კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვებრძოლოთ დაბერების პროცესს და რითაა შესაძლებელი სახლის პირობებში ნაოჭების მოშორება

სასურველი გარეგნობის შესანარჩუნებლად ქალბატონებს ბევრი ზრუნვა უწევთ. ასაკის მატებასთან ერთად კი, ეს საზრუნავი უფრო და უფრო იზრდება. ერთ-ერთი, რასაც ქალბატონები ყველაზე დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ, კანის მოვლაა. სუფთა, ჯანსაღი და ახალგაზრდული კანი ნაოჭების გარეშე, ხომ ძალიან ლამაზია. დღეს კანის მოვლის ბევრი საშუალება არსებობს და არც ნაოჭების მოშორებაა პრობლემა. თუმცა, ეს გარკვეულ თანხებს უკავშირდება, რისი საშუალებაც ხშირად არ არის. ამიტომ, კარგია, თუ გვეცოდინება გზები, რომელთა მეშვეობითაც დაბერების პროცესს სახლის პირობებშივე შევებრძოლებით.

 ნინო ცხოვრებაშვილი (დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი, ბოტულინოთერაპიის ოფიციალური ტრენერი საქართველოში, კლინიკა „ესთეტიკ ქორნერის“ მთავარი ექიმი): კანის დაბერების პროცესი და ნაოჭების გაჩენა 25 წლიდან იწყება. ზოგ შემთხვევაში ის ძალიან სწრაფად მიმდინარეობს, ზოგჯერ – წლების განმავლობაში იწელება. ამ განსხვავებას კანის ფუნქციური მდგომარეობა განაპირობებს. ნაოჭების გაჩენას ხელს ბევრი ფაქტორი უწყობს. მაგალითად, სიგარეტი, რომელსაც კანზე ორმაგი: შინაგანი და გარეგანი ზემოქმედება აქვს. შინაგანია, როცა ორგანიზმში სიგარეტის საშუალებით მოხვედერილი ნიკოტინი და სხვა მავნე ნივთიერებები საბოლოოდ კანში ილექება და იწვევს ფერის გაუარესებას, კაპილარების წინ წამოწევას. გარეგან ზემოქმედებაში კი, ფორების მიერ სიგარეტის კვამლის შეწოვა იგულისხმება, რომელიც არამწეველებსაც აზიანებს. ამ პროცესს ხელს უწყობს ჭარბი რაოდენობით ულტრაიისფერი სხივებიც, რომლებიც კანის გამოშრობას იწვევს.
– ტენიანობის აღსადგენად რისი გაკეთება შეიძლება?
– შინაგანი ტენიანობის აღსადგენად აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება. სასურველია, მთელი რაოდენობის ნახევარი წყალი იყოს და მეორე ნახევარი – სხვადასხვა სახის წვენები. რაც შეეხება ყავას, ის გამოშრობას იწვევს, ამიტომ მისი მიღება კანზე უარყოფითად აისახება. როცა ერთ ჭიქა ყავას დალევთ, კარგი იქნება, თუ ორი ჭიქა წყალს მიაყოლებთ. ასე, ორგანიზმში ბალანსი აღდგება. თუმცა, ყავა კარგია კანზე გარეგანი ზემოქმედებისთვის, ამიტომაც მის ნიღბებს ხშირად იყენებენ.
– ნაოჭების გაჩენას მკვეთრად გამოხატული ემოციებიც იწვევს: გაბრაზება, სიცილი... გაბრაზების შეკავებას თუ შევძლებთ, თავისთავად კარგია, მაგრამ სიცილი, სხვა მხრივ ხომ ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის და როგორ მოვიქცეთ, მისი შეკავებაც ხომ არ უნდა ვცადოთ?
– ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. სიცილი ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. იწვევს სახის კუნთებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ავარჯიშებს მათ და ხელს უშლის დაბერების პროცესს. მაგრამ, ამავდროულად, სიცილის დროს ჩნდება ნაოჭები. რა უნდა ვქნათ, არ გავიცინოთ? საქმე ისაა, რომ სიცილის დროს გაჩენილი ნაოჭები არც იმდენად ცუდად ჩანს და თან, მისი კორექცია დღეს ძალიან ადვილია. ამის პირველი საშუალება ბოტოქსია, თუმცა გამოსავალს სახლის პირობებშიც იპოვით.  კარგია, თუ თვალზე კიტრის ნაჭრებს დაიდებთ. გარდა ამისა, ძალიან კარგია კარტოფილიც. უმი, გახეხილი კარტოფილი ჩადეთ მარლაში და დახუჭულ თვალზე დაიდეთ. ის ძალიან კარგად აქრობს შეშუპებას, ჩამუქებებს და ებრძვის ნაოჭებს. რაც შეეხება ცხვირ-ტუჩის ნაოჭს, მისი სახლის პირობებში გაქრობა ცოტა რთულია, მაგრამ გამოსავლის პოვნა მაინც შეიძლება. კარგია თვითმასაჟი ზემოდან ქვემოთ და მკვებავი ნიღაბი, რომელიც ძირითადად ცხიმიანი პროდუქტისგან უნდა შედგებოდეს. მაგალითად, ზეთზე, კვერცხის გულზე და არაჟანზე დამზადებული ნიღბები.
– რომელი საკვები პროდუქტი ებრძვის დაბერების პროცესს?
– არაა აუცილებელი, რომელიმე პროდუქტის გამოყოფა. მთავარია, ვიკვებოთ ჯანსაღად და რეჟიმში, მივიღოთ ნაკლები ცხოველური პროდუქტი და ისიც მოხარშული სახით. თუმცა, სულ აკრძალვა არ შეიძლება, რადგან ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვთ. შემწვარი კერძები რომ მთელ ორგანიზმს და მათ შორის კანსაც პრობლემებს უქმნის, ეს ცნობილია. ამიტომ მას უნდა მოერიდოთ. მათგან შედარებით ნაკლებსაზიანოა შემწვარი ზღვის პროდუქტები. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია უმი ბოსტნეული და ხილი.
– სხვადასხვა ტიპის სახის კანისთვის, სახლის პირობებში, რა ნიღბების მომზადებაა შესაძლებელი?
– ვიცით, რომ არსებობს მშრალი, ნორმალური და ცხიმიანი კანი. ამათ გარდა, კიდევ არსებობს კომბინირებული კანიც. ასეთ შემთხვევაში, შუბლის შუა ნაწილი, ცხვირი და ნიკაპი ცხიმიანობისკენაა მიდრეკილი, სახის დანარჩენი ნაწილი კი – არა. აქ სპეციალისტის ჩართვაა მიზანშეწონილი, თუმცა მთავარი ყველა ტიპის კანისთვის სისუფთავეა და ამაზე ყოველ დილა-საღამოს უნდა იზრუნოთ. სახლის პირობებში დაიბანეთ სახე რძისა და წყლის თანაბარი ნაზავით ან, უბრალოდ, გადადუღებული წყლით. ცხელი წყლის გამოყენება მიზანშეწონილი არაა. სასურველია თბილი წყალი, შემდეგ კი მის ტონუსში მოსაყვანად ცივი წყალიც შეისხით სახეზე. მაკიაჟის მოსაშორელად შეგიძლიათ, ყველა ტიპის კანზე ზეთისა და წყლის ემულსია გამოიყენოთ. საუკეთესოა ზეითუნის, ნუშის ან ატმის კოსმეტიკური ზეთი. წყლით დაბანის შემდეგ ზოგიერთი კანი დისკომფორტს საერთოდ ვერ გრძნობს, მაგრამ ზოგს მომენტალურად დამატენიანებელი კრემი ესაჭიროება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. რაც შეეხება ნიღბებს, მშრალი კანისთვის კარგია ცხიმოვანი საფუძვლის მქონე ნიღბები. სახის გასაწმენდად ძალიან კარგია დაფხვნილი შვრიის ფაფა. ცხიმიანი კანის ტონუსში მოსაყვანად ძალიან კარგია, კარგად დაფხვნილი ბარდის ნიღაბი. აქ და წინა შემთხვევაშიც, თუ კანი მშრალია, დაამატეთ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი.
– ცნობილია, რომ საპონი ძალიან აშრობს კანს, როგორ უნდა მოვიქცეთ ტენიანობის აღსადგენად?
– საერთოდ, საპონი ძალიან ფრთხილად უნდა შეირჩეს. მშრალი კანი მას ძალიან ცუდად იტანს. გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, უამრავი დამატენიანებელი კრემი არსებობს, თუმცა, თუ კანი ძალიან გამოგიშრათ, შესაძლოა, მას სახლის პირობებში გაზავებული ბორჯომით ან სხვა მინერალური წყლითაც უშველოთ. უნდა იცოდეთ, რომ სარისკო პროდუქტია თაფლი. არ შეიძლება მისი გამოყენება კანისთვის, რომელიც სიწითლისკენაა მიდრეკილი და კაპილარები ეტყობა. იგივეს თქმა შეიძლება ალოეზეც. კოსმეტოლოგიაში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პიგმენტური ლაქები, მის მოშორებაში ლიმონი დაგეხმარებათ. ის შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც კანს ათეთრებს და მისი გამოყენება ხელის ზედა მხარესაც შეგიძლიათ. გამათეთრებელი ეფექტი აქვს ბრინჯსაც. დაფხვნილი ბრინჯი გახსენით წყალში და მიღებული, არაჟანის მსგავსი კონსისტენცია სახეზე წაისვით. მშრალი კანის შემთხვევაში, მასაც ზეთი დაუმატეთ.
– როგორც ცნობილია, კანი განსაკუთრებით სათუთია თვალის გარშემო, ყელის და მკერდის მიდამოებში და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება...
– კი, აქ დაახლოებით ერთი სტრუქტურის კანია – ის შედარებით თხელი, დაბალი და გამჭვირვალეა. როგორც გითხარით თვალისთვის ძალიან კარგია უმი კარტოფილი, ის შეგიძლიათ ამ ადგილებზედაც გამოიყენოთ. თვალს ასევე ძალიან უხდება მშრალი ყინულის საფენები. ის თვითონ თვალსაც ასუფთავებს და მის ირგვლივ არსებულ კანსაც. ყინულის მასაჟი ყელისთვისაც ძალიან კარგია, ასევე კარგია მცენარეული ნაყენები. მაგალითად, ნიახურის ან ოხრახუშის გაყინული ნახარშით გაკეთებული მასაჟი. გარდა ამისა, კანის მოსავლელად ჩვენს ბებიებს ძალიან უყვარდათ ზეთის, კვერცხის გულისა და სხვადასხვა სეზონზე შემოსული ახალი ხილის გამოყენება. ხილი ძალიან კარგი პროდუქტია, მისი მჟავები სახიდან აშორებს მკვდარ უჯრედებს. კანი განიცდის სტიმულაციას და კარგად ფუნქციონირებს. კარგია პომიდორიც, მაგრამ  კანზე დიდხანს არ უნდა გაიჩეროთ, რადგან მჟავებისგან შედგება და დაჭიმულობას იწვევს. რაც შეეხება სტაფილოს, ის კანის ფერს ცვლის და ამიტომ კარგია, თუ მაშინაც მიიღებთ, როცა რუჯი გინდათ.  ნიღბებისთვის ძალიან კარგია რძის პროდუქტები და ზოგადად, ნებისმიერი საჭმელი, რასაც მიირთმევთ, მხოლოდ უმი სახით. ხილი კი არ უნდა იყოს ძალიან მუქი ფერის და ზედმეტი შაქრის შემცველი. მაგალითად, მსხალი, ლეღვი და ყურძენი კარგი არაა.

скачать dle 11.3