კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ უკრძალავდა სტალინი ცოლ-შვილს იმის გამხელას, თუ ვისი ოჯახის წევრები იყვნენ

ყველაფერი რასაც სტალინზე ვწერ, მხოლოდ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და საკუთარი ყურით – გაგონილი. არასდროს მიმიცია თავისთვის იმის უფლება, დიდ ბელადზე ვარაუდებით მელაპარაკა.
ამ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბროშურა, სტატია და წიგნი მაქვს წაკითხული სტალინზე, რომლებიც დასავლეთშია გამოცემული და, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა უნამუსო სიცრუითაა სავსე. სტალინის, ეგრეთ წოდებული, პიროვნების ფსიქოანალიზი იმდენად აბსურდულია, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათში დიდი ბელადი გამოყვანილია როგორც ზარმაცი, სასტიკი და ფსიქოპატი მმართველი. ეს კი მართლაც სასაცილოა და დასავლეთის მიერ წარმოებული ანტისტალინური პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია.
სტალინი მკაცრი მმართველი იყო და განა შეიძლებოდა, საბჭოთა ქვეყნის მეთაურს რბილად ემართა? რა თქმა უნდა – არა! თუმცა, პიროვნულად დიდი ბელადი ძალიან უბრალო და კეთილგანწყობილი ადამიანი გახლდათ. უყვარდა ცოლ-შვილი, დიდ პატივს სცემდა მეგობრებს. მაგრამ, დაუნდობელი იყო მტრების მიმართ. რომელ სიზარმაცეზეა ლაპარაკი, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 4 საათი ეძინა. თვით სტალინის ყველაზე დიდი მტერი და ცილისმწამებელი ლევ ტროცკიც კი აღნიშნავდა, რომ სტალინი იყო უდიდესი ნებისყოფის, შრომისუნარიანი პიროვნება და არ გიჟდებოდა კომფორტზე. უდიდესი სიყვარულის მიუხედავად, სტალინი არანაირ შეღავათს არ აძლევდა თავის შვილებს. პატარა ვასია და სვეტა ჩვეულებრივ მოსკოვურ სკოლაში სწავლობდნენ. მისმა მეუღლემ, ნადეჟდა ალილუევამ კი ისე დაამთავრა „მუშფაკის“ სკოლა, დირექტორმაც არ იცოდა, რომ მისი სტუდენტი დიდი სტალინის მეუღლე იყო. ნადეჟდა სერგეევნას გამოსაშვებ საღამოზე ერთი კურიოზი მოხდა: 1928 წლის 6 ივლისს ნადეჟდა ალილუევა ზუბალოვოს აგარაკზე ჩამოვიდა. სტალინი იმ დროს თავის ბავშვობის მეგობარს, გორელ ვასო აბუაშვილს მასპინძლობდა.
– იოსები სადაა? – მკითხა ნადეჟდამ.
– ბაღში. მეგობარი ეწვია გორიდან და სუფრასთან სხედან, – მივუგე მე.
– კარგი, მოგვიანებით ვნახავ, – თქვა ნადეჟდამ და სახლში შესვლა დააპირა, მაგრამ შევაჩერე:
– ნადეჟდა სერგეევნა, ამხანაგმა სტალინმა თქვენზე მითხრა, როგორც კი ჩამოვა, შემოგვიერთდესო.
სტალინის მეუღლე ბაღისკენ გაემართა და უკან გავყევი. დიდმა ბელადმა მეგობარს მეუღლე გააცნო და სამივემ საუბარი გააგრძელა. შუა ქეიფის დროს ნადეჟდამ სტალინს უთხრა:
– იოსებ, შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
– გისმენ.
– ხვალ „მუშფაკის“ გამოსაშვები საღამოა. გათხოვილები და ცოლიანები მეუღლეებით უნდა მოვიდნენ და წამომყევი?
– უხერხული არ იქნება? – გაეცინა სტალინს.
– უხერხული რატომ?
– საღამო არ ჩაგიშხამო. რომ დამინახავენ, შეიძლება, დაიძაბონ და იმიტომ.
– რას ამბობ, ძვირფასო, პირიქით.
– მაშინ წავედით, – გაუღიმა სტალინმა მეუღლეს.
7 ივლისს სტალინი და მისი მეუღლე კრემლიდან „კრასნაია პრესნიაზე“ გაემგზავრნენ, სადაც „მუშფაკი“ მდებარეობდა. დიდმა ბელადმა მხოლოდ მე გამიყოლა თან. გასვლის წინ პოსკრებიშევმა ჩამჩურჩულა: „ძალიან ყურადღებით იყავი. იცოდე, საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხს. ჩვენი სპეციალური ოპერრაზმი მთელ პერიმეტრზე საიდუმლოდ იქნება განლაგებული და, რამე რომ იყოს, ნომერ პირველი ინსტრუქციით იმოქმედე“.
ნომერ პირველი ინსტრუქცია სტალინის ელვისებურ ევაკუაციას ნიშნავდა.
მივედით. მე მანქანის კარი გავუღე წყვილს. ისინი დინჯად გადმოვიდნენ და შენობისკენ გაემართნენ. ნადეჟდას სტალინისთვის ხელკავი ჰქონდა გაკეთებული და მხიარულად ემასლაათებოდა. მე მათ ორი ნაბიჯის მოშორებით მივდევდი, თან ძალიან გაფაციცებული ვიყავი. სასწავლებლის ჰოლში უამრავი წყვილი ირეოდა. ისინი მხიარულად, ხმამაღლა საუბრობდნენ, იმპროვიზებულ სცენაზე კი სასულე ორკესტრი უკრავდა. დაინახეს თუ არა სტალინი, ყველამ ლაპარაკი შეწყვიტა. მუსიკოსები კი დადუმდნენ და ირგვლივ სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა...
– აი, ხომ გითხარი, ნადიუშა, – ღიმილით გადაუჩურჩულა სტალინმა მეუღლეს.
ამ დროს „მუშფაკის“ მარმარილოს კიბეებზე სასწავლებლის დირექტორი, იური პროხორენკო ჩამოდიოდა, რომ საზეიმო საღამოს დაწყება ოფიციალურად გამოეცხადებინა. მას ორიოდე საფეხური ჰქონდა დარჩენილი, რომ უცებ დიდი ბელადი შენიშნა და ისე დაიბნა, ფეხი აერია, კიბეზე დაუცდა და სტალინის წინ დაეცა... თავზარდაცემული დირექტორი თავად სტალინმა წამოაყენა და ჰკითხა:
– იტკინეთ რამე, იური ანტონოვიჩ?
– არა, ამხანაგო სტალინ, მაპატიეთ, – მიუგო პროხორენკომ.
სტალინმა ხელი ჩამოართვა დირექტორს და უთხრა:
– იოსებ სტალინი. ვიცნობდეთ ერთმანეთს.
პროხორენკომ ნებისყოფა მოიკრიბა და დაბნეულობა მოთოკა. მუსიკოსებმა დაკვრა განაახლეს. წყვილებმა კვლავ „ენა ამოიდგეს“ და საზეიმო საღამომ ჩვეული ელფერი მიიღო. ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და შუაღამისთვის ზუბალოვოში დავბრუნდით. საზეიმო საღამოზე სტალინი ძალიან გახალისდა. ნადეჟდა სერგეევნას თხოვნით, ვალსიც კი იცეკვა მასთან და თავადაც კმაყოფილი დარჩა.
განა შეიძლება, რომ სასტიკი, ამპარტავანი და ბოროტი ადამიანი, როგორსაც სტალინს ხატავენ, თუნდაც საყვარელი მეუღლის თხოვნით, „პლებეებში“ გაერთოს?!
ანალოგიური რამ მოხდა ვასილი სტალინთან დაკავშირებითაც. პატარა ვასია ძალიან ცელქი ბავშვი იყო და, მილიონობით თავისი თანატოლების მსგავსად, სკოლაში დისციპლინასაც არღვევდა ხოლმე. ისევე, როგორც ნადეჟდა სერგეევნას შემთხვევაში, არც სვეტას და ვასიას სკოლაში იცოდნენ, თუ ვინ იყო მათი მამა. ერთ მშვენიერ დღეს, თერთმეტი წლის ვასია სკოლიდან კრემლის ბინაში დაბრუნდა, დაცვის ოთახიდან გამომიხმო და დერეფანში ჩურჩულით მითხრა:
– ძია მიშა, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, მაგრამ, მამას არ უნდა უთხრათ.
– მოხდა რამე? – ვკითხე ვასიას.
– ხვალ დილით სკოლაში უნდა წამომყვეთ. მშობელია დაბარებული და არ მინდა, მამამ გაიგოს. ვერც დედას ვეტყვი.
– რა დააშავე ასეთი?
– სკოლის დერეფანში მამას სურათს ბურთი მოვარტყი შემთხვევით, ჩამოვაგდე და შუშა გავტეხე. ცოტა ჩარჩოც დაზიანდა.
– დერეფანში ბურთით რატომ თამაშობდით?
– ფიზკულტურაზე მივდიოდით და ჩემს მეგობარს გადავუგდე. დირექტორს კი არაფრის გაგონება არ უნდა. მე მითხრა, მშობელი მოიყვანე, სკოლიდან გრიცხავო.
– მერე ვერ უთხარი, ვისი შვილი ხარ?
– რას ამბობთ, ძია მიშა, მამამ ეს მკაცრად ამიკრძალა. წამომყვებით?
– რა გაეწყობა, წავიდეთ, – მივუგე აღელვებულ ბიჭს და თავზე ხელი გადავუსვი.
– საით გაგიწევიათ, არწივებო? – მომესმა სტალინის ხმა უკნიდან, რომელიც ამ დროს დერეფანში უხმოდ მოაბიჯებდა.
მე გამეცინა და ხმა არ ამომიღია. ვასიას კი ცრემლი მოადგა თვალზე და მამას ყველაფერი უამბო.
– კეთილი. მე წამოგყვები. რადგან დამიბარეს, მივალ, – თქვა სტალინმა და თავის კაბინეტში შევიდა.
მეორე დღეს მამა-შვილს სკოლაში გავყევი და დირექტორთანაც თან ვეახლე მათ.
საცოდავმა სკოლის დირექტორმა უმალ ყველაფერი გააცნობიერა და სტალინის დანახვისთანავე მკვდრის ფერი დაედო. ენა ჩაუვარდა და გაქვავდა...
სტალინმა თავისი ანცი ვაჟი დირექტორის წინაშე დატუქსა და დირექტორს უთხრა:
– ბოდიშს გიხდით ჩემი შვილის საქციელის გამო და ერთი თხოვნა მაქვს: რადგან ვასიამ ჩემი სურათი დააზიანა, იქნებ აპატიოთ და სკოლიდან არ გარიცხოთ. ზიანს კი მე ავანაზღაურებ – ახალ სურათს გამოგიგზავნით.
ენაჩავარდნილი დირექტორი შოკიდან ძლივს გამოვიდა, ფერი დაუბრუნდა და სტალინს უთხრა:
– იოსებ ბესარიონოვიჩ, ჩვენ უკვე დავკიდეთ ახალი სურათი და გამოგზავნა არ არის საჭირო. ნუ შეწუხდებით. მეც ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.
– გისმენთ, – მიუგო სტალინმა.
– დირექტორმა დამტვრეული ჩარჩოდან ამოღებული დიდი ბელადის პორტრეტი უჯრიდან ამოიღო და სტალინს სთხოვა:
– ამ სურათს სახლში დავკიდებ და თქვენს ავტოგრაფს ხომ ვერ დამიწერთ?
დიდმა ბელადმა ზედ სურათზე წითელი კალმით მიაწერა: „სახსოვრად ოლეგ ვასილიევს იოსებ სტალინისგან – ვასილი ჯუღაშვილის უდისციპლინობის მოსაგონრად“.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3