კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა დედამიწაზე ყველა ადამიანს თავისი შესაბამისი ადგილი და რატომ არ ვარგა ძველი ტანსაცმლის კარადაში შენახვა

თითოეული ადამიანი თავისი შეხედულებისამებრ ცხოვრობს, საკუთარი მისწრაფებები, ფიქრები და მიზნები ამოძრავებს. ყოველი მათგანი ინდივიდია და დედამიწაზე კონკრეტული მისია აკისრია. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი და ასტროლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი თენგიზი ამბობს, არსებობს ადგილები, სადაც მოხვედრილს აზრებიც, ფიქრებიც და მისწრაფებებიც აშკარად გვეცვლება და სულ სხვა ადამიანად წარმოვჩინდებით.

 თენგიზი: ნებისმიერ ადამიანს დედამიწაზე საკუთარი წერტილები აქვს, რომლებიც პასუხს აგებს ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე. ასეთ ადგილებში ადამიანს აურა და ბიოველი საგრძნობლად ეცვლება. კონკრეტულად კი, ესაა დედამიწაზე არსებული უარყოფითი და დადებითი წერტილები. გააჩნია, კონკრეტული ადამიანი რომელ წერტილში ხვდება და არის თუ არა ეს მისი ადგილი.
– გამოდის, რომ დედამიწაზე ყოველ ადამიანს თავისი შესაბამისი ადგილი აქვს?
– დიახ, ასეა. ეს წერტილები იმისთვის არის საჭირო, რომ დედამიწაზე თითოეულ ადამიანს თავისი შესაბამისი ადგილი ჰქონდეს. მაგალითად, უარყოფით ადგილებში დიდხანს ყოფნისას, უარყოფითი წერტილების გავლენით, ადამიანის ბედისწერა ცუდისკენ იცვლება. ასეთი ენერგეტიკული ადგილები კი დედამიწაზე ძალიან ბევრია. დადებით წერტილზე მოხვედრისას კი ადამიანს ბედიც ეხსნება, წარმატებულიც ხდება და სასიკეთოდაც იცვლება მისი იღბალი. ამ ადგილებში თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ; იმუხტებით დადებითი ენერგეტიკით და დაცული ხართ. უარყოფით ზონებში კი ადამიანი სუსტდება, ღიზიანდება, კარგავს სასიცოცხლო ენერგიას; ირღვევა ფსიქიკა, იფანტება ყურადღება და, არ არის გამორიცხული, საკუთარი სახელიც კი დაავიწყდეს.
ამიტომ, დააკვირდით, რომელ ადგილას როგორ გრძნობთ თავს: სად ისვენებთ, სად უღრმავდებით ფიქრებს, სად შფოთავთ და განიცდით რაღაცას. ამის დადგენა ძალიან მარტივია.
– გამიგია, რომ სწორედ უარყოფით ზონაში, ადამიანს კიდურები უბუჟდება და თვალიც უშტერდება. ეს სიმართლეა?
– რასაკვირველია, უარყოფით ზონაში თუ მოხვდით, კიდურები დაბუჟებას იწყებს და თვალიც ხშირად გიშტერდებათ. ეს თქვენთვის საშიში ზონაა და მას სასწრაფოდ უნდა გაეცალოთ. აგრეთვე, არ არის გამორიცხული, ასეთ ადგილებში ადამიანს უეცრად დაეწყოს შიშები, თავში მოუვიდეს უსიამოვნო ფიქრები; დაეწყოს თავის ტკივილი, შფოთვა და აღგზნება; გაახსენდეს წარსულში მომხდარი ცუდი ფაქტები და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს თქვენთვის ანომალიური ზონაა, რომელიც თქვენს ენერგეტიკულ სტრუქტურაზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს. თუ იგრძენით, რომ წამოვიდა ცუდი აზრები  და ფიქრები, რაღაცას ავადმყოფურად განიცდით და ვერ ხვდებით, რა არის თქვენი გუნება-განწყობის უარესობისკენ შეცვლის მიზეზი, მიიღეთ შხაპი. აბაზანა სწორედ ის ადგილია, სადაც უარყოფითი ზონისგან აღებული ენერგიის ჩამორეცხვა ხდება. ასევე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც გადადის უარყოფითი ენერგია.
– ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე როგორ გადადის უარყოფითი ენერგია და როგორ ჩამოვაშოროთ ის მათ?
– ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უარყოფითი ენერგია ქუჩიდან გადადის, ამიტომ, სახლში მისვლისთანავე გაწმინდეთ და ისე შეინახეთ კარადაში. არასდროს დააგროვოთ და შეინახოთ დიდხანს ძველი ტანსაცმელი. წარმოიდგინეთ, ცხოვრება წინ მიდის, სიახლეებით გავსებთ, უკეთესი მომავლის იმედი გაქვთ, ძველი ტანსაცმელი კი წარსულში გაბრუნებთ, გახსენებთ ცუდ დღეებს და უკვე განვლილ უარყოფით ემოციებს. სახლში თქვენთან ერთად უნდა „იცხოვრონ“ მხოლოდ იმ ნივთებმა, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ – ამით არასასიამოვნო ზონების არსებობა მცირდება. სახლის ენერგეტიკას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება დახმარება. მაგალითად, გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ჩვეულებრივი ქარვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა გააჩნია, მაგრამ, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ქვებს დიდი ყურადღებით უნდა მოეპყრათ. არასდროს შეინახოთ სახლში შავი ფერის კრისტალები და მინერალები, კარგ გუნება-განწყობას შეგიქმნით ვარდისფერი, თეთრი, ცისფერი და ღია ფერის ქვები. ისინი მომავლის იმედს გვიბრუნებს და უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია. როდესაც ქვას ხელში იღებთ, ის მსუბუქი უნდა გეჩვენოთ, ოდნავ თბილი და სასიამოვნო. თუ გულდასმით დააკვირდებით, ზოგიერთი კრისტალი დისკომფორტის შეგრძნებას გიტოვებთ. სახლში შეტანილი ქვა კი რამდენიმე საათის განმავლობაში გამდინარე წყლის ჭავლის ქვეშ უნდა მოათავსოთ.
– ბატონო თენგიზ, თუ უარყოფთი ზონაა სამზარეულოში, სადაც დიასახლისი კერძებს ამზადებს, შესაძლოა, რომ ასეთ გარემოში გაკეთებულმა საჭმელმა ოჯახის სხვა წევრების განწყობაზეც იმოქმედოს?
– სწორი შეკითხვაა. ნეგატიური ზონა მოქმედებს დიასახლისზე, რომელიც სამზარეულოში ტრიალებს და, თავისთავად, ცუდ განწყობაზე მყოფი ამზადებს საჭმელს. ეს განწყობა კი, ამ კერძის ჭამისას სხვაზეც უარყოფითად აისახება. შესაძლოა, ადამიანმა ასე მომზადებული კერძის ჭამის შემდეგ თავი მთელი დღე ცუდად იგრძნოს. საერთოდ, კერძის მომზადება ერთგვარი რიტუალია და, რა განწყობასაც ჩააქსოვთ მასში, იმასვე მიიღებთ მისი ჭამისას. საკვები ისრუტავს ირგვლივ არსებულ ენერგიას, ჩვენ კი ამ საკვების მიღების დროს, კალორიებთან ერთად, მის ენერგეტიკასაც ვიღებთ.
– გამიგია, რომ ყველაზე კარგი თილისმა ვერცხლია და მას შეუძლია, ადამიანი უბედურებისგან იხსნას; გარდა ამისა, ინტუიციას ავითარებს და შეცდომების დაშვებისგან გვიცავს. მართალია ეს?
– დიახ, ყველაზე კარგი დამცველი თილისმა სწორედ ვერცხლისგან მზადდება. ის ნებისმიერ სიტუაციაში გვეხმარება; გვაგრძნობინებს, რომელი ადამიანი მოქმედებს ჩვენზე უარყოფითად და მასთან კონტაქტს გვარიდებს. ასევე, გვაძლევს სიგნალს შინაგანი ფორიაქის სახით, თუ როდის უნდა შეიკავოთ თავი კონფლიქტისგან, აარიდოთ თავი არასასურველ შეხვედრას და ასე შემდეგ. ვერცხლის სამკაულის თილისმად ტარება როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს, სურვილებისა და ოცნებების ახდენაში ეხმარება. არ დაფიქრებულხართ, რატომ ეკეთა ძველად თითქმის ყველას ვერცხლის სამკაულები? სწორედ იმიტომ, რომ იცოდნენ ამ ლითონის მაგიური თვისებების და დამცავი ძალის შესახებ და უსაფრთხოების მიზნით ატარებდნენ მისგან დამზადებულ სამკაულებს. თუ გსურთ, სურვილი აგიხდეთ, რამდენიმე ხანს ატარეთ ვერცხლის სამკაული, მერე მოიხსენით, საღამოს ჩადეთ მარილიან წყალში, დადეთ თქვენი საწოლის ქვეშ და დაძინებამდე იფიქრეთ ამ სურვილზე. მეორე დილით, ადგომისთანავე, ისევ გაიკეთეთ და ატარეთ მთელი კვირის განმავლობაში. დიდი შანსია, სწორედ იმ კვირაში ნახოთ გზა, რომლითაც ამ სურვილს აიხდენთ.

скачать dle 11.3