიტიკაში უნდა დარჩენილიყო ამ წლის 12 აგვისტომდე, ან, თუ დაბრუნებას აპირებდა, უნდა დაბრუნებულიყო 12 აგვისტომდე, ამის შემდეგ კი მისი დაბრუნება წარმოუდგენელია, ვინაიდან, თუ დაბრუნდა, პრესი და ნეგატივი მის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება საზოგადოების მხრიდან. სხვათა შორის, პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო კარგ პერიოდში და წარმატებასაც კი მიაღწია, მაგრამ  პოლიტიკური სივრციდან გასვლა უკვე  დიდი შეცდომა იყო. ბიძინა რომ ჰიტლერი იყოს, იმ ასტოლოგს დახვრეტდა (იცინის). მაშინ სტალინმა იყიდა ის ასტორლოგები და, იქნებ თავის დროზე სააკაშვილმაც მოისყიდა, ვინ იცის?! ასტროლოგები ისეთი უპრინციპო ხალხია, ვინც მეტ ფულს შესთავაზებს, იმისიანია (იცინის).
– ახალ წლამდე ორი თვეა დარჩენილი და როგორია ეს პერიოდი?
– 22 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე  საქართველოში, არის დუღილის პერიოდი, გეგონებათ, რევოლუციების სეზონი დგებაო. რაღაცეებს შეეცდებიან, ფაქტია. თუ ხელისუფლებამ შეცდომები არ დაუშვა და წნეხის ქვეშ არ მოაქცია მასმედია, მაშინ ეს უმტკივნეულოდ ჩაივლის.  ასე რომ, თუ მთავრობამ ზეწოლა განახორციელა რომელიმე მედიასაშუალებაზე, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა” ამ ლოზუნგით გამოვა ქუჩაში და შემოიკრებს მომხრეებს, ამას დაემატებიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც არც  ისე ცოტანი არიან და რომელთათვისაც ყველა მთავრობა ცუდია. ასეთ შემთხვევაში უკვე წავა არეულობა, რასაც შეეწირება ამჟამინდელი მთავრობა; ხოლო, თუ ამ ერთმა თვემ მშვიდად გადაიარა, მაშინ აღარ იქნება ვადამდელი არჩევნები; ერთადერთი, გაზაფხულზე – 18 თებერვლიდან 21 მარტამდე, შესაძლოა, იპოთეკარები გამოვიდნენ საპროტესტო აქციებით, მაგრამ აქაც დიდი არაფერია მოსალოდნელი. უბრალოდ, ამ დროს ხელისუფლება იძულებული იქნება, გადახედოს საბანკო სისტემას.
– ეს პერიოდი კიდევ რომელი პოლიტიკოსისთვის არის ხელსაყრელი ან პირიქით? მაგალითად, ღარიბაშვილს რა ელოდება?
– ღარიბაშვილი კირჩხიბია. ის ცდილობს, მაგრამ ფიცხია, ზოგჯერ გამონათქვამებშია თავშეუკავებელი, თუმცა, როგორც პოლიტიკოსი, ყველაზე სუფთაა რაღაც კომპრომატების თვალსაზრისით და ვერაფერს გამოუნახავენ. ღარიბაშვილი არ არის შემოქმედებითი პოლიტიკოსი, რომელიც დამოუკიდებლად ქმნის რაღაც ახალს, მაგრამ ყველაზე რთული პერიოდია პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის,  რადგან მარგველაშვილს თავის ჰოროსკოპში იუპიტერი (წარმატების მომტანი პლანეტა) აქვს სასწორში. მისი იუპიტერი შავმა მთვარემ გადაყლაპა და ამიტომ ივნისამდე ის ბეწვის ხიდს გადის.
– ეს ყველაფერი გასაგები და საინტერესოა, მაგრამ მე, რიგითი გაჭირვებული მოქალაქე, ვზივარ, ვკითხულობ თქვენს ინტერვიუს და მიჩნდება კითხვა: მე რა ვქნა, რა მეშველება?
– ასეთ შემთხვევაში ძალიან ზუსტ რჩევას მოგცემთ: იმისთვის, რომ გქონდეს შემოსავალი, მარტო ფული არ არის მთავარი ბიზნესის წამოსაწყებად; ნურც ფაბრიკა-ქარხნების გახსნას დაელოდებით. უფრო კონკრეტულად განვმარტავ: საქართველოში დგება პერიოდი, როდესაც ადამიანს შეუძლია, ნორმალური საშუალო ბიზნესი წამოიწყოს იდეით. ახლა დგება პერიოდი, როდესაც იქმნება და ყალიბდება საშუალო ფენა. ხელისუფლება ამას უკვე აკეთებს, მაგრამ მომავალში უფრო გააქტიურდება იმ კუთხით, რომ ნებისმიერ მცირე ბიზნესს ხელი შეუწყოს და განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოავლინონ და გამოიყენონ საკუთარი რესურსები. ყველაზე კარგი პერიოდი ნებისმიერი საქმიანობის დასაწყებად ახლაა მომავალში შეიძლება ეს ბიზნესი თუ სხვა სახის საქმიანობა გაფართოვდეს. ასე რომ, ეძებეთ იდეა და შემოკრიბეთ ამ იდეის გარშემო სანდო და საქმიანი ადამიანები. დაფიქრდით, რა შეგვიძლია შევთავაზოთ ერთმანეთს და მოძებნეთ მანქანის ხელოსანი, თუკი თქვენ გაქვთ საჭე ან საქარე მინა გასაყიდი და ამ საქონლის ჩასაბარებლად დეზერტირების ბაზარში ნუ წახვალთ.

скачать dle 11.3