კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვერ ხვდება ქმარი, რა უნდა მისგან ცოლს და რა აღარ ჰყოფნის გათხოვების შემდეგ ქალს მეუღლესთან ურთიერთობაში

როდის უნდა მიხვდე, რომ ურთიერთობა დასრულდა. ეს საკმაოდ  რთულია, როცა გრძნობა ჯერ ისევ არის, მაგრამ ერთად ყოფნას პრობლემები უფრო მოაქვს, ვიდრე ბედნიერება. ქალები ძნელად იღებენ განშორების გადაწყვეტილებას, მაგრამ როცა მიიღებენ, კატეგორიულები და რადიკალურები არიან. რაც შეეხებათ მამაკაცებს, მათი უმრავლესობა საერთოდ ვერ ხვდება, რას ითხოვენ ქალები... რა არ მოსწონთ და რა არ აკმაყოფილებთ. იშვიათია მამაკაცი, რომელსაც ესმის, რა სურს ქალს, მის გვერდით რომ ცხოვრობს.

 ეკა (38 წლის): ძალიან არ მინდა, თორმეტი წლის ოჯახი დავანგრიო, არ არის ეს ადვილი, მით უმეტეს, როცა ორი შვილი გყავს, მაგრამ ძალიან მიჭირს ბედნიერი ქალის როლის თამაში. უკვე ყელში ამომივიდა. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება, საყვარელი ადამიანისგან ყველაზე მეტად გეწყინოს?
– ალბათ, ღალატი...
– ღალატიც, რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამდეც არის ბასრი, წვეტიანი რიფები, რომლებსაც მტკივნეულად ვეხეთქებით. ბევრი ქალი ამბობს, როცა კაცს მოაქვს ფული, არ არის ლოთი და არ იგინება, ეს უკვე გამართლებაა და საწუწუნო არაფერი გაქვს. მაგრამ ამ ადამიანებს ვერ დავეთანხმები. სრულფასოვანი ურთიერთობისა და არსებობისთვის, ეს საკმარისი არ არის. მე ვერ შევეგუები ხელოვნურ ბედნიერებას. ვერ ავიტან გვერდით კაცს, რომელსაც ჩემი საერთოდ  არ ესმის. ხშირად ვფიქრობ: ნეტავი, ყოველთვის ასე იყო-მეთქი?!
– და, რა დასკვნამდე მიდიხართ?
– ვიბნევი. ეტყობა, რაღაც ნათელი „მომენტები“ იყო, თორემ ამდენი წელი როგორ ვიცხოვრებდი ამ კაცის გვერდით?! იქნებ თავიდანვე შევცდი არჩევანში, როცა პრიორიტეტად კაცის პრინციპული, მტკიცე ხასიათი ავირჩიე?! საკუთარ თავს ვუთხარი, შენ ქარაფშუტა, ცერცეტი კაცი არ გჭირდება, არც ვინმე საკუთარ თავზე შეყვარებული მამრი. ეძებე სერიოზული და პრაგმატულად მოაზროვნე კაცი-მეთქი. მაშინ რომანტიკა უკანა პლანზე გადავიტანე, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. გათხოვებამდე მყავდა თაყვანისმცემლები... ისინი სულ სხვანაირები იყვნენ, სხვანაირად იქცეოდნენ.
– რას გულისხმობთ?
– თაყვანისმცემლების ჩემდამი დამოკიდებულების მანერას. ისინი მანებივრებდნენ, ცდილობდნენ, ესიამოვნებინათ ჩემთვის. ძვირფას ნივთებს მიძღვნიდნენ... შემომციცინებდნენ... მაშინაც ვიცოდი და ახლაც ვიცი, რომ მამაკაცები თაყვანისმცემლების როლში სხვანაირები არიან. ქმრები რომ ხდებიან, მერე სხვანაირად იქცევიან, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, არ მოვტყუვდებოდი, რადგან თავიდანვე რეალური პიროვნება ავარჩიე. ვიფიქრე, რატომ მოვიტყუო თავი, აჯობებს, თავიდანვე რეალური მყავდეს-მეთქი. ჩემი მომავალი ქმარი ზედმეტად ჯიბეში ხელს არ ჩაიყოფდა, მაგრამ ერთგული იყო. შევამოწმე...
– როგორ შეამოწმეთ?
– ყველაფერს ვერ მოგიყვებით, მაგრამ დავრწმუნდი, რომ სხვა ქალებისკენ თვალების ცეცება მის ხასიათში არ იყო. „გავტესტე“ ჩემი მეთოდებით, ოღონდ არ დავაკონკრეტებ, როგორი მეთოდებით... სულელი არ ვარ და არ მინდოდა, ვინმეს ცხვირწინ მოვეტყუებინე, მით უმეტეს, ქმარს.  ჩემთვის მთავარი რეკომენდაცია იყო ის, რომ ჩემმა მომავალმა ქმარმა სერიოზულ ცდუნებას გაუძლო.
– საინტერესოა, რას გაუძლო?
– კარგი რა, საცდურის მეტი რა არის, მთავარია, ეს „საცდური“ შენ აკონტროლო. თუმცა, ეს არ არის მნიშვნელოვანი. ცუდი აღმოჩნდა ის, რომ იმ ნაკლოვანებებს, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევდი, დღეს ჭკუიდან გადავყავარ. ვნანობ, რომ ამ ყველაფერზე უფრო სერიოზულად არ ვიფიქრე.
– ანუ, რომანტიკა ყოფილა საჭირო?
– რა შუაშია რომანტიკა? მე ვამბობ იმას, რომ ქალს კაცის ყურადღება სჭირდება, თანაც ისე, როგორც ჟანგბადი. ჩემს ქმარს კაფეშიც კი არასდროს წავუყვანივარ. არ მიაჩნდა საჭიროდ და მეც ვფიქრობდი, რომ ამის გარეშეც იოლად გავდიოდი. პრეტენზიები არ მაქვს, მაგრამ რატომ არ უნდა დახარჯოს ქმარმა ჩემთვის ფული?
– არასდროს დალაპარაკებიხართ ამ თემაზე?
– იცით, სერიოზული განხილვა არ გვქონია, მაგრამ როცა საყვედურივით გამომითქვამს, ეგრევე გაუცია პასუხი – ფულის ტყუილუბრალოდ ხარჯვა რა საჭიროა. ერთმანეთთან ყველაფერი გარკვეული გვაქვს, ოჯახი უნდა შევქმნათ, იმდენი რაღაცა დაგვჭირდება... ვერ ვიტან, როცა კაცები ფულს იხდიან, რომ ქალს ამით თავი მოაწონონ. რატომ უნდა ვითამაშოთ. ისეთი ვარ, როგორიც ვარ და აჯობებს ასე ვიცხოვროთო. კინოშიც კი არ დავდივართ. ფილმებს კომპიუტერში იწერს და ისე ვუყურებთ. სეირნობაში ფულს არ ვიხდით და გასეირნებაზე უარს არ ამბობს. მე კი მინდა, ბოლოს და ბოლოს, თავი ქალად ვიგრძნო. უკვე მშურს, როცა ჩემს მეგობრებს ქმრები საჩუქრებით, ყვავილებით ანებივრებენ. ჩემს ქმარს სრულიად საკმარისად მიაჩნია ის, რომ ფული სახლში მოაქვს და მე მაძლევს. მეტი რაღა გავაკეთო. თუ რამის ყიდვა გინდა, ფული გაქვს და იყიდე... საჩუქარი სისულელეაო. დაბადების დღეზე ტორტი მე თვითონ ვიყიდე. მოვიტანე სახლში და ისე შეჭამა, არც კი მოულოცავს. ვიტირე – ვეღარ შევიკავე თავი და ისტერიჩკა ხარო... ამ ყველაფრის შემდეგ რა გასაკვირია, რომ სხვა მამაკაცის ყურადღებამ ადვილად გამითბო გული. რა ვუყო, თავს ვერაფერს ვუხერხებ. ერთგულება მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ასე ცხოვრებაც აღარ შემიძლია.
– საყვარელი გყავთ?
– არ არის საყვარელი, მაგრამ იმ დანაკლისს მივსებს, რაც ქორწინებაში მაქვს. ჩემს ქმართან ურთიერთობაში სითბოს, სიყვარულის, ყურადღების დეფიციტი მაქვს. რა ვქნა, მინდა საჩუქრებიც სიურპრიზებიც... ჯერ ცხოვრება წინ მაქვს. მგონი, ჩვენს ასაკში ქალები ყველაზე მგრძნობიარენი ვართ. კაცი რომ გეტყვის: რად გინდა ყვავილები, ორ დღეში მაინც დაჭკნებაო, საშინელებაა.
– და, თუ ის მართლა ასე ფიქრობს?
– ასე ფიქრობს და ამბობს, ძუნწი არ ვარო. შეიძლება, მართლა არ არის ძუნწი, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამაბედნიერა უცხო კაცის მიერ მოძღვნილმა შოკოლადებიანმა კოლოფმა. სისუსტეა ეს? – შეიძლება, ვერ შეგედავებით, მაგრამ ქალისთვის სისუსტე ნორმალურია. ცხოვრება უნდა გაიფერადო და გაილამაზო. სხვანაირად,  დაგღლის და გაგანადგურებს ყოველდღიური ერთფეროვნება.
– მამაკაცები ქორწინებაში ხელგაშლილები აღარ არიან.
– ყველაზე ვერ ვიტყვი ამას. ზოგი ისეთი ხელგაშლილია... მე არ მყავს ასეთი. ჯერ ქორწინებამდეც არ მანებივრებდა და ახლა საერთოდ დაავიწყდა, რომ ქალი ვარ. საკმარისია, ჩემი ერთგული ხასიათიო. რა ვუყო?! გათხოვილი ქალების უმრავლესობა, მგონი, ჩემ დღეშია და მათი ცდუნება ღალატისკენ, ძალიან ადვილია. მეც ვდგავარ ამ ცდუნების წინაშე და ვცდილობ, გავუძლო. ვიცი, რომ თავს მოვიტყუებ, თუკი იმ კაცის ყურადღების სერიოზულობას დავიჯერებ, მაგრამ მინდა, მანებივრებდეს – ძალიან სასიამოვნო და კარგი განცდაა.

скачать dle 11.3