კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოცნება?! – შესაძლებელია...



ოცნებას არავინ დაგიშლით. ეს თქვენი პრეროგატივა და არჩევანია. ოცნება ყველაფერზე შეიძლება... აბსოლუტურად ყველაფერზე. მაგრამ მიზანი სხვაა, ოცნება კი სხვა და თუ ყოველდღე ერთ ნაბიჯს მაინც არ გადადგამთ მიზნის მისაღწევად, ოცნების ამარა დარჩებით. არაფერი გადადოთ ხვალისთვის. დაიხსომეთ: ხვალ არ არსებობს! მაქსიმალურად მეტი გააკეთეთ დღეისთვის და ნახავთ, როგორ შეისხამს ხორცს თქვენი ოცნება... დაიწყეთ ყოველთვის იმით, რაც რთულად გასაკეთებელი გგონიათ.
დრო ძალიან სწრაფად გადის. მეგაპოლისის რიტმი ორჯერ უფრო სწრაფია. ყოველდღიურობა გვაიძულებს, ფეხი ავუწყოთ მას, რათა ოცნებამ არ გაგვაბრუოს და იმ მორევში არ ჩაგვითრიოს, წინსვლის საშუალებას რომ აღარ მოგცემს. ზოგჯერ კომპრომისები აუცილებელია. თქვენი პირადი და ინტიმური ცხოვრება ზარალდება, მაგრამ თქვენ ოქროს შუალედი უნდა მოძებნოთ. მაგალითად, ინტიმური სიახლოვე დასვენების ერთ-ერთ ფორმად განიხილეთ. პრინციპში, ასეც არის. ამიტომ, ნუ „ჩააგდებთ“ სექსს ფიზიკური შრომის „ფაილებში“. ნახავთ, როგორ გაიიოლებთ ცხოვრებას. „ლოგინის რაუნდი“ საყვარელ მამაკაცთან, არ არის ოცნება, მაგრამ ისეთი სასიამოვნო რეალობაა, რომ ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი პირობაა. ინტიმური დასვენება ხსნის სტრესს, დაძაბულობას, დაღლილობას... ანუ, ოცნება შესაძლებელია, მაგრამ აჯობებს, ეს იმ დროს გააკეთოთ, როცა თქვენი რეალობა ოცნების შესაფერისი იქნება.

„დღიური“
წარმატებისთვის

საკუთარ წარმატებას ხელი თავად უნდა შეუწყოთ. თუ ქალი წუწუნებს, რომ არაფერი გამოსდის... ვერ მიაღწია კარიერაში წინსვლას... ვერ იპოვა სიყვარული და ვერ გახდა ბედნიერი – ეს იმას ნიშნავს, არაფერი გაუკეთებია, ამ ყველაფრისთვის რომ მიეღწია. დაფიქრდით, როგორ ცხოვრობთ.
დაიწყეთ იმით, რომ დაგეგმეთ ყოველი დღე. არასოდეს თქვათ ასეთი რამ: რვა საათი საკმაოდ ბევრია, ყველაფერს მოვასწრებო – ვერაფერსაც ვერ მოასწრებთ... ზუსტად უნდა იცოდეთ დღის საქმეების განრიგი და დრო, რაც თითოეული მათგანის შესრულებას დასჭირდება.
როცა აქტიურობის პიკში ხართ, ნუ გამოიყენებთ ამას ბოროტად. მთელი დღის განმავლობაში მაქსიმალურად ეფექტური ვერ იქნებით. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმე თქვენი ეფექტურობის პიკის მომენტში დაგეგმეთ. ამისთვის დღე სამ ნაწილად გაყავით: დილა – სადილამდე; დრო – სადილის შემდეგ და ვახშმის შემდეგ. თუ „ბუ“ ხართ, აქტივობის პიკი სადილის შემდეგ გექნებათ; თუკი „ბეღურა“ – მნიშვნელოვანი საქმეები სადილამდე უნდა დაგეგმოთ.
საკუთარ თავს ყველა მიზნის მისაღწევად ვადები უნდა დაუწესოთ. ოღონდ, ეს ვადები რეალური უნდა იყოს. არ შეიქმნათ ილუზია თქვენი შესაძლებლობების შესახებ, თორემ მარცხი გარდაუვალი იქნება. მარცხი კი ნერვიულ აშლილობამდე მიგიყვანთ. მერე წარმატებაზე ზედმეტი იქნება ლაპარაკი...
მოკლედ, ჭეშმარიტ ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თუნდაც წარმოსახვითი დღეები წარმატებისთვის.

ინტუიცია
მიკარნახებს

ყველაფერი კარგად არის – თქვენ ერთად ბედნიერად ხართ. ყოველი დღე გიხარიათ და ფიქრობთ, რომ იპოვეთ ადამიანი, რომელიც თქვენი მეორე ნახევარია. მაგრამ, ზოგჯერ აუცილებლად აგიტანთ ეჭვი. გაჩნდება კითხვები:  რა იქნება ხვალ? როდემდე გაგრძელდება იდილია?
დავიწყოთ იმით, რომ ქალები კაცებზე ძლიერები არიან, იმიტომ რომ, ინტუიცია აქვთ. ეს კი საკმაოდ ძლიერი იარაღია. მთავარია, მისი სწორი გამოყენება ისწავლოთ.
დაიწყეთ იმით, რომ უკეთესად გაიცანით თქვენი რჩეული მამაკაცი. დაფიქრდით, რა მოთხოვნები გქონდათ პარტნიორის მიმართ და რა აქვს მას ამ ჩამონათვალიდან. ურთიერთობაში ჰარმონია ხანგრძლივად შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ორივე გასცემს და იღებს თანაბრად.
სიყვარული ძვირფასი და დასაფასებელი გრძნობაა. მაგრამ, ძალიან საპასუხისმგებლოც, თუ მიხვდებით, როგორი მოფრთხილება სჭირდება. მთავარია, თავი არ მოიტყუოთ, როცა დააპირებთ, პასუხი გასცეთ შეკითხვას: რისთვის ვთხოვდები?!
ზოგჯერ ძალიან გვიჭირს, გრძნობებსა და ეჭვებს ერთად მოვუძებნოთ ადგილი ჩვენს სულში. ნუ იწვალებთ და ნუ აიძულებთ თავს, გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც არ გინდათ. ენდეთ ინტუიციას და მიჰყევით მას. ის აუცილებლად გიკარნახებთ ერთ ჭეშმარიტებას – ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ, თანაც ისე, რომ ჯეროვანი პატივი სცეთ მას... და არასოდეს შეადაროთ საკუთარი თავი სხვას. არც ის იფიქროთ, რომ თუკი სხვას არ გაუმართლა სიყვარულში, თქვენც გული გეტკინებათ. აი, ასეთ შემთხვევაში. თქვენს ურთიერთობას არაფერი ემუქრება.

იუმორი ზავია!

თუ წყვილს იუმორის გრძნობა აქვს, მათ შორის სერიოზული სკანდალი არ იქნება. მთავარია, ქალიც და კაციც მსუბუქი იუმორით უყურებდეს ერთმანეთს და უპირველესად, საკუთარ თავს. გაიცინეთ იმ შეცდომებზე, რომელსაც უშვებთ და ნახავთ, რომ მეუღლე ამის გამო აღარ გისაყვედურებთ. ურთიერთობაც ამ დროს გაცილებით მარტივი, ხალისიანი და მსუბუქი ხდება. რა ჯობია თვითირონიას. ამით თქვენ არაფერი დაგაკლდებათ, პირიქით, მეუღლეს დაარწმუნებთ, რომ ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ადამიანი ხართ, ისეთი, ვისაც ნებისმიერ პრობლემაზე დაელაპარაკება, სტრესს მოიხსნის და გაიღიმებს.
იუმორის გრძნობის მქონე ადამიანები  კარგად ხვდებიან, როგორ სცენ პატივი პარტნიორს. მათ ეს არ ეშლებათ, რადგან არ იბოღმებიან, ბრაზი გონებას არ უბინდავთ და რეალობას საღად აფასებენ.
როცა იუმორით უყურებ ცხოვრებას, მეტად ენდობი სხვებს, მით უფრო, საყვარელ ადამიანს. ურთიერთობას კი რა ანგრევს?! – ეჭვი და უნდობლობა. ნდობის გარეშე არც სიყვარულია, არც ბედნიერება.
გახსოვდეთ: ბედნიერი თანაცხოვრება – ეს არის სამუშაო, რომელიც ყოველდღე კეთილსინდისიერად უნდა შეასრულო.

скачать dle 11.3